სოლვეის კონფერენცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1911 წლის პირველი კონფერენციის ფოტო.

სოლვეის კონფერენცია (Conseil Solvay) იყო ლეგენდარული პირველი მოწვევის მსოფლიო უდიდეს ფიზიკოს მეცნიერთა ყრილობა 1911 წელს ორგანიზებული სოლვეის ფიზიკისა და ქიმიის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ინსტიტუტები მდებარეობს ბრიუსელში და დაფუძნებეულია ბელგიელი ინდუსტრიალისტი ერნესტ სოლვეის მიერ 1912 წელს.

1911 წლის წარმატების სემდეგ სოლვეის კონფერენციები ეძღვნება უმნიშვნელოვანეს ღია პრობლემებს ფიზიკასა და ქიმიაში. ღონისძიება ყოველ სამ წელიწადს ტარდება. 23-ე სოლვეის კონფერენცია ჩატარდა ბრიუსელში 2005 წლის 1-3 დეკემბერს თემაზე: "სივრცისა და დროის კვანტური სტრუქტურა".

პირველი კონფერენცია[რედაქტირება]

1911 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ პირველ კონფერენციას თავმჯდომარეობდა ჰენდრიკ ლორენცი. განხილვის თემა იყო გამოსხივება და სინათლის კვანტი. კონფერენცია პრობლემას იხილავდა ორი მიდგომის თვალსაზრისით - კლასიკური ფიზიკისა და კვანტური თეორიის. ალბერტ აინშტაინი იყო ყველაზე ახალგაზრდა ფიზიკოსი დამსწრეთა შორის. სხვა განთქმულ მეცნიერთა შორის იყვნენ მარია კიური და ანრი პუანკარე.

მეხუთე კონფერენცია[რედაქტირება]

შესაძლოა ყველაზე განთქმული ამ კონფერენციათაგან იყოს 1927 წლის ოქტომბერში ჩატარებული მეხუთ მოწვევა თემაზე: ელექტრონები და ფოტონები, სადაც მსოფლიოს ყველაზე ღვაწლმოსილი ფიზიკოსები შეიკრიბნენ რათა განეხილათ ახლად ჩამოყალიბებული კვანტური თეორია. წამყვანი ფიგურები იყვნენ ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი. აინშტაინს, რომელიც გაღიზიანებული იყო ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპით, უთქვამს ”ღმერთი კამათელს არ თამაშობსო”, რაზეც ბორს უპასუხია: "შეწყივიტე ღმერთისთვის კარნახი, თუ რა უნდა გააკეთოსო". 29 დამსწრე მეცნიერიდან 17 მოგვიანებით ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

ო.პიკარი, ე.ჰენრიო, პ.ერენფესტი, ედ.ჰერცენი, თ. დე დონდერი, ე.შრედინგერი, ე.ვერშაფელტი, ვ.პაული, ვ.ჰაიზენბერგი, რ.ფაულერი, ლ.ბრიუენი,
პ.დებაი, მ.კნუდსენი, უ.ლ.ბრაგი, ჰ.ა.კრამერსი, პ.დირაკი, ა.კომპტონი, ლ.დე ბროილი, მ.ბორნი, ნ.ბორი,
ი.ლენგმიური, მ.პლანკი, მ.კიური, ჰ.ლორენცი, ა.აინშტაინი, პ.ლანჟევენი, შ.გუიე, ჩ.ტ.რ.უილსონი, ო.რიჩარდსონი

მეხუთე კონფერენციის მონაწილენი, 1927. სოლვეის ფიზიკის საერთაშორისო ინსტიტუტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]