სოლეი დორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„სოლეი დორი“ — ყვავილების სავაჭრო სალონი თბილისში.

1907 წელს მარტში მ. მამულაშვილმა ი. წინამზღვრიშვილის რჩევითა და თანადგომით გახსნა თამამშევის ქარვასლაში, პარკევიჩ-ერევანსკის მოედანზე. მ. მამულაშვილმა „სოლეი დორში“ უჩვეულო მასალა შემოიტანა. ყვავილების გვერდით პირველიმა გამოიყენა და დანერგა დეკორატიულ მებაღეობაში ველური მცენარეები, აგრეთვე ქართულ ეროვნული ყოფის დამახასიათებელი საგნები, ლოკოკინის ნიჟარები, ხის ქერქი და სხვა. ამ მასალისგან „სოლეი დორში“ იქმნებოდა საქართველოს ისტორიასთან, შრომით პროცესებთან დაკავშირებული მხატვრული სურათები, ეტიუდები, ნატურმორტები, ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშები. ყველა ქართულ ეროვნულ დღესასწაულს, იუბილესა თუ ბენეფისს „სოლეი დორის“ ყვავილების გირდლიანდები ამკობდა. „სოლეი დორის“ ხშირი სტუმრები იყვნენ XIX საუკუნის და XX საუკუნის დასაწყისის საზოგადო მოღვაწენი, მხატვრები, მწერლები და სხვა. სალონმა დიდი როლი ითამაშა დეკორატიული მებაღეობის დანერგვაში, განვითარებისა და პოპულარიზაციაში. იარსება 1929 წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]