სმირნის ხოცვა-ჟლეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხანძარი სმირნაში, 1922 წლის 14 სექტემბერი
13—14 სექტემბერი 1922 წ. ცეცხლმოკოდებული სახლები და დახმარების მომლოდინე მოსახლეობა

სმირნის ხოცვა-ჟლეტა (ასევე ცნობილია, როგორც სმირნის დიდი ხანძარი ბერძნ. Μεγάλη Πυρκαγιά της Σμύρνης) — ოსმალეთ-საბერძნეთის ომის (1919-1922 წწ.) საბოლოო ეტაპი, რომელიც გაიმართა 1922 წლის სექტემბერში. 1922 წლის 9 სექტემბერს სმირნაში შევიდა ოსმალეთის იმპერიის არმია მუსტაფა ქემალ-ფაშას მეთაურობით, რის შემდეგაც დაიწყო ქალაქის ქრისტიანი მოსახლეობის ბერძნებისა და სომხების ხოცვა-ჟლეტა[1][2][3][4][5][6]. 13 სექტემბერს ქალაქში ხანძარი დაიწყო, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა და მთლიანად გაანადგურა ქალაქის ქრისტიანული ნაწილი. ხოცვა-ჟლეტის შედეგად დაიღუპა 200 000 ადამიანი. გადარჩენილი ქრისტიანები იძლებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქალაქი. ამ ამბების შემდეგ ქალაქის ტრადიციული ელინისტური სახე შეიცვალა, ქალაქი წმინდა თურქული და მუსულმანური გახდა.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სმირნის ოკუპაცია.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1918 წლის 30 ოქტომბერს ანტანტის წარმომადგენლებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის დაიდო მუდროსის დროებითი ზავი. ხელშეკრულების მეშვიდე პუნქტის მიხედვით მოკავშირეებს უფლება ჰქონდათ მოეხდინათ ნებისმიერი ქალაქისა თუ პუნქტის ოკუპაცია, თუკი მას სტრატეგიული მნიშვნელობა ექნებოდა. სევრის ხელშეკრულების მიხედვით ქალაქი საბერძნეთს უნდა გადასცემოდათ. თუმცა თურქი ნაციონალისტები, მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით არ ცნობდნენ სევრის ხელშეკრულებას დ არ აპირებდნენ ქალაქის დაკარგვას. სმირნის ოკუპაციის ამბებით იწყება თურქეთის ომი დამოუკიდებლობისათვის. 1922 წლის აგვისტოში დუმლუპინარის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ თურქულმა ძალებმა შეძლეს დაეკავებინათ ბერძნების პოზიციები.

მოვლენების მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წლის 9 სექტემბერს სმირნაში შევიდა ოსმალეთის არმია მუსტაფა ქემალ-ფაშას მეთაურობით. მან ჯარისკაცებს განუცხადა, რომ ყოველი თურქი ჯარისკაცი, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ზიანს მიაყენებდა, დაიხვრიტებოდა[7]. ოსმალეთის ჯარმა დაიწყო ბერძენი და სომეხი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. ბერძნული და სომხური საცხოვრებელი უბნები ცეცხლის ალში იყო გახვეული. ქალაქი მთლიანად გადაწვეს. ხანძარმა გაანადგურა ასობით სახლი, 24 ეკლესია, 28 სკოლა, ბანკი, საკონსულო, საავადმყოფოები[1][8][9][10]. დაღუპულების რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით მერეობს 60 ათასიდან[1] 260 ათასამდე[8]. მსხვერპლთა საშუალო რაოდენობაა 183 ათასი ბერძენი და 12 ათასი სომეხი[10].

ხანძარმა გაანადგურა ქალაქის ქრისტიანული ნაწილი, გადარჩა მხოლოდ ოსმალური და ებრაული ნაწილები[11].

მოვლენების შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთში აღნიშნული მოვლენები აღიქვეს პოლიტიკურ კრიზისად: არმიაში დაიწყო აჯანყება, მეფე კონსტანტინოს I იძულებული გახდა გადამდგარიყო ტახტიდან. ტრიბუნალის განაცენის მიხედვით ხუთ მინისტრი გამოაცხადეს მთავარ დამნაშავეებად სმირნის დაკარგვაში და დახვრიტეს. ოქტომბერში ბურსაში, ბუდანიის რაიონში მოლაპარაკებების შედეგად დაიდო დროებითი ზავი ქემალისტებსა და მოკავშირეებს შორის. ბრძოლების შემდეგ ლოზანის საზავო ხელშეკრულების თანახმად მოხდა მოსახლეობის გაცვლა და თითქმის მტელმა ბერძნულმა მოსახლეობამ დატოვა ქალაქი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Б.Соколов. ГРЕКО-ТУРЕЦКАЯ ВОЙНА
  2. STEWART LECTURE ON SMYRNA MASSACRE DEEPENS UNDERSTANDING OF SPILEOS SCOTT’S BLOODLINES ART INSTALLATION AT ALMA
  3. Мусский И. А.100 великих диктаторов. М., Вече, 2002. ISBN 5-7838-0710-9 стр. 408
  4. AT FULLER, LITTLE-KNOWN HORRORS OF SMYRNA COME TO LIFE
  5. Author Marjorie Dobkin talks at Brown U. about the burning of Smyrna
  6. ИЗМИРСКИЕ ПОГРОМЫ 1922 Г.
  7. Мусский И. А.100 великих диктаторов. М., Вече, 2002. ISBN 5-7838-0710-9 გვ. 408
  8. 8.0 8.1 Never Again: Ending War, Democide, & Famine Through Democratic Freedom Factual Supplement to the NEVER AGAIN SERIES R.J. RUMMEL
  9. Milton, Giles. Paradise Lost: Smyrna 1922: The Destruction of Islam’s City of Tolerance. Hodder & Stoughton Ltd., London, 2008. Цт.по: ADAM KIRSCH The Ruined City of Smyrna: Giles Milton’s 'Paradise Lost'//New York Sun
  10. 10.0 10.1 [1] Руммель, ук. соч., стр. 5, строки 315—332
  11. Richard Clogg, A Concise History of Greece, Cambridge University Press, 2002, стр. 97