სმრიტი ირანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სმრიტი ირანი
დაბადების თარიღი 23 მარტი, 1976(1976-03-23)[1] [2] (47 წლის)
დაბადების ადგილი ნიუ-დელი
მოქალაქეობა  ინდოეთი[3]
მეუღლე/ები Zubin Irani

სმრიტი ზუბინ ირანი (ჰინ. स्मृति ज़ुबिन ईरानी, ინგლ. Smriti Zubin Irani), დაბადებით მალჰოტრა (ჰინ. मल्होत्रा, ინგლ. Malhotra; დ. 23 მარტი 1976) — ინდოელი პოლიტიკოსი, ყოფილი მოდელი, სატელევიზიო მსახიობი და პროდიუსერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სმრიტი ირანი დაიბადა ნიუ-დელიში 1976 წლის 23 მარტს. იგი სამ დას შორის ყველაზე უფროსია და აქვს პენჯაბური, მაჰარაშტრული და ასამური ფესვები[4][5][6]. სმრიტი ბავშვობიდან იზრდებოდა ინდოეთის სახალხო პარტიის წევრების გარემოცვაში, ბაბუამისი ამ პარტიის გასამხედროებული ფრთის, ხოლო დედა თავად პარტიის წევრი იყო[7].

სმრიტიმ 12 კლასი დაასრულა ქალთა სკოალში[8][9]. მის შემდეგ განათლებაზე არსებობს ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობები. 2004 წელს მან განაცხადა, რომ 1996 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი დელის უნივერსიტეტში. 2014 წელს კი განაცხადა, რომ იგი უნივერსიტეტში ერთი წელი სწავლობდა და ვაჭრობის ბაკალავრის ხარისხი მიიღო[10]. გარდა ამისა, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მან სწავლა დაიწყო 2013 წელს და პირველი კურსის შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია[11].

სამსახიობო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოდელო კარიერის დაწყებამდე სმრიტი ოფიციანტად მუშაობდა მაკდონალდსში[5][6]. 1998 წელს იგი გახდა მის ინდოეთის ფინალისტი[6][12][13]. ამავე წელს იგი გადაიღეს მომღერალ მიკი სინგჰის კლიპში. 2000 წელს შედგა მისი დებიუტი სერიალებში არხზე Star Plus[14].

2001 წელს სმრიტი გადაიღეს სერიალში Ramayan, რომელიც გადიოდა Zee TV-ზე. 2006 წელს სმრიტი ირანი სერიალ Thodi Si Zameen Thoda Sa Aasmaan-ის თანაპროდიუსერი იყო, ხოლო 2007 წელს პროდიუსერობას უწევდა Sony TV-ის სერიალს Virrudh, რომელშიც ასევე მთავარ როლს ასრულებდა.

2008 წელს სმრიტი საკში ტანვართან ერთად იყო საცეკვაო ტელე-შოუს წამყვანი არხზე 9X.

2012 წელს გადაიღეს ბენგალურენოვან ფილმში Amrita[15][16].

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს სმრიტი ირანი გაწევრიანდება ინდოეთის სახალხო პარტიაში[14], ხოლო 2004 წელს ხდება პარტიის ახალგაზრდული ფრთის ვიცე-პრეზიდენტი მაჰარაშტრას შტატში[17]. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წარუმატებლად იყარა კენჭი ლოკ-საბჰაში, ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატაში. არჩევნებში დამარცხება განიცადა ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრთან კაპილ სიბალთან. 2004 წელს სმრიტიმ მოუწოდა გუჯარათის შტატის მთავარ მინისტრსა და ინდოეთის სახალხო პარტიის ლიდერს ნარენდრა მოდის პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგომისაკენ, რადგან ისინი დაადანაშაულა წარუმატებელ არჩევნებში. მაგრამ მას შემდეგ, რაც სახალხო პარტიის ცენტრალური ხელმძღვანელობა დაემუქრა მის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებით, სმრიტიმ მოთხოვნა უკან წაიღო. 2009 წლის მაისში, ვიჯაი გოელის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ირანმა გამოთქვა შეშფოთება დედაქალაქში ქალთა უსაფრთხოების შესახებ, რადგან იგი გამოდიოდა სიკვდილით დასჯის, როგორც შემაკავებელი ფაქტორის, მომხრედ[18].

2010 წლის დასაწყისში სმრიტი ირანი ინდოეთის სახალხო პარტიის ეროვნულ მდივნად დანიშნეს, ხოლო ივნისში ქალთა ფრთის პრეზიდენტად[14][19]. 2011 წლის აგვისტოში იგი აირჩიეს რაჯია საბჰას, ინდოეთის ზედა პალატის, წევრად[20][21][22].

2014 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს დამარცხდა ინდოეთის ეროვნული კონგრესის კანდიდატ რაჰულ განდისთან (მიიღო ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 12,32 %)[23][24].

2014 წლის 26 მაისს პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დანიშნა ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრად თავის კაბინეტში. 38 წლის ასაკში იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი[25][26].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს სმირიტი ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ ზუბინ ირანს[27][28]. ამავე წლის ოქტომბერში მათ შეეძინათ ბიჭი[29], ხოლო 2003 წლის სექტემბერში გოგონა. წყვილი ასევე ზრდის შანელს, ზუბინ ირანის შვილს წინა ქორწინებიდან[6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. http://loksabhaph.nic.in/Members/MemberBioprofile.aspx?mpsno=5133
  3. https://eci.gov.in/files/category/97-general-election-2014/
  4. Poonam Saxena.. (6 April 2013) Change of role, anyone?. Hindustan Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-16. ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  5. 5.0 5.1 Rohini Singh.. (1 November 2013) Rise of Smriti Irani: Journey from bahu of TV to BJP's Vice President. The Economic Times. ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Smriti Irani: From model to Tulsi Virani to HRD minister. Firstpost (May 27, 2014). ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  7. RSS is like a home to me, says Smriti Irani. Jagran Post (18 Apr 2014). ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  8. Madhu Kishwar, Cong's attack on Smriti Irani slammed as elitist. First Post (May 28, 2014). ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  9. Divya Pal.. (Jan 3, 2011) Smriti goes back to School. TOI. ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  10. The strange case of Smriti Irani: BA pass in 2004, undergrad in 2014. Rediff.com (May 28, 2014). ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  11. Shreya Roy Chowdhury.. (May 31, 2014) Smriti Irani asks Delhi University to reinstate officials who were suspended for leaking documents on her education. The Times Of India. ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  12. The Smriti of yesterday. IndiaToday.in (May 29, 2014). ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  13. Ranjib Mazumder.. (7 May 2009) A little too fat. Daily News & Analysis. ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  14. 14.0 14.1 14.2 Surabhi Subramonian.. (28 May 2014) Here's what you need to know about Smriti Irani's journey from Tulsi to HRD Minister. Daily News & Analysis. ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  15. Rachana Dubey.. (23 February 2010) Smriti Irani to debut in Bengali film industry. Hindustan Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-25. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  16. Shoma A. Chatterji.. (19 April 2012) Soppy sentimental Bengali debut of Smriti Irani. The Indian Express. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  17. Smriti Malhotra now Yuva Morcha V-P. Rediff News (January 08, 2004). ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  18. Smriti Irani advocates 'capital punishment' for rapists. Indian Express (2 May 2009). ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  19. Smriti Irani takes over as BJP Mahila Morcha prez. The Indian Express (Jun 24 2010). ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  20. O.P. Kohli.. Smriti Irani is Member of Parliament from BJP. BJP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  21. Detailed Profile – Smt. Smriti Zubin Irani. www.india.gov.in. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-26. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  22. Smriti Irani to head BJP’s women wing in Himachal. The Times of India (16 June 2010). ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  23. Constituencywise-All Candidates. ECI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-17. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  24. Constituency Wise Detailed Results გვ. 375. Election Commission of India (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-23. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  25. Modi's cabinet: Jaitley gets Finance, Sushma External Affairs. Firstpost (27 May 2014). ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  26. कभी रेस्त्रां में पोछा लगाती थीं स्‍मृति, अब मोदी सरकार में बनी कैबिनेट मंत्री. Dainik Bhaskar (27 May 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-05. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  27. Devesh Kumar.. (May 27, 2014) Smriti Irani: TV's Favourite 'Bahu', Rahul's Rival, Modi's Minister. NDTV. ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  28. Smriti Irani: small-screen actor's big-ticket moment. PTC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-05. ციტირების თარიღი: 2015-05-09.
  29. Playing Tulsi and Sita with elan. The Tribune (March 10, 2002). ციტირების თარიღი: 2015-05-09.