სოზიგენე ალექსანდრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოზიგენე ალექსანდრიელი
დაბ. თარიღი ძვ. წ. I საუკუნე
დაბ. ადგილი ალექსანდრია
გარდ. თარიღი ძვ. წ. I საუკუნე
განთქმული მოსწავლეები Alexander of Aegae

სოზიგენე ალექსანდრიელი (ბერძ. Σωσιγένης ὁ Ἀλεξανδρεύς) — ბერძენი ასტრონომი და მათემატიკოსი, რომელმაც შეადგინა იულიუსის კალენდარი იულიუს კეისრის დავალებით. მოღვაწეობდა I საუკუნეში.

იულიუსის კალენდარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად რომში გამოიყენებოდა რომაული კალენდარი. მისი უზუსტობა ყოველდღიურად უფრო დიდ სირთულეებს ქმნიდა, რის გამოც ძვ.წ. 46 წელს რომის მმართველმა, იულიუს კეისარმა, კალენდრის რეფორმირება გადაწყვიტა. ამ საქმის შესასრულებლად მან მოიწვია ბერძენი ასტრონომი სოზიგენე ალექსანდრიიდან. კალენდრის რეფორმირებისას სოზიგენე დაეყრდნო ძველეგვიპტურ კალენდარს, რომლის მიხედვითაც წელიწადი 365 დღისა და 6 საათისგან შედგებოდა. სოზიგენეს შედგენილ კალენდარში წელიწადი 365 დღით განისაზღვრა და 12 თვედ დაიყო, ოთხ წელიწადში ერთხელ კი წელიწადს ერთი დღე ემატებოდა. რეფორმირებულ კალენდარს იულიუსის კალენდარი უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ სიზუსტით იგი ბევრად აღემატებოდა მის წინამორბედ სისტემას, ზუსტ წელიწადს იულიუსის კალენდრის წელიწადი მაინც აღემატებოდა 11 წუთითა და 14 წამით, რაც 128 წელიწადში ერთ დღიან ცდომილებას ქმნიდა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]