შინაარსზე გადასვლა

სოლექის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოლექი
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ფართობი 0.020×0,010 კმ²
მასალა კირი

სოლექი, სოლფორექი — ციხე თურქეთში. მდებარეობს ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონის სოფელ ერსისში; ზღვის დონიდან 730 მეტრზე. ნაგებია კირით. შემორჩენილია ნანგრევები.

გაშენებული იყო ჭოროხის ხეობის შესართავის – ერსისის ხევის მარჯვენა ფერდობზე ამოზიდულ დიდ და ციცაბო კლდეზე. მცირე ზომის ციხე მიუდგომელია, მასზე ასვლა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია. თხემსა და თხემის დაფერდებებზე შერჩენილია კედლების მცირე ნაშთები. ციხე იცავდა ჭოროხის ხეობიდან, ერსისის ციხიდან თორთომის ხეობაში გადამავალ გზას. ციხე საგანგებოდ უნდა იყოს დანგრეული (ალბათ ოსმალთა მიერ მისი აღების შემდეგ). მახლობლად იყო სოფელი სოლფორექი, რომელიც დღეს აღარ არსებობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუდავა ბ., ტაო-კლარჯეთი: ისტორიისა და კულტურის ძეგლები, გვ. 271, თბ., 2017.