სნუპ დოგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სნუპ დოგი
Snoop Dogg 2012.jpg
სნუპ დოგი ტორონტოში, 2012 წლის აგვისტო
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კელვინ კორდოზარ ბროდუსი
მეტსახელი სნუპ დოგი დოგი, The Doggfather, Snoop Lion, DJ Snoopadelic, Snoopzilla
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1971 (1971-10-20) (43 წლის)
წარმოშობა ლონგ ბიჩი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ჰიპ ჰოპი, განგსტა რეპი, ჯი-ფანკი, რ’ნ’ბ
საქმიანობა რეპერი, მსახიობი, მუსიკალური პროდიუსერი, ბიზნესმენი
აქტიური 1992 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Priority, EMI Records, Capitol Records, Doggystyle
ასოციაციები Tha Eastsidaz, Dr. Dre, Cypress Hill, 2Pac, ეიკონი, Bow Wow, 213, 50 Cent, Xzibit, Tha Dogg Pound, ნეიტ დოგი, Game
საიტი snoopdogg.com

კელვინ კორდოზარ ბროდუსი, უმცრ. (დ. 1971 წლის 20 ოქტომბერს), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით სნუპ დოგი — ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი, მარიხუანასთან დაკავშირებული აქტივისტი და მსახიობი. იგი ცნობილია, როგორც დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპ სცენის რეპერი და პროდიუსერ/რეპერ Dr. Dre-ს ერთ-ერთი პროტეჟე. მოზარდობაში იგი მოხვდა განგსტერულ დაჯგუფებაში Crips. სკოლის დამთავრების შემდეგ დაპატიმრებული იქნა კოკაინის მოხმარების გამო და უეინსაიდის საგრაფოს ციხეში ექვსი თვე დაჰყო. მუსიკალური კარიერა დაიწყო 1992 წელს, მას შემდეგ, რაც აღმოჩენილი იქნა Dr. Dre-ს მიერ. თანამშრომლობდა Dr. Dre-სთან, სოლო სადებიუტო დისკზე The Chronic და ფილმის Deep Cover საუნდტრეკში შესულ სიმღერაზე.

სნუპის სადებიუტო ალბომი Doggystyle ლეიბლზე Death Row Records 1993 წელს გამოსვლისთანავე მოხვდა ბილბორდის 100-ეულში და რ’ნ’ბ ჩარტში. გამოცემიდან პირველივე კვირაში თითქმის მილიონი ასლის ოდენობით გაყიდული Doggystyle 1994 წელს პლატინის სტატუსით დაჯილდოვდა. მასში შეტანილია ჰიტად ქცეული სინგლები, რომელთა შორის არის What's My Name და Gin & Juice. 1994 წელს გამოვიდა მოკლემეტრაჟიანი ფილმის Murder Was The Case საუნდტრეკი, რომელშიც თავად სნუპიც მონაწილეობდა. 1996 წლის დასაწყისში მას მოხსნეს ყველა ბრალდება, დაკავშირებული მისი დაცვის წევრის მიერ 1993 წელს ფილიპ ვოლდემარიამის მკვლელობის გამო. მეორე ალბომი, Tha Doggfather, რეპერმა იმავე წელს გამოსცა. ჩანაწერი ასევე მოხვდა რამდენიმე ჩარტში, სინგლის Snoop's Upside Ya Head დახმარებით. მისი წარმატება წინამორბედისგან განსხვავდებოდა და 1997 წელს ორმაგი პლატინის სტატუსიც შესძინა.

Tha Doggfather იყო სნუპის უკანასკნელი სტუდიური დისკი Death Row-ზე. შემდეგ იგი გადავიდა ლეიბლზე No Limit Records, სადაც ჩაწერა შემდეგი სამი ალბომი - Da Game Is to Be Sold, Not to Be Told (1998) No Limit Top Dogg (1999) და Tha Last Meal (2000). ამას მოჰყვა ლეიბლებზე Priority/Capitol/EMI Records 2002 წელს გადასვლა. ალბომის Paid tha Cost to Be da Boss გამოცემის შემდეგ 2004 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Geffen Records. ამ ლეიბლზე გამოვიდა ალბომები R&G (Rhythm & Gangsta): The Masterpiece, Tha Blue Carpet Treatment, Ego Trippin' და Malice 'n Wonderland. უკანასკნელი დისკი, გამოცემული ლეიბლზე Priority იყო Doggumentary (2011 წლის მარტი).

მუსიკასთან ერთად, სნუპი მონაწილეობს სხვადასხვა ფილმსა და შოუში: Doggy Fizzle Televizzle, Snoop Dogg's Father Hood და Dogg After Dark. იგი ასევე არის ახალგაზრდული საფეხბურთო ლიგისა და სკოლის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი. სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობისათვის ბრიტანეთსა და ავსტრალიაში სნუპი აკრძალული იყო, თუმცა ბრიტანეთში ეს აკრძალვა გაუქმდა ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ.[1] მისი ნათესავები არიან ნეიტ დოგი, დეზ დილინჯერი, RBX, Lil' ½ Dead, ბრენდი ნორვუდი და რეი ჯეი. 2009 წლის სექტემბრიდან EMI-მ სნუპი დანიშნა კვლავ გააქტიურებული ლეიბლის Priority Records თავმჯდომარედ.[2]

2012 წელს, იამაიკაზე მოგზაურობის შემდეგ სნუპმა განაცხადა რასტაფარის მოძრაობის მხარდაჭერაზე და ახალ იმიჯზე, Snoop Lion. ამ ფსევდონიმით მან გამოუშვა რეგის ჟანრის Reincarnated და ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოთხრობილია მის იამაიკურ მოგზაურობებზეა. რეპერის მეცამეტე სტუდიური ალბომი Bush 2015 წლის მაისში გამოვიდა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება]

სნუპ დოგი დაიბადა ლონგ-ბიჩზე (კალიფორნია)[3][4] და იყო სამი შვილიდან მეორე. კელვინ კორდოზარ ბროდუს უმცროსი მამინაცვლის, კელვინ კორდოზარ ბროდუს უფროსის (დ. 10 დეკემბერი 1948 - გ. 9 ნოემბერი 1985) პატივსაცემად დაარქვეს. მისი დედა არის ბევერლი ბროდუსი (ქორწინებამდე - ტეიტი; დ. 27 აპრილი 1951, მაკ-კობი, მისისიპი).[5][6] მამა, ვერნალ ვარნადო (დ. 13 დეკემბერი 1949, მაგნოლია, მისისიპი),[5] იყო ვიეტნამის ომის ვეტერანი, მომღერალი და ფოსტალიონი, რომელიც ხშირად ოჯახისგან შორს ცხოვრობდა.[7] ბავშვობაში მშობლებმა ბიჭუნას „სნუპი“ გარეგნობის გამო შეარქვეს, თუმცა შინ ჩვეულებისამებრ კელვინს უწოდებდნენ.[4][8] დედა და მამინაცვალი ერთმანეთს 1975 წელს გაეყარნენ.

ადრეულ ასაკში ბროდუსი მღეროდა გოლგოთის სამების ბაპტისტურ ეკლესიაში და უკრავდა ფორტეპიანოზე. მეექვსე კლასში მან რეპი დაიწყო.[9][10] დადიოდა ლონგ-ბიჩის პოლიტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც 1989 წელს დაამთავრა.[4]

მოზარდობისას სნუპს კანონთან უამრავი პრობლემა ჰქონია. იგი იყო Rollin' 20 Crips-ის ბანდის წევრი (ისტსაიდი, ლონგ-ბიჩი, კალიფორნია),[11][12] თუმცა 1993 წელს განაცხადა, რომ ბანდაში არასოდეს გაწევრიანებულა.[9] სასწავლებელში სწავლის დასრულების შემდეგ იგი დააპატიმრეს კოკაინის შენახვის ბრალდებით. შემდეგი სამი წელი იგი დროდადრო პატიმარი იყო (მათ შორის - უეისაიდის ციხეში).[4] სნუპმა, ბიძაშვილების, ნეიტ დოგის და Lil' ½ Dead-ის, აგრეთვე უორენ ჯის მონაწილეობით, შექმნა ჯგუფი 213 (რომელსაც ასე ლონგ-ბიჩის უბნის ერთ-ერთი კოდის პატივსაცემად ეწოდა) და ჩაწერა სიმღერები. ერთ-ერთი ადრეული ჩანაწერი, En Vogue-ის "Hold On"-ის ფონზე შესრულებული ფრისტაილი, მოხვდა მიქსფირზე, რომელიც გავლენიანმა პროდიუსერმა Dr. Dre-მ მოისმინა. მან სნუპს დაურეკა და მიიწვია გასაუბრებაზე. N.W.A-ს ყოფილმა წევრმა The D.O.C.-მ სნუპს ასწავლა ტექსტების სტრუქტურირება და თემების სტროფებად, ჰუკებად და მისამღერებად დაყოფა.[13]

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება]

1992–97: Death Row, Doggystyle და Tha Doggfather[რედაქტირება]

კარიერის დასაწყისში, როდესაც სიმღერების პროფესიონალურად ჩაწერა დაიწყო, სნუპმა ფსევდონიმად Snoop Doggy Dogg აიღო. მასთან Dr. Dre-მ დაიწყო მუშაობა, პირველად - თემატურ სიმღერაზე ფილმისთვის Deep Cover (1992), მოგვიანებით კი - თავისი სადებიუტო სოლო ალბომისთვის The Chronic (ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდა სნუპის კიდევ ერთი ყოფილი პროექტი Tha Dogg Pound). სნუპის სადებიუტო Doggystyle-ის დიდი წარმატება ნაწილობრივ Dr. Dre-ს პროექტში გამოჩენის შედეგი იყო.[4]

დასავლეთ სანაპიროს G-funk-ური ჰიპ-ჰოპის პოპულარობის ფონზე სნუპის სინგლებმა "Who Am I (What's My Name)?" და "Gin and Juice" აშშ-ის ეთერში დატრიალებული 10 საუკეთესო სიმღერის სიებში შეაღწიეს, ხოლო ალბომი Billboard-ის ჩარტში შვიდი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.[4] განგსტერული რეპი იქცა ცენზურისა და აქტიური განხილვების საგნად, ხოლო სნუპი - მოძალადე და ქალთმოძულე მუსიკოსების სიმბოლოდ. [14] მუსიკალური ჟურნალისტი ჩაკ ფილიპსი კი თვლიდა, რომ განსხვავებით განგსტერული რეპის სხვა შემსრულებლებისგან, სნუპი საკუთარ მშვიდ მხარეებსაც ამჟღავნებდა.[15] Rolling Stone-ის კრიტიკოსი წერდა, რომ სნუპს ჰქონდა შედარებით მშვიდი ვოკალური გადმოცემა. „სნუპს გამოარჩევს ვოკალური სტილი, იმ დროს, როდესაც ბევრი რეპერი კივის, ფიგურალურად და სიტყვა-სიტყვით იგი მშვიდად საუბრად.“[9] Doggystyle, ისევე, როგორც The Chronic, შეიცავს სიმღერებს, რომლებიც იწერებოდნენ ან დაკავშირებული იყვნენ ლეიბლთან Death Row - მათ შორის არიან Daz Dillinger, Kurupt, ნეიტ დოგი და სხვები.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი სნუპის საქმეზე, რომელიც მკვლელობას ეხებოდა, Murder Was The Case, გამოვიდა 1994 წელს, ისევე, როგორც საუნდტრეკი. 1995 წლის 6 ივლისს კალიფორნიაში, ნომრით C1923139 დარეგისტრირდა სნუპის ლეიბლი Doggy Style Records, Inc..[16]

1996 წლის 20 თებერვალს სნუპს მოეხსნა მკვლელობის ბრალდებები და იგი, თავისი შვილის დედასთან და 20 პიტბულთან ერთად გადავიდა კლერმონტში (კალიფორნია). 1996 წლის აგვისტოსთვის Doggy Style Records-თან, რომელიც Death Row Records ფილიალი იყო, კონტრაქტი გააფორმა პირველმა შემსრულებელმა - ჩარლი უილსონმა[17] თუმცა, 1996 წლის ნოემბერში Tha Doggfather-ის გამოცემისთვის ცხოვრების დანაშაულებრივი სტილი იქცა კიდევ უფრო საშიშ მოვლენად. აღსანიშნავი იყო ტუპაკ შაკურის მკვლელობა და Death Row-ს თანადამაარსებელ შუგ ნაიტის კრიმინალური საქმიანობა. [4] Dr. Dre-მ , კონტრაქტით უკმაყოფილების გამო იმავე წელს Death Row დატოვა, ამიტომ სნუპმა ახალი ალბომის პროდიუსერად თავად იმუშავა, Daz Dillinger-თან და DJ Pooh-თან ერთად.

წინა ალბომთან შედარებთ, Doggystyle გამოირჩეოდა სტილის ცვლილებით. წამყვან სინგლში "Snoop's Upside Ya Head" ვოკალს ჩარლი უილსონი ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ალბომის გაყიდვები კარგი იყო, მას არ ჰქონია ისეთივე წარმატება, როგორც წინამორბედს. მიუხედავად ამისა, Tha Doggfather-ში G-funk-ის სტილისადმი უფრო რბილი მიდგომა შეიმჩნეოდა. სნუპმაც შეწყვიტა Death Row-სთვის მუშაობა, როდესაც შეიტყო, რომ კონტრაქტით ლეიბლი ფლობდა უფლებებს ყველაფერზე, რასაც იგი ჩაწერდა კონტრაქტის ამოწურვამდე. ამიტომ ბიზნეს ურთიერთობის დარჩენილ პერიოდში არაფერი ჩაუწერია, გარდა შეურაცხმყოფელი "Fuck Death Row"-სი.[11] 1998 წელს, ინტერვიუში ნილ სტროუსთან, რეპერმა განაცხადა, რომ მიუხედავად დიდი შემოსავლისა, მას მაინც უმალავდნენ თანხის დიდ ნაწილს.[18]

სტივენ თომას ერლეუაინი (Allmusic) თვლიდა, რომ Tha Doggfather-ის შემდეგ სნუპ დოგმა „განგსტერული საწყისებისგან უფრო მშვიდი ლირიული ესთეტიკოსისკენ შეცვლა დაიწყო“.[4] მაგალითად, იგი მონაწილეობდა 1997 წლის Lollapalooza-ს საკონცერტო ტურნეში, რომელშიც ძირითადად ალტერნატიული როკ-მუსიკოსები გამოჩნდნენ. ტროი ჯ. აუგუსტო (Variety) წერდა, რომ სნუპის პროგრამა „ბევრ ცეკვას შეიცავდა და, უცნაურია, მაგრამ ერთმანეთზე დაჯახებასაც“.[19]

1998–2006: კონტრაქტი No Limit-თან და შემდგომი წარმატება[რედაქტირება]

სნუპ დოგის გამოსვლა ჰავაიში, აშშ-ის სამხედრო ძალების წინაშე, 2005

1998 წელს სნუპმა რეპერ Master P-ის კუთვნილ No Limit Records-თან (დისტრიბუტორები იყვნენ Priority/EMI Records) კონტრაქტი გააფორმა. ლეიბლმა გამოიცა მისი მესამე სტუდიური ალბომი Da Game Is to Be Sold, Not to Be Told. შემდეგი ალბომები ამ ლეიბლზე იყო No Limit Top Dogg (1999, გაიყიდა 1,503,865-ზე მეტი ასლი) და Tha Last Meal (2000, გაიყიდა მილიონზე მეტი ასლი).[4] 2001 წელს მან აგრეთვე გამოუშვა ავტობიოგრაფია Tha Doggfather.

2002 წელს გამოვიდა ალბომი Paid tha Cost to Be da Bo$$ (Priority/Capitol/EMI), გაყიდული 1300000-ზე მეტი ასლის ოდენობით. მასში შეტანილია ჰიტებად ქცეული "From tha Chuuuch to da Palace" და "Beautiful", ფარელ უილიამსის ვოკალით. ამ პერიოდისთვის სნუპმა განგსტერული იმიჯი მიატოვა და „მეძავების პატრონის“ სახე მოირგო.

2004 წელს სნუპი გადავიდა Geffen Records-ზე/Star Trak Entertainment-ზე, რომელთა დისტრიბუციას Interscope Records ახორციელებდა. Star Trak-ს მართავდა დუეტი The Neptunes, რომელიც სნუპის 2004 წლის ალბომის R&G (Rhythm & Gangsta): The Masterpiece რამდენიმე სიმღერის პროდიუსერი იყო. აქედან გამოცემული პირველი სინგლი, "Drop It Like It's Hot" (ფარელ უილიამსის მონაწილეობით), ჰიტად იქცა და აგრეთვე სნუპის პირველ სინგლად, რომელმაც ჩარტში #1 პოზიცია დაიკავა. ალბომის მესამე სინგლი, "Signs" (ჯასტინ ტიმბერლეიკის და ჩარლი უილსონის მონაწილეობით) ბრიტანეთის ჩარტში #2 პოზიციაზე მოხვდა და ამ ტერიტორიაზე რეპერის ყველაზე დიდი წარმატება იყო. ალბომი მხოლოდ აშშ-ში 1724000 ასლის ოდენობით გაიყიდა, სინგლები კი რადიოსა და ტელევიზიის ეთერში აქტიური როტაციით სარგებლობდნენ. იმ პერიოდში აღდგა 213, რომელსაც სნუპიც შეუერთდა. ჯგუფმა ჩაწერა ალბომი The Hard Way (2004). Billboard 200-ში #4 პოზიციაზე დებიუტით და #1 პოზიციით საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტში, მასში შედიოდა "Groupie Luv", რომელიც ჰიტად იქცა. სნუპი გამოჩნდა Korn-ის ვიდეოში "Twisted Transistor", სხვა რეპერებთან ერთად (Lil' Jon, Xzibit და დევიდ ბენერი).

სნუპი აგრეთვე გამოჩნდა Ice Cube-ის 2006 წლის ალბომზე Laugh Now, Cry Later, სიმღერაში "Go to Church" და იმავე წელს - Tha Dogg Pound-ის Cali Iz Active-ის რამდენიმე სიმღერაში. 2006 წლის ზაფხულში ინტერნეტში გაჟონა სნუპ დოგის ახალმა სიმღერამ "Real Talk", რომელიც მოგვიანებით ოფიციალურად გამოიცა. იგი იყო Crips-ის ყოფილი ლიდერისადმი, სტენლი უილიამსისადმი მიძღვნა და არნოლდ შვარცენეგერის, იმ პერიოდში კალიფორნიის გუბერნატორის დაცინვა. სნუპი აგრეთვე გამოჩნდა Too $hort-ის "Keep Bouncing"-ში და Coolio-ს "Gangsta Walk"-ში. მისი 2006 წლის ალბომი Tha Blue Carpet Treatment Billboard 200-ში დებიუტისას #5 ადგილს იკავებდა და გაიყიდა 850000-ზე მეტი ასლის ოდენობით. ალბომი და მეორე სინგლი "That's That Shit" (რ. კელის მონაწილეობით) კრიტიკოსებმა ძალიან დადებითად შეაფასეს. დასავლეთ სანაპიროს რეპერებთან (მაგ. E-40-სთან) მან იმუშავა ვიდეოზე სინგლისთვის "Candy (Drippin' Like Water)".

2007–12: Ego Trippin', Malice n Wonderland და Doggumentary[რედაქტირება]

2007 წლის ივლისში სნუპი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი შემსრულებელი, რომელმაც სიმღერა მობილური ტელეფონის ზარის სახით სინგლის გამოცემამდე გამოუშვა (სიმღერა "It's the D.O.G."). 2007 წლის 7 ივლისს იგი გამოვიდა ჰამბურგში, კონცერტზე Live Earth.[20] იგი აგრეთვე ბოლივუდურ კინოს შეეხო - როდესაც ითამაშა როლი და შეასრულა სიმღერა ფილმში „სინგჰი მეფეა“ (სიმღერას ასევე "Singh is Kinng" ეწოდება).[21] ფილმის საუნდტრეკი 2008 წლის 8 ივნისს Junglee Music Records-ზე გამოვიდა. [22] მეცხრე სტუდიური ალბომი Ego Trippin' (რომელიც აშშ-ში 400000 ასლის ოდენობით გაიყიდა) სნუპმა იმავე წელს გამოსცა. ალბომიდან წარმატება იქონია სინგლმა "Sexual Eruption", რომელიც Billboard 100-ის #7 პოზიციაზე აღმოჩნდა. სიმღერაში სნუპი ავტოტონალობის ეფექტს იყენებდა, ხოლო ალბომზე, გარდა დანარჩენებისა, პროდიუსერის სახით იმუშავა QDT-მ.

მოგვიანებით სნუპი Priority Records-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მისი მეათე ალბომი, 2009 წლის 8 დეკემბერს გამოვიდა. პირველი სინგლი ამ ალბომიდან, "Gangsta Luv" (The-Dream-ის მონაწილეობით), Billboard Hot 100-ში #35 ადგილამდე ავიდა. ალბომის დებიუტი Billboard 200-ში #23 პოზიციით შედგა. იგი პირველ კვირაში 61000 ასლის ოდენობით გაიყიდა და რეპერის კარიერაში ჩარტებში ყველაზე ნაკლებად წარმატებული იყო. მესამე სინგლი ამ ალბომიდან, "I Wanna Rock", Billboard Hot 100-ის #41 პოზიციაზე აღმოჩნდა. მეოთხე, "Pronto" (Soulja Boy Tell 'Em-ის მონაწილეობით) iTunes-ზე 2009 წლის 1 დეკემბერს გამოვიდა. ალბომი შემდგომში ხელმეორედ, სახელწოდებით More Malice გამოვიდა.

კეტი პერისთან ერთად, უკანასკნელის ალბომისთვის Teenage Dream (2010) სნუპმა "California Gurls" ჩაწერა. მისმა ვოკალმა აგრეთვე გაიჟღერა Dr. Dre-ს "Flashing"-ში და Curren$y-ს სიმღერაში "Seat Change". სნუპი აგრეთვე მონაწილეობდა ავსტრალიელი ჯესიკა მაუბოის "Get 'em Girls"-ის (2010) ჩაწერაში. რეპერი აგრეთვე გამოჩნდა Emii-ს მეორე სინგლზე "Mr. Romeo" (2010). The Lonely Island-ის "Turtleneck & Chain"-ზე (ამავე სახელწოდების ალბომიდან) აგრეთვე ჟღერს სნიუპის ვოკალი.

მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, Doggumentary, სნუპმა 2011 წლის მარტში, სახელწოდების რამდენიმეჯერ შეცვლის (Doggystyle 2: Tha Doggumentary, Doggumentary Music: 0020) შემდეგ გამოსცა.[23] იგი აგრეთვე მონაწილეობდა Gorillaz-ის ალბომის Plastic Beach ჩაწერაში, სიმღერაში "Welcome to the World of the Plastic Beach" (The Hypnotic Brass-თან ერთად), ისევე, როგორც უკანასკნელის თანმხლებ ვიდეოში, რომელიც ჯგუფის კონცერტებზე იყო ნაჩვენები. Gorillaz-თან ერთად იგი აგრეთვე გამოჩნდა გლესტონბერის ფესტივალზე და „Clint Eastwood“-ში რეპის პარტია შეასრულა. კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც იწერებოდა Plastic Beach-ისთვის, "Sumthing Like This Night", მის Doggumentary-ში მოხვდა. 2011 წელს გამოსულ Tech N9ne-ის All 6's and 7's-ში შეტანილია "Pornographic", სნუპის, E-40-ის და Krizz Kaliko-ს მონაწილეობით.

2012–13: Reincarnated და 7 Days of Funk[რედაქტირება]

სნუპ დოგი, როგორც Snoop Lion, 2013

2012 წლის 4 თებერვალს ცნობილი გახდა დოკუმენტური ფილმის Reincarnated და ამავე სახელწოდების ალბომის გამოცემის შესახებ. ფილმი 21 მარტს გამოვიდა. 2012 წლის 20 ივლისს გამოვიდა ახალი, რეგის ჟანრის სინგლი "La La La", ფსევდონიმით Snoop Lion.[24] ცნობილი გახდა მომავალი ალბომის კიდევ 3 სიმღერა - "No Guns Allowed," "Ashtrays and Heartbreaks," და "Harder Times."[25]

2012 წლის 31 ივლისს ცნობილი გახდა სნუპის ახალი სასცენო ფსევდონიმიც - Snoop Lion. ჟურნალისტებს მან უამბო, რომ იამაიკაზე რასტაფარული წესით მოინათლა.[26] ფრენკ ოუშენის მხრიდან საკუთარი გეი-ორიენტაციის შესახებ განცხადებაზე პასუხად სნუპმა განაცხადა, რომ დროა, ჰიპ-ჰოპში დაუშვან გეი-რეპერებიც.[27] 2012 წლის საბრძოლო ვიდეო თამაშისთვის Tekken Tag Tournament 2 სნუპმა ჩაწერა სიმღერა "Knocc 'Em Down" და თამაშში არენა "The Snoop Dogg Stage"-ზეც გამოჩნდა.[28][29]

იმავე წლის სექტემბერში ფსევდონიმით DJ Snoopadelic გამოვიდა რეპერის ელექტრონული მუსიკის კომპილაცია Loose Joints.[30] ინტერვიუში The Fader-თან სნუპმა განაცხადა: "Snoop Lion, Snoop Dogg, DJ Snoopadelic — მათთვის მხოლოდ ერთი რამ არის მთავარი: ისეთი მუსიკის შექმნა, რომელიც მარადია და მაგარია."[30]

დეკემბერში გამოვიდა Reincarnated-ის მეორე სინგლი, "Here Comes the King". აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ სნუპმა RCA Records-ზე ალბომის გამოშვება 2013 წლის დასაწყისისთვის დაგეგმა.[31] 2012 წლის დეკემბერში მან Tha Dogg Pound-თან ერთად ჩაწერილი მიქსფირი That's My Work გამოსცა.[32]

Hip Hop Weekly-სთან 17 ივნისის ინტერვიუში პროდიუსერმა Symbolyc One (S1) ახსენა, რომ სნუპთან მუშაობდა და რეპერი ფსევდონიმით Snoop Dogg უკანასკნელ სტუდიურ ალბომს გეგმავდა.[33] 2013 წლის სექტემბერში სნუპმა გამოსცა ერთობლივი ალბომი Royal Fam, ჩაწერილი თავის შვილებთან ერთად, სახელით Tha Broadus Boyz.[34] 2013 წლის 28 ოქტომბერს გამოვიდა მისი კიდევ ერთი მიქსფირი That's My Work 2 (შედგენილი DJ Drama-ს მიერ).[35] მუსიკოს Dâm-Funk-თან ერთად სნუპმა ჩამოაყალიბა ფანკ-დუეტი 7 Days of Funk. პროექტმა ჩაწერა სადებიუტო, სასათაურო ალბომი, რომელიც 2013 წლის 10 დეკემბერს გამოვიდა.

2014–present: BUSH[რედაქტირება]

2014 წლის აგვისტოში ინტერნეტში გამოჩნდა მოკლე ვიდეო, რომელშიც ჟღერდა ფარელ უილიამსთან ჩაწერილი სიმღერის ნაწყვეტი. [36] 2015 წლის მაისში გამოვიდა ფარელის პროდიუსერობით შექმნილი ალბომი BUSH[37]. პირველი სინგლი ამ ალბომიდან, "Peaches N Cream", 2015 წლის 10 მარტს გამოვიდა.

სხვა საქმიანობა[რედაქტირება]

სნუპი მონაწილეობდა მრავალ მხატვრულ ფილმსა და სატელევიზიო ეპიზოდში. მათ შორის აღსანიშნავია როლებში ფილმებში The Wash (Dr. Dre-სთან) და საშინელებათა Bones-ში. Wiz Khalifa-სთან ერთად იგი მონაწილეობდა 2012 წლის Mac and Devin Go to High School-ში, ისევე, როგორც მის გაგრძელებაში.[38] სხვადასხვა მეორეხარისხოვანი როლი შესრულებული აქვს ფილმებში Half Baked, Training Day, Starsky & Hutch და Brüno.

სნუპი WrestleMania XXIV-ზე, ეშლი მასაროსთან და მარია კანელისთან ერთად, 2008 წლის 30 მარტი

მონაწილეობა აქვს მიღებული სამ სატელევიზიო გადაცემაში - Doggy Fizzle Televizzle, Dogg After Dark და Snoop Dogg's Father Hood (რომელშიც მისი ცოლი და შვილებიც გამოჩნდნენ). აგრეთვე გამოჩნდა King of the Hill-ის, Las Vegas-ის და Monk-ის, ისევე, როგორც Robot Chicken-ის,[39] და One Life to Live-ის ეპიზოდებში.[40] სატელევიზიო გამოსვლებს შორის არის The L Word-ის, Weeds-ის, Entourage-ის, I Get That a Lot-ის და The Price Is Right-ის ეპიზოდები. აგრეთვე გამოჩნდა YouTube-ის ვიდეოების სერიაში Epic Rap Battles of History (მოსეს როლში).[41]

2000 წელს მაიკლ ჯ. კორლეონეს ფსევდონიმით გადაიღო პორნოგრაფიული ფილმი Snoop Dogg's Doggystyle. მას დიდი წარმატება ხვდა წილად. ფილმში 2002 წლის AVN Awards-ზე წლის ყველაზე გაყიდვად ვიდეო გამოცემად დასახელდა.[42] კიდევ ერთი ფსევდონიმით, "Snoop Scorsese", მან 2002 წელს გამოუშვა ფილმი Snoop Dogg's Hustlaz: Diary of a Pimp.[43]

საკუთარი კინოკომპანია Snoopadelic Films სნუპმა 2005 წელს დააარსა. პირველი ფილმი, გამოშვებული მის მიერ იყო Boss'n Up, რომელიც სნუპის ალბომ R&G-ს ეძღვნება.[44] 2008 წლის 30 მარტს იგი WrestleMania XXIV-ის წამყვანის სახით გამოვიდა. [45] იგი რანდენიმეჯერ Players Ball Don "Magic" Juan-ის მხარდამჭერის სახით გამოვიდა.[46][47] Don "Magic" Juan გამოჩნდა სნუპის ვიდეოებში "Boss Playa", "A.D.I.D.A.C.", "P.I.M.P. (რემიქსი)", "Nuthin' Without Me" და "A Pimp’s Christmas Song."

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სნუპ დოგის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები
ერთობლივი ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Snoop Dogg Allowed Back In The UK | Snoop Dogg. Rap Basement (March 4, 2010). წაკითხვის თარიღი: June 20, 2010.
  2. Snoop Dogg Resurrects Priority Records. XXLmag.com. წაკითხვის თარიღი: June 20, 2010.
  3. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის biocom არ არის მითითებული ტექსტი; $2
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 Erlewine, Stephen Thomas. Snoop Dogg – Biography. Allmusic. წაკითხვის თარიღი: July 4, 2008.
  5. 5.0 5.1 Ancestry of Snoop Dogg. Wargs.com. წაკითხვის თარიღი: January 9, 2011.
  6. Dogg 1999, p. 11
  7. Dogg 1999, pp. 11–12
  8. Dogg 1999, p. 12
  9. 9.0 9.1 9.2 Toure. “Snoop Dogg's Gentle Hip-Hop Growl“, The New York Times, November 21, 1993. წაკითხვის თარიღი: April 24, 2008. 
  10. Snoop unveils church going past (November 3, 2004).
  11. 11.0 11.1 Toure. (December 14, 2006)America's Most Lovable Pimp. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან June 21, 2008-ში.
  12. Dogg 1999, p. 74
  13. According to Snoop Dogg's memoirs, as told by himself in VH1 Hip Hop Honors 2007
  14. Holden, Stephen. “How Pop Music Lost the Melody“, The New York Times, July 3, 1994. წაკითხვის თარიღი: July 4, 2008. 
  15. Philips, Chuck. “The Saga of Snoop Doggy Dogg : How did Calvin Broadus, a.k.a. Snoop Doggy Dogg, ascend to the heights of gangsta rap when his debut album isn't even out yet? And what about that murder charge? Hey, it's his life--let him explain it all“, November 7, 1993. წაკითხვის თარიღი: 8 January 2014. 
  16. California Secretary of State Business Search – Business Entities – Business Programs. წაკითხვის თარიღი: November 7, 2010.
  17. Coker, Cheo Hodari. “Trying to Get His Bite Back. Snoop Doggy Dogg has a new lease on life after his acquittal on murder charges. Still, some things will never change.“, August 12, 1996, p. 1. წაკითხვის თარიღი: November 7, 2010. 
  18. Strauss, Neil. Everyone Loves You When You're Dead: Journeys into Fame and Madness. New York: HarperCollins, 2011, p. 12-13
  19. Augusto, Troy J.. “Lollapalooza 1997“, Variety, July 1, 1997. წაკითხვის თარიღი: June 26, 2009. 
  20. Live Earth on MSN: The Concerts For A Climate In Crisis. Liveearth.msn.com (December 13, 2010). წაკითხვის თარიღი: January 9, 2011.
  21. Snoop Dogg: First rap for Indian movie. Amritt. წაკითხვის თარიღი: May 22, 2011.
  22. Bollywood and Hollywood – Close encounters“, The Economist, June 19, 2008. წაკითხვის თარიღი: January 9, 2011. 
  23. Video: Snoop Dogg f/ Marty James – ‘New Year’s Eve’. Rap-Up.com (November 15, 2010). წაკითხვის თარიღი: January 9, 2011.
  24. Snoop Lion (Snoop Dogg & Diplo) – La La La | New Music | stupidDOPE.com | Lifestyle Magazine. stupidDOPE.com (2012-07-20). წაკითხვის თარიღი: 2013-03-16.
  25. Latest Music News, Band, Artist, Musician & Music Video News. Billboard.com (July 31, 2012). წაკითხვის თარიღი: 2012-08-01.
  26. Judkis, Maura. “Snoop Dogg becomes Snoop Lion“, Washington Post, July 31, 2012. წაკითხვის თარიღი: 2012-08-01. 
  27. Snoop Dogg: Hip Hop is ready to accept openly gay rappers retrieved 28 August 2012
  28. E3 2012: Tekken Tag Tournament 2 To Feature...Snoop Dogg?. GameTrailers.com. წაკითხვის თარიღი: 7 June 2012.
  29. Namco Partners With Snoop Dogg For Upcoming 'Tekken Tag Tournament 2' Game Title. წაკითხვის თარიღი: 7 June 2012.
  30. 30.0 30.1 Grosinger, Matt. (September 4, 2012)Interview: Snoop Dogg. Fader. წაკითხვის თარიღი: September 8, 2012.
  31. Snoop Lion (Snoop Dogg) Inks Deal With RCA Records To Release "Reincarnated" In Spring 2013. წაკითხვის თარიღი: 6 December 2012.
  32. Snoop Dogg & Tha Dogg Pound - That's My Work Vol. 1. Datpiff.com. წაკითხვის თარიღი: 2014-04-23.
  33. (HHW Exclusive) "Guilt Trip" producer Symbolyc One Talks Yeezus, Magna Carta and new group with Lupe Fiasco. Hip Hop Weekly. Hip Hop Global Media (June 17, 2013). წაკითხვის თარიღი: June 20, 2013.
  34. 34.0 34.1 Baker, Soren. (2013-09-28)Snoop Dogg Releases Tha Broadus Boyz "Royal Fam" Album With His Sons | Get The Latest Hip Hop News, Rap News & Hip Hop Album Sales. HipHopDX.com. წაკითხვის თარიღი: 2015-05-16.
  35. Snoop Dogg - That's My Work 2 Hosted by DJ Drama. Datpiff.com (2013-10-29). წაკითხვის თარიღი: 2014-04-23.
  36. Snoop Dogg Previews New Pharrell Collaboration. Mrwavvy.com (2014-08-28). წაკითხვის თარიღი: 2015-05-16.
  37. iTunes Store - Music - Bush by Snoop Dogg in iTunes.com
  38. {{cite web|url=http://rapradar.com/2013/04/24/breakfast-club-interviews-snoop-lion/ |title=Breakfast Club Interviews Snoop Lion |publisher=Rap Radar |date=2013-04-24 |accessdate=2013-05-07}}
  39. Robot Chicken Season 3 Guest Stars.
  40. Snoop Dogg Returns To ‘One Life To Live’ To Give Lessons In Slang And Romantic Advice » MTV Newsroom. Newsroom.mtv.com (February 24, 2010). წაკითხვის თარიღი: June 20, 2010.
  41. Goodman, William. “Epic rap battle between Santa Claus and Moses (featuring Snoop Dogg)“, December 11, 2012. წაკითხვის თარიღი: 18 December 2012. 
  42. AVN Awards Past Winners. Avnawards.com. წაკითხვის თარიღი: May 21, 2013.
  43. Hustlaz: Diary of a Pimp (Video 2002) – IMDb
  44. Quick News On 50 Cent, Kanye West, Irv Gotti, Beyonce, Zack De La Rocha, Alice In Chains & More. Mtv (November 23, 2005). წაკითხვის თარიღი: January 9, 2011.
  45. WrestleMania XXIV Dogg Days. WWE (March 3, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან March 7, 2008-ში. წაკითხვის თარიღი: March 17, 2013.
  46. Snoop Dogg parties with the players in Chicago“, Chicago Tribune, December 4, 2002. 
  47. The Players Ball in Las Vegas 2012. Playersball.com. წაკითხვის თარიღი: 2013-03-16.