სოლომონის კუნძულების კამპანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოლომონის კუნძულების კამპანია
მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის თეატრის ნაწილი
ამერიკელი საზღვაო ქვეითები პატრულირებისას სოლომონის კუნძულებზე
ამერიკელი საზღვაო ქვეითები პატრულირებენ სოლომონის კუნძულებზე, გუადალკანალი
თარიღი იანვარი, 1942 - 21 აგვისტო, 1945
მდებარეობა ბრიტანული სოლომონის კუნძულები/ ახალი გვინეის ტერიტორია, სამხრეთი წყნარი ოკეანე
შედეგი მოკავშირეთა გამარჯვება
მხარეები
აშშ-ის დროშა აშშ
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
  • Flag of Fiji (1924–1970).svg ბრიტანული ფიჯი
  • Flag of the Solomon Islands (1966–1977).svg ბრიტანული სოლომონის კუნძულები
  • Flag of Tonga.svg ტონგას სამეფო

ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია

იაპონიის იმპერიის დროშა იაპონიის იმპერია
მეთაურები
Flag of the United States.svg ჩესტერ ნიმიცი
Flag of the United States.svg დაგლას მაკართური
Flag of the United States.svg ალექსანდერ ვანდეგრიფტი
Flag of the United States.svg რობერტ გორმლი
Flag of the United States.svg უილიამ ჰოლზი, უმც.
Flag of the United Kingdom (1-2).svg უილიამ სიდნეი მარჩანტი
Flag of the United States.svg ალექსანდერ პაჩი
Flag of the United States.svg ფრენკ ჯეკ ფლეჩერი
Flag of the United States.svg რიჩმონდ კელი ტერნერი
Flag of Australia (converted).svg ერიკ ფელდტი
Flag of the United States.svg როი გაიგერი
Flag of the United States.svg თეოდორ უილკინსონი
Flag of the United States.svg ოსკარ გრისვოლდი
Flag of the United States.svg უილიამ რუპერტუსი
Flag of Australia (converted).svg სტენლი სევიჯი
Flag of Australia (converted).svg ჰაროლდ ერიკ ბაროუკლო
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg ისოროკუ იამამოტო  
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg ჩუიჩი ნაგუმო
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg შეგეიოში ინოუე
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg ნიშიძო ცუკაჰარა
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg ტაკეო კურიტა
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg კიიოჰიდე შიმა
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg ჯინიკი კუსაკა
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg შოჯი ნისიმურა
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg გუნიტი მიკავა
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg რაიძო ტანაკა
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg ჰიტოში იმამურა
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg ჰარუკიჩი ჰიაკუტაკე
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg მინორუ სასაკი
War flag of the Imperial Japanese Army (1868–1945).svg ჰატაძო ადაკი
დანაკარგები
10,600 მოკლული
40+ ჩაძირული გემი
800 განადგურებული თვითმფრინავი
86,000 მოკლული
50+ ჩაძირული გემი
1,500 განადგურუბული თვითმრინავი
Commons-logo.svg სოლომონის კუნძულების კამპანია ვიკისაწყობში

სოლომონის კუნძულების კამპანია — მასშტაბური კამპანია მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის თეატრში. კამპანია დაიწყო ბრიტანულ სოლომონის კუნძულებსა და ბუგენვილზე იაპონიის საიმპერატორო არმიის გადასხმით 1942 წელს. იაპონელებმა ამ კუნძულების ოკუპირება მოახდინეს და მათზე რამდენიმე საზღვაო და საჰაერო ბაზის მშენებლობა დაიწყეს, იმ მიზნით, რომ იაპონური არმიის ფლანგი დაზღვული ყოფილიყო ახალ გვინეაზე შეტევისას. ეს იქნებოდა დამცავი ბარიერი იაპონელთა ძირითადი ბაზისა რაბაულში და ასევე მოახდენდა მოკავშირეთა მომარაგების ხაზების გაწყვეტას ამერიკელთა, ავსტრალიელთა და ახალზელანდიელთა შორის.

რუკაზე ნაჩვენებია ძირითადი საზღვაო და საჰაერო ბაზები და მოკავშირეთა წინსვლა 1943 წელს.

თავიანთი კომუნიკაციების ხაზების დასაცავად სამხრეთ წყნარ ოკეანეში მოკავშირეებმა წამოიწყეს კონტრიერიში ახალ გვინეაზე, რაბაულის ბაზა ალყაში მოაქციეს და კონტრშეტევაზე გადავიდნენ სოლომონის კუნძულებზე, რომელიც კუნძულ გუადალკანალსა მის მეზობელ მცირე ზომის კუნძულებზე დესანტის გადასხმით 1942 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. გუადალკანალზე გადასხმის შემდეგ აშშ-ს ძალებსა და იაპონელთა შორის დაიწყო დაპირისპირიება, რომელშიც ორივე მხრიდან ჩართული იყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები. ეს გაგრძელდა ცენტრალურ და ჩრდილოეთ სოლომონის კუნძულებზეც, კუნძულ ახალ ჯორჯიაზე და კუნძულ ბუგენვილზე.

„გამოფიტვის კამპანიაში“ გადაზრდილი ბრძოლა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში რესურსებით ბევრად უფრო მდიდარი ამერიკის შეერთებეული შტატების სახარბიელოდ წარიმართა, იაპონელთა ძალები გამოიფიტა და განიცადა დანაკარგები, რომელთა აღდგენაც ვეღარ მოხდებოდა. მოკავშირეებმა აიღეს სოლომონის კუნძულების ზოგიერთი კუნძული (ამ კუნძულებზე იაპონელთა წინააღმდეგობა მაინც არ შეწყვეტილა და ის ომის დასრულებამდე გაგრძელდა) და ალყაში მოაქციეს იაპონური პოზიციები, რომელთაც შემდგომ გვერდი აუარეს. ამის შემდეგ სოლომონის კუნძულების კამპანია ახალი გვინეის კამპანიას შეუერთდა და მისი ნაწილი გახდა.

კამპანიის მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წლის 7 აგვისტოს აშშ-ს საზღვაო ქვეითები გადავიდნენ კუნძულ გუადალკანალზე, რითაც დაიწყო გუადალკანალის კამპანია, სოლომონის კუნძულების კამპანიის ნაწილი. მოკავშირეებმა შექმნეს გაერთიანებული საჰაერო ფორმაცია „კაქტუსის საჰაერო ძალა“, რომელმაც დღის საათებში კუნძულზე საჰაერო უპიტარესობა მოიპოვა. ამიტომ იაპონელებმა დაიწყეს თავიანთი ძალების საზღვაო მომარაგება ღამის საათებში ახალი ჯორჯიის ყურის გავლით, ამ მომარაგების ოპერაციებს იაპონელები „ვირთხის ტრანსპორტირებას“, მოკავშირეები კი „ტოკიო ექსპრესს“ უწოდებდნენ.

ამერიკელებმა ბევრი ბრძოლა გამართეს, რათა იაპონელთა მარაგების შემოსვლა შეეჩერებინათ, თუმცა ამ ბრძოლებში ორივე მხარემ იმდენი გემი დაკარგა, რომ ახალი ჯორჯიის ყურეს გუადალკანალის ჩრდილოეთში „რკინისძირიანი ყურე“ შეარქვეს.

სოლომონის კამპანიაში მოკავშირეთა წარმატებამ იაპონელებს ხელი შეუშალა, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიისთვის აშშ-სთან საკომუნიკაციო ხაზები გადაეჭრათ. ოპერაცია კარტვილის (ინგლ. Operation Cartwheel) ფარგლებში, რომელიც 1943 წლის 30 ივნისს დაიწყო, ამერიკელებმა რაბაულის იაპონური ბაზა ალყაში მოაქციეს, გააუვნებლეს და ამით დიდწილად გაანადგურეს იაპონიის საზღვაო და საჰაერო უპირატესობა. ამან გახსნა გზა მოკავშირეთათვის ფილიპინებისაკენ, რომლის იაპონელთაგან გათავისუფლების შემთხვევაში, ჰოლანდიის ოსტინდოეთის კუნძულებთან იაპონიას ყველა გზა მოჭრილი ექნებოდა და ის ვეღარ მომარაგდებოდა ამ რეგიონის მდიდარი რესურსებით, რომელზეც იაპონია ასე ძლიერ იყო დამოკიდებული.

სოლომონის კამპანიის კულმინაცია იყო ბუგენვილის კამპანია, რომელშიც სასტიკი ბრძოლები იმართებოდა და ეს ომის დასრულებამდე გაგრძელდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Altobello, Brian (2000). Into the Shadows Furious. Presidio Press.
  • Bergerud, Eric M. (1997). Touched with Fire : The Land War in the South Pacific. Penguin.
  • Bergerud, Eric M. (2000). Fire in the Sky: The Air War in the South Pacific. Boulder, CO, USA: Westview Press.
  • Frank, Richard (1990). Guadalcanal: The Definitive Account of the Landmark Battle. New York: Random House.
  • Gailey, Harry A. (1991). Bougainville, 1943-1945: The Forgotten Campaign. Lexington, Kentucky, USA: University Press of Kentucky.
  • Hoyt, Edwin P. (1990). Glory Of The Solomons (Reissue ed.). Jove.
  • Kilpatrick, C. W. (1987). Naval Night Battles of the Solomons. Exposition Press.
  • D'Albas, Andrieu (1965). Death of a Navy: Japanese Naval Action in World War II. Devin-Adair Pub.
  • McGee, William L. (2002). The Solomons Campaigns, 1942–1943: From Guadalcanal to Bougainville—Pacific War Turning Point, Volume 2 (Amphibious Operations in the South Pacific in WWII). BMC Publications.