სოლომონ ფურცელაძე
იერსახე
| სოლომონ ფურცელაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
6 მაისი, 1890 მერეთი |
| გარდაცვალების თარიღი | 20 სექტემბერი, 1956 |
| მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია, სსრკ |
| პროფესია | პედაგოგი |
| საქმიანობა | აღმზრდელი[1] |
სოლომონ ფურცელაძე (დ. 6 მაისი, 1890, მერეთი — გ. 20 სექტემბერი, 1956) — ქართველი პედაგოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სიტყვიერების განყოფილება 1914 წელს.
მუშაობდა თბილისის ქართული, აგრეთვე VI და VII გიმნაზიების სიტყვიერების მასწავლებლად. 1933 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის კათედრაზე. 1939-1950 წლებში ხელმძღვანელობდა ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკების სექტორს. შეადგინა რუსული ენის ორიგინალირი სახელმძღვანელოები ქართული სკოლისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 431.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.