სმოლვუდის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სმოლვუდის წყალსაცავი
ინგლ. Smallwood Reservoir
Churchill fallslabrador.jpg
კოორდინატები: 54°05′47″ ჩ. გ. 64°00′40″ დ. გ. / 54.09639° ჩ. გ. 64.01111° დ. გ. / 54.09639; -64.01111
მდებარეობა კანადის დროშა კანადა
სიმაღლე ზღვის დონიდან 471 
ფართობი 6527 კმ²
მოცულობა 32,64 კმ³
სმოლვუდის წყალსაცავი — კანადა
სმოლვუდის წყალსაცავი

სმოლვუდის წყალსაცავი (ინგლ. Smallwood Reservoir) — წყალსაცავი მდინარე ჩერჩილზე. განლაგებულია ლაბრადორის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინციაში, კანადაში.[1] აშენდა 1966–74 წლებში. ზედაპირის ფართობი 6527 კმ². მსოფლიოში ზედაპირის ფართობით რიგით მეორე წყალსაცავია. მდებარეობს ზღვის დონიდან 471 მ სიმაღლეზე.[2] წყალსაცავი შეიქმნა XX საუკუნის 60–70-იან წლებში როდესაც დაიწყო მდინარე ჩერჩილზე კაშხლების აგება. სხვა წყალსაცავებისგან განსხვავებით, წყალი აქ მოთავსებულია 88 ჯებირში, რომელთა საერთო სიგრძე 64 კმ-ს უდრის.[3] სმოლვუდის აშენებამდე წყალსაცავის ადგილას მდებარეობდა მრავალი ჭაობი და ურთიერდაკავშირებული ტბა; ამათგან ორი მოზრდილი ტბა მიშიკამო და ლობსტიკი გახდა ამ უზარმაზარი წყალსაცავის ნაწილი და საბოლოოდ შეიქმნა 32,64 კმ³ მოცულობის წყალსატევი. სახელი ეწოდა ჯოზეფ რობერტ სმოლვუდის პატივსაცემად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]