სოკოტო (ქალაქი)
| ქალაქი | |
|---|---|
|
სოკოტო ინგლ. Sokoto | |
|
სულთნის სასახლე სოკოტოში | |
| ქვეყანა |
|
| შტატი | სოკოტო |
| კოორდინატები | 13°04′00″ ჩ. გ. 5°14′00″ ა. გ. / 13.06667° ჩ. გ. 5.23333° ა. გ. |
| ფართობი | 145 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 480 მეტრი |
| მოსახლეობა | 427 760 კაცი (2006) |
| სასაათო სარტყელი | UTC+1 |
| საფოსტო ინდექსი | 840212 - და 840283 |
სოკოტო (ინგლ. Sokoto) — ქალაქი ნიგერიაში. ამავე სახელწოდების შტატის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს მდინარე სოკოტოსა და რიმის შეერთების ადგილას. 2006 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 427 760 ადამიანს.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი სოკოტო დაარსდა 1804 წელს, როგორც შეიხ ოსმან დან ფოდიოს სამხედრო შტაბი ურწმუნოთა წინააღმდეგ ჯიჰად-ფულანის ომის პერიოდში. 1809 წელს დროებით გახდა სოკოტოს ხალიფატის დედაქალაქი.[2] ქალაქში მდებარეობს შეიხ ოსმან დან ფოდიოს საფლავი.
ქალაქმა განვითარების პიკს მიაღწია XIX საუკუნის 20-იან წლებში, თუმცა მალევე მისი ძლიერება დაეცა. 1903 წელს ქალაქი დაიპყრო ბრიტანეთის იმპერიამ ფრედერიკ ლუგარდის ხელმძღვანელობით.[3]
თანამედროვე პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, როგორებიცაა: იამსი, არაქისი და მანიჰოტი.
ქალაქში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი[4] და აეროპორტი[5].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Legal Notice on Publication of the Details of the Breakdown of the National and State Provisional Totals 2006 Census. Federal Republic of Nigeria Official Gazette (15 May 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-15. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ Sokoto. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-04. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ British Conquest of the Sokoto Caliphate 1903. Wars of the World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-12. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ Usmanu Danfodiyo University, Sokoto. Directory-Nigeria.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-21. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ Sokoto (SKO). theAirDB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-19. ციტირების თარიღი: 2010-11-06.