სოირა
სოირა | |
---|---|
კოორდინატები: 14°45′00″ ჩ. გ. 39°32′00″ ა. გ. / 14.75000° ჩ. გ. 39.53333° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 3018 მ |
სოირა — ერიტრეის უმაღლესი წერტილი[1], რომლის სიმაღლეა — 3018 მეტრი ზღვის დონიდან და წარმოადგენს ერიტრეის მთიანეთის ნაწილს. მთა მდებარეობს ცენტრალური ერიტრეის ადმინისტრაციული რეგიონის — დებუბის (სამხრეთი) სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
სოირის მთამდე მისვლა შესაძლებელია ასფალტირებული გზით ქალაქ სენაფედან, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ასმერადან მდებარეობს 135 კმ-ში სამხრეთით.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ "Soira, Eritrea" on Peakbagger.com Retrieved 28 September 2011