სნარის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. The Snares | |
---|---|
სნარის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 48°01′ ს. გ. 166°32′ ა. გ. / 48.017° ს. გ. 166.533° ა. გ. |
მთავარი კუნძული | ჩრდილო-აღმოსავლეთი |
ფართობი | 3,41 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 130 მ |
ახალი ზელანდია | |
გარე კუნძულები | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
სნარის კუნძულები (სნარი, ტინი-ჰეკე, ინგლ. The Snares, მაორი. Tini Heke) — დაუსახლებელი კუნძულების და კლდეების ჯგუფი. არქიპელაგი მდებარეობს 200 კმ-ში სამხრეთით ახალი ზელანდიის სამხრეთი კუნძულიდან. კუნძულების ფართობია — 3,41 კმ².
კუნძულების ეს ჯგუფი ითვლება ახალი ზელანდიის გარე კუნძულებად და ახალი ზელანდიის ტერიტორიას წარმოადგენს, მაგრამ ის არ ითვლება რომელიმე რეგიონის ან ოლწის ნაწილად, ის იმყოფება სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მართვის ქვეშ.
ამას გარდა, კუნძულები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულების შემადგენლობაში.[1]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუნძული ჩრდილო-აღმოსავლეთი (North East Island) — 48°01′ ს. გ. 166°36′ ა. გ. / 48.017° ს. გ. 166.600° ა. გ., ფართობი — 2,8 კმ², უმაღლესი წერტილი — 130 მ.
- კუნძული ბრაიტონი (Broughton Island) — 48°02′10″ ს. გ. 166°37′00″ ა. გ. / 48.03611° ს. გ. 166.61667° ა. გ., უმაღლესი წერტილი — 86 მ.
- კუნძული დასავლეთ ჩაინი (Western Chain Islands) — 48°03′00″ ს. გ. 166°30′30″ ა. გ. / 48.05000° ს. გ. 166.50833° ა. გ., უმაღლესი წერტილი — 44 მ.
უახლოესი დიდი კუნძული — სტიუარტის კუნძული — მდებარეობს დაახლოებით 100 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით. კუნძულები ცნობილია ენდემური პოპულაციით — დიდი პინგვინი (ლათ. Eudyptes robustus)[2]. ასევე ეს ახალი ზელანდიის ტყით დაფარული ყველაზე სამხრეთი კუნძულებია.
კუნძულების ახლოს მდებარეობს წყალქვეშა მაჰუიკას კრატერი.