სოლანჟ ჟმაიელი
სოლანჟ ჟმაიელი | |
---|---|
არაბ. صولانج الجميل | |
დაბადების თარიღი | 1949 |
დაბადების ადგილი | ბეირუთი |
მოქალაქეობა | ლიბანი |
მეუღლე/ები | ბაშირ ჟმაიელი |
შვილ(ებ)ი | ნადიმ ჯემაიელი |
სოლანჟ ჟმაიელი (არაბ. صولانج الجميل; 1949, ბეირუთი) — ლიბანელი პოლიტიკური მოღვაწე, ქათაიბის პარტიული ხელმძღვანელობის წევრი, 2005 წლიდან 2008 წლამდე ლიბანის პარლამენტის წევრი. პრეზიდენტად არჩევიდან სამ კვირაში მოკლული ბაშირ ჟმაიელის ქვრივი და ნადიმ ჟმაიელის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოლანჟ ჟმაიელი დაიბადა 1949 წელს ბეირუთელი ექიმის, ლეონ ტუტუნჟის ოჯახში, რომელიც იყო პოლიტიკური პარტია ქათაიბის წევრი და პიერ ჟმაიელის მომხრე. ექიმ ტუტნჟს ოჯახს რეგულარულად სტუმრობდა ბაშირ ჟმაიელი, რომელსაც სოლანჟი პრაქტიკულად ბავშვობიდან იცნობდა[1].
სოლანჟ ტუტუნჯი მხარს უჭერდა მემარჯვენე ქრისტიანულ, ნაციონალისტურ და ანტიკომუნისტურ შეხედულებებს. 15 წლის ასაკში გაწევრიანდა პარტია ქათაიბში და თანდათან დაწინაურდა ფალანგის პარტიული აქტივის ხაზით.
1977 წელს ლიბანის სამოქალაქო ომის დროს სოლანჟ ტუტუნჟი ცოლად გაჰყვა ბაშირ ჟმაიელს, რომელიც ამ დროისათვის ხელმძღვანელობდა ფალანგისტურ მილიციასა და ლიბანის შეიარაღებულ ძალებს. გათხოვების შემდეგ მიიღო გვარი ჟმაიელი და მარონიტული აღმსარებლობა. გახდა ჟმაიელების ოჯახური დინასტიის წარმომადგენელი[2].
საოლანჟისა და ბაშირის ოჯახური ცხოვრება ატარებდა ომის ბეჭედს და ამიტომ იგი განვითარდა დრამატულად და ტრაგიკულად. მათი პირველი შვილი მაია, რომელიც დაიბადა 1978 წელს, დაიღუპა წლინახევრის ასაკში ბაშარის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად.
ამავე 1980 წელს დაიბადა მეორე გოგო იუმნა, ხოლო 1982 წელს კი შეეძინა ბიჭი ნადიმი. ნადიმის დაბადებიდან რამდენიმე თვეში, იმ დროისათვის ლიბანის ჯერ კიდევ არჩეული პრეზიდენტი ბაჟირ ჟმაიელი დაიღუპა ტერაქტის შედეგად.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სოლანჟ ჟმაიელმა გამოაცხადა, რომ აგრძელებს ფალანგისტი „მუდმივი პრეზიდენტის“ საქმეს[3]. მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა ბაშირ ჟმაიელის ფონდს. იგი იცავდა ქათაიბში ტრადიციულ ფალანგისტურ ხაზს ბაშირისა და პიერის სულისკვეთებით.
სირიის მიერ ლიბანის ოკუპაციის პერიოდში სოლანჟ ჟმაიელი იმყოფებოდა ოპოზიციაში და ითხოვდა სირიის ჯარების გასვლას ლიბანის ტერიტორიიდან და ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენას. მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, სიტყვით გამოდიოდა ანტისიურიულ მიტინგებზე. მკვეთრად აკრიტიკებდა ქათაიბის იმჟამინდელ ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით ქარიმ პაკრადუნის, პროსირიული პოზიციისა და ჟმაიელის მოწოდების ღალატის გამო. სოლანჟ ჟმაიელი უფრო რადიკალური გამოსვლებით ხასიათდებოდა, ვიდრე მისი მაზლი ამინ ჟმაიელი, რომელიც ამ პერიოდისათვის ლიბანის ფალანგის ტრადიციონალისტებს ხელმძღვანელობდა. სოლანჟის მკვეთრ გამოსვლებს ადარებდნენ სერტრიდა ჯააჯაას გამოსვლებს, რომლის მეუღლეც სამირ ჯააჯააც პატიმრობაში იყო[4].
ახლო აღმოსავლეთისა და საერთაშორისო პოლიტიკაში სოლანჟ ჟმაიელი პროდასავლური პოზიციებით გამოირჩეოდა. 2003 წელს მან მხარი დაუჭირა აშშ-ის შეჭრას ერაყში და მას ისტორიული ნაბიჯი უწოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის[5].
სოლანჟ ჟმაიელი მიესალმა 2005 წლის კედრების რევოლუციას, რომლის შემდეგ სირიის ჯარები გავიდნენ ლიბანის ტერიტორიიდან. 2005 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იგი აირჩიეს ლიბანის პარლამენტის წევრად დედაქალაქის საარჩევნო ოლქიდან. 2009 წლის არჩევნებში მოხსნა საკუთარი კანდიდატურა თავისი შვილის, ნადიმ ჟმაიელის სასარგებლოდ.
პარტია ქათაიბში სოლანჟ ჟმაიელი იცავს ხისტ ფალანგისტურ ხაზს, როგორც ბაშირ ჟმაიელის მემკვიდრეობის მცველი. ბაშირისა და სოლანჟის შვილები: იუმნა ჟმაიელი[6] და ნადიმ ჟმაიელი[7] ასევე ქათაიბის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები არიან.
2017 წლის ოქტომბერში, ბაშირ ჟმაიელის მკვლელობიდან 35 წლის შემდეგ[8] მისი მკვლელი გაასამართლეს, როგორც სოლანჟმა განაცხადა, რომ იგი ამას ელოდა[9].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ في حوار عن هموم الحاضر ودفاتر الماضي . صولانج الجميل : لو كان بشير يحمل مشروعاً تقسيمياً لما اغتيل — قسم أول. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-08. ციტირების თარიღი: 2017-07-03.
- ↑ Solange Gemayel
- ↑ Демократия боя. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-18. ციტირების თარიღი: 2020-02-28.
- ↑ قطعت الطريق على أمين الجميل وفاجأت ستريدا جعجع صولانج الـجميل تترشح في بيروت
- ↑ Solange Gemayel Info. Detailed information about Solange Gemayel, Lebanese parliament member. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-28. ციტირების თარიღი: 2020-02-28.
- ↑ Youmna Bashir Gemayel Wedding
- ↑ NADIM GEMAYEL Lebanese politician[მკვდარი ბმული]
- ↑ Paula Astih. (21 October 2017) Lebanese Judiciary Sentences Bashir Gemayel's Killers to Death. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი 2020.
- ↑ Lebanon orders Gemayel's assassin, Habib Shartouni to turn himself in within 24 hours (26 November 2016).