შინაარსზე გადასვლა

სოლომონ ასლანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოლომონ ასლანიშვილი
დაბ. თარიღი 6 ნოემბერი, 1851(1851-11-06)[1]
გარდ. თარიღი დეკემბერი, 1924[1] (73 წლის)
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია[1]
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა[1]
საქართველოს სსრ[1]
საქმიანობა ეთნოლოგი[1] , ისტორიკოსი[1] და პუბლიცისტი[1]

სოლომონ ასლანიშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1851, ბავრა, საქართველო — გ. დეკემბერი, 1924) — ქართველი ეთნოლოგი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი.

დაამთავრა ახალქალაქის სამაზრო სკოლა და ქართველ კათოლიკეთა საშუალო სასწავლებელი. 1876 წლიდან მსახურობდა ფოსტა–ტელეგრაფში სურამში, არტაანსა და არტანუჯში. 1974 წლიდან ბეჭდავდა კორესპონდენციებს „დროებაში“, „ივერიასა“ და „თეატრში“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი კორესპონდენციების ციკლი და მიმოხილვები სამხრეთ საქართველოს რეგიონების საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ სათაურით – „საქართველოს მატიანე“. ისტორიულად, ეთნოგრაფიულად, დემოგრაფიულად აღწერილი აქვს მრავალი დასახლება, საქრისტიანო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობანი. „ივერიაში“ გამოაქვეყნა „მგზავრის შენიშვნები“ და სხვა. მუშაობდა ქუთაისში, 1905 წლიდან თბილისში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ქართველ კათოლიკეთა კომიტეტში. ხელნაწერის სახით დარჩა ქართულ–თურქული სახელმძღვანელო და ქართულ–თურქული ლექსიკონი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.