შინაარსზე გადასვლა

სლოვაკეთის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სლოვაკეთის კონსტიტუცია (ოფიციალურად სლოვაკეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია; სლოვაკ. Ústava Slovenskej republiky) ― სლოვაკეთის მოქმედი კონსტიტუცია. იგი 1992 წლის 1-ელ სექტემბერს მიიღო სლოვაკეთის ეროვნულმა საბჭომ და ხელი მოეწერა იმავე წლის 3 სექტემბერს, ბრატისლავის ციხესიმაგრის რაინდთა დარბაზში. კონსტიტუცია ძალაშია 1992 წლის პირველი ოქტომბრიდან (ზოგიერთი ნაწილი - 1993 წლის 1-ელი იანვრიდან).[1][2] კონსტიტუციის მიღების დღე სლოვაკეთში კონსტიტუციის დღეა და 1-ელ სექტემბერს აღინიშნება.[3]

სლოვაკეთის კონსტიტუციის ტექსტი პრეამბულასა და 9 ნაწილს მოიცავს, რომელთა დიდი ნაწილიც თავებად იყოფა და 156 მუხლისგან შედგეება.

  • პრეამბულა
  • პირველი ნაწილი
    • ზოგადი დებულებები (მუხლები 1-7)
    • სახელმწიფო სიმბოლოები (მუხლები 8-9)
    • სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქი (მუხლი 10)
  • მეორე ნაწილი – ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები
    • ზოგადი დებულებები (მუხლები 11-13)
    • ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები (მუხლები 14-25)
    • პოლიტიკური უფლებები (მუხლები 26-32)
    • ეროვნულ უმცირესობათა და ეთნიკურ ჯგუფთა უფლებები (მუხლები 33-34)
    • ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები (მუხლები 35-43)
    • ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებები (მუხლები 44-45)
    • სამართლებრივი და იურიდიული დაცვის უფლებები (მუხლები 46-50)
    • პირველი და მეორე ნაწილის საერთო დებულებები (მუხლები 51-54)
  • მესამე ნაწილი
    • სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკა (მუხლები 55-59)
    • სლოვაკეთის რესპუბლიკის უზენაესი აუდიტი (მუხლები 60-63)
  • მეოთხე ნაწილი – სამართლებრივი თვითმმართველი ერთეულები (მუხლები 64-71)
  • მეხუთე ნაწილი – საკანონმდებლო ძალაუფლება
    • სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (მუხლები 72-92)
    • რეფერენდუმი (მუხლები 93-100)
  • მეექვსე ნაწილი – აღმასრულებელი ძალაუფლება
    • სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი (მუხლები 101-107)
    • სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა (მუხლები 108-123)
  • მეშვიდე ნაწილი – იურიდიული ძალაუფლება
    • სლოვაკეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლო (მუხლები 124-140)
    • სლოვაკეთის რესპუბლიკის სასამართლოები (მუხლები 141-148)
  • მერვე ნაწილი – სლოვაკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა
    • სლოვაკეთის რესპუბლიკის პრკურატორები (მუხლები 149-151)
    • ომბუდსმენი (მუხლი 151a)
  • მეცხრე ნაწილი – გარდამავალი და საბოლოო დებულებები (მუხლები 152-156)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Slovakia celebrates the day of constitution“. The Slovak Spectator. 31 August 2016. ციტირების თარიღი: 6 August 2019.
  2. Stein, Eric (1997). Czecho/Slovakia. The University of Michigan Press, გვ. 228. ISBN 0-472-10804-2. 
  3. Public holidays. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 6 August 2019