სნოს ნადარბაზევის ეკლესია
იერსახე
სნოს ნადარბაზევის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სნოს აღმოსავლეთით მდინარე შინოსწყლის გაღმა, ნასახლარების თავზე, კედლებით შემოსაზღვრულ მცირე ბაქანზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. ნაგებია ქვის მართკუთხა კვადრებით. მთლიანადაა ჩამონგრეული ეკლესიის ჩრდილოეთ კედელი და გადახურვა. აფსიდში გაჭრილია ვიწრო სამკუთხა სარკმელი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაგრატიონი გ., მაცაბერიძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 449.