სოკრატ არშბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოკრატ არშბა
დაბ. თარიღი 5 (18) თებერვალი 1905
დაბ. ადგილი ოჩამჩირე, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 4 იანვარი 1985(1985-01-04) (79 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი

სოკრატ იაკობის ძე არშბა (დ. 18 თებერვალი [ ძვ. სტ. 5 თებერვალი], 1905, ოჩამჩირე, სოხუმის ოკრუგი — გ. 4 იანვარი, 1985, თბილისი, საქართველოს სსრ) — აფხაზი ქირურგ-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1961), საქართველოს (1961) და აფხაზეთის (1961) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აფხაზეთის სამედიცინო საზოგადოების (1965), თბილისის უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოებისა (1968) და სსრკ უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოების (1972) საპატიო წევრი. იყო საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრი და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1930 წელს დაამთავრა თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ არშბა მთელი რიგი წლების განმავლობაში მუშაობდა ქალაქ თბილისის სამკურნალო დაწესებულებებში, 1945 წლიდან კი — სოხუმის მეორე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. 1949 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად.

1964 წლიდან განაგებდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. შეისწავლიდა საქართველოს მინერალური წყლების უროლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ გამოყენების, შარდკენჭოვანი დაავადებისა და თირკმლის უკმარისობის საკითხებს. იყო საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ მუშაობაში. იგი მშვიდობის დაცვის აფხაზეთის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე, არა ერთხელ იყო არჩეული სოხუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. სკკპ წევრია 1944 წლიდან. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]