სოკრატეა ეგზორიზა
| სოკრატეა ეგზორიზა | |||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||||||
| Socratea exorrhiza | |||||||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 67557265 | |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
სოკრატეა ეგზორიზა — მოსიარულე პალმა ან კაშაპონა, პალმის მცენარე, რომელის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეები ითვლება. მას შეუძლია 25 მეტრამდე გაიზარდოს, ღეროს დიამეტრი კი 16 მეტრს აღწევს,[1] მაგრამ უფრო ხშირად 15–20 მ სიმაღლისა და 12 სმ დიამეტრით.[2] მას უჩვეულო, ღეროსებრი ფესვები აქვს, რომელთა ფუნქციაც საკამათოა. პალმებზე ეპიფიტების მრავალი სახეობაა აღმოჩენილი. პალმას ხოჭოები ამტვერიანებენ, ხოლო სხვადასხვა ორგანიზმები მის თესლს ან ნერგებს მიირთმევენ.
საჰაერო ფესვების ფუნქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961 წელს ე.ჯ.ჰ. კორნერმა გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ სოკრატეა ეგზორიზას უჩვეულო საყრდენი (საჰაერო) ფესვები წარმოადგენდა ადაპტაციას, რომელიც პალმას საშუალებას აძლევდა ტყის ჭაობიან ადგილებში გაზრდილიყო. არ არსებობს მტკიცებულება, რომ საყრდენი ფესვები სინამდვილეში წყალდიდობისადმი ადაპტაციაა, შესაბამისად შემოთავაზებულია მათი ალტერნატიული ფუნქციები. ჯონ ჰ. ბოდლიმ 1980 წელს ივარაუდა, რომ ფევები რეალურად საშუალებას აძლევენ პალმას, „გაიქცეს“ აღმოცენების წერტილიდან თუ მას სხვა ხე უშლის ხელს. თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ პალმა წარმოქმნის ახალ ვერტიკალურ საყრდენ ფესვებს და შემდეგ შეუძლია თავისი თავის გასწორება, ხოლო თავდაპირველი ფესვები ლპება.[3] რედფორდი 2009. [4][5][6] აგრეთვე შემოთავაზებულია საყრდენი ფესვების სხვა უპირატესობები ჩვეულებრივ ფესვებთან შედარებით. 1983 წელს სვეინმა ივარაუდა, რომ პალმას აქვს საშუალება, დასახლდეს იმ ადგილებში, სადაც ბევრი ნარჩენია (მაგალითად, მკვდარი მორები), რადგან მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ ეს ფესვების გადაადგილებით. შესაძლოა ფესვების ასეთი ევოლუცია იყოს დაკავშირებული ბევრ ნალექთან, ნიადაგის გამოფიტვასთან და სხვა. 1983 წელს ჰარტშორნმა ივარაუდა, რომ ძელზედა ფესვები „ფეხები" საშუალებას აძლევს პალმას გაიზარდოს ზემოთ, რათა მიაღწიოს სინათლეს ღეროს დიამეტრის გაზრდის გარეშე. ასევე ითვლებოდა, რომ ფესვებს შეიძლება უპირატესობა მიანიჭოს, როდესაც პალმა ფერდობზე იზრდება, მაგრამ ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.[7] ეს ძალიან სქელი (8-10 სმ) ფესვები ერთ თვეში 70 სმ-ით იზრდება.[8]

ეპიფიტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკრატეა ეგზორიზაზე ეპიფიტების მრავალი სხვადასხვა სახეობა იზრდებოდა . პანამაში 118 ცალკეული ხის შესწავლისას მათზე 15 ოჯახის 66 სახეობა აღმოჩნდა. ბრიოფიტები ღეროების 30%-მდე ფარავდნენ და ფარდობითი დაფარვა ღეროს დიამეტრის ზრდასთან ერთად იზრდებოდა. შესწავლილი ხეების დაახლოებით ნახევარზე სისხლძარღვოვანი ეპიფიტები იზრდებოდა. ერთ პალმაზე 12 სხვადასხვა სახეობის 85-მდე ინდივიდი აღმოჩნდა, ხოლო მეორე ხე სულ 16 სხვადასხვა სახეობით იყო დასახლებული. ყველაზე გავრცელებული ეპიფიტები იყო გვიმრის სამი სახეობა: ანანტაკორუს ანგუსტიფოლიუსი, ელაფოგლოსუმ სპორადოლეფისი და დიკრანოგლოსუმ პანამენსი, რომლებიც ჯამში აღრიცხული ინდივიდების 30%-ს შეადგენდნენ. თუმცა, დაფიქსირებული სახეობების თითქმის ნახევარი იშვიათი იყო, ყველა პალმაზე მხოლოდ 1-დან 3-მდე ინდივიდი დაფიქსირდა. სხვადასხვა სახეობას შორის ვერტიკალური განაწილება დაფიქსირდა: ზოგი იზრდებოდა ქვედა ნაწილში, ზოგი შუა ნაწილში, ზოგი კი - ფოთლის ძირში. აღმოჩნდა, რომ ეპიფიტების მქონე ხეები მნიშვნელოვნად უფრო დიდი იყო, ვიდრე არმქონე. ეს იმაზე მიუთითებს, რომ პალმებმა გარკვეულ ასაკს უნდა მიაღწიონ, სანამ ისინი კოლონიზებული იქნება; მაგალითად, ვარაუდობენ, რომ პალმები 20 წლის უნდა იყოს, სანამ ისინი სისხლძარღვოვანი ეპიფიტებით კოლონიზებული იქნება.[10]
რეპროდუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკრატეა ეგზორიზა ძირითადად მშრალ სეზონზე ყვავის.[11] მცენარის ეს სახეობა ხოჭოების მეშვეობით ახდენს დამტვერვას.[12] თესლი დაახლოებით 3.5 გრამს იწონის. სიგრძეში დაახლოებით 2 სანტიმეტრს, ხოლო სიგანეში 1.5 სანტიმეტრს აღწევს. ამ თესლებიდან მხოლოდ 45% აღმოცენდება და დაახლოებით ერთი მეოთხედი კვდება.[13]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Zotz, G.; Vollrath, B. (2003). "The epiphyte vegetation of the palm Socratea exorrhiza - correlations with tree size, tree age and bryophyte cover" (PDF). Journal of Tropical Ecology. 19: 81–90. doi:10.1017/S0266467403003092. S2CID 56431960. Archived from the original (PDF) on 2011-08-27.
- ↑ Balick, Michael J. (Summer 1985). "The indigenous palm flora of 'Las Gaviotas' Colombia, including observations on local names and uses" (PDF). Botanical Museum Leaflets. 30 (3). Harvard University: 10,27.
- ↑ Bodley, John; Benson, Foley C. (March 1980). "Stilt-Root Walking by an Iriarteoid Palm in the Peruvian Amazon". Biotropica. 12 (1). jstor: The Association for Tropical Biology and Conservation: 67–71. doi:10.2307/2387775. JSTOR 2387775.
- ↑ Radford, Benjamin (December 2009). "The Myth of the Walking Tree". Skeptical Inquirer. 33 (6). Committee for Skeptical Inquiry: 23.
- ↑ Avalos, Gerardo; Salazar, Diego; Araya, Ana (2005). "Stilt root structure in the neotropical palms Irlartea deltoidea and Socratea exorrhiza". Biotropica. 37 (1): 44–53. doi:10.1111/j.1744-7429.2005.03148.x. S2CID 9306195.
- ↑ Goldsmith, Gregory; Zahawi, Rakan (September–December 2007). "The function of stilt roots in the growth strategy of Socratea exorrhiza (Arecaceae) at two neotropical sites" (PDF). Revista de Biología Tropical. 55 (3–4): 787–793. doi:10.15517/rbt.v55i3-4.5955. ISSN 0034-7744. PMID 19086384. Archived from the original (PDF) on 2012-02-28. Retrieved 2009-09-29.
- ↑ Avalos, Gerardo; Salazar, Diego; Araya, Ana (2005). "Stilt root structure in the neotropical palms Irlartea deltoidea and Socratea exorrhiza". Biotropica. 37 (1): 44–53. doi:10.1111/j.1744-7429.2005.03148.x. S2CID 9306195.
- ↑ Bodley and Foley, Biotropica, loc. cit.
- ↑ Bodley, John; Benson, Foley C. (March 1980). "Stilt-Root Walking by an Iriarteoid Palm in the Peruvian Amazon". Biotropica. 12 (1). jstor: The Association for Tropical Biology and Conservation: 67–71. doi:10.2307/2387775. JSTOR 2387775.
- ↑ Zotz, G.; Vollrath, B. (2003). "The epiphyte vegetation of the palm Socratea exorrhiza - correlations with tree size, tree age and bryophyte cover" (PDF). Journal of Tropical Ecology. 19: 81–90. doi:10.1017/S0266467403003092. S2CID 56431960. Archived from the original (PDF) on 2011-08-27.
- ↑ Henderson, A.; Fischer, B.; Scariot, A.; Whitaker Pacheco, M. A.; Pardini, R. (2000). "Flowering Phenology of a Palm Community in a Central Amazon Forest". Brittonia. 52 (2): 149–159. doi:10.2307/2666506. JSTOR 2666506. S2CID 19350190.
- ↑ "Pollination of Amazon palms". Archived from the original on 2009-01-31. Retrieved 2009-09-29.
- ↑ Pacheco, M. A. W. (2001). "Effects of Flooding and Herbivores on Variation in Recruitment of Palms between Habitats". Journal of Ecology. 89 (3): 358–366. doi:10.1046/j.1365-2745.2001.00548.x. JSTOR 3072281.
