სოლომონ გოშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოშაძე.

სოლომონ ესტატეს ძე გოშაძე (დ. 28 აპრილი [ძვ. სტ. 16 აპრილი], 1880, თელავი — გ. 24 აპრილი [ძვ. სტ. 11 აპრილი], 1908, იქვე) — ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თელავის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ – ბაქოს სპეციალურ საშუალო სკოლაში. მისი პირველი ლექსი 1897 დაიბეჭდა „კვალში“ (#47). გ. ევდოშვილის სკოლის მიმდევარი პოეტი იყო. მან 1905–1907 წლების რევოლუციის პერიოდში მიიქცია ყურადღება სამოქალაქო და პოლიტიკური ხასიათის ლექსებით, რომლებსაც აქვეყნებდა ფსევდონიმებით: „სოლ-გ-ძე“ და „ს. განწირული“. წერდა პიესებსაც. მისი პიესა „კიდევ ბნელა“ (1901), ცენზურამ აკრძალა. რევოლუციური საქმიანობისათვის გოშაძე დაპატიმრებული იყო. 1900-იან წლებში ჩამოაყალიბა დრამატული დასი, რომელიც კახეთის რეგიონში სპექტაკლებს დგამდა. გოშაძე მართავდა ლიტერატურულ საღამოებს, ხოლო შემოსავალს საქველმოქმედო საქმეს ახმარდა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლექსები, ი. გრიშაშვილის რედ., ტფ., 1927.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი გ., ნამცვრევი, «მეგზური», 1975, #3.