სლოვაკეთის კარსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლოვაკეთის კარსტი
სლოვაკეთის კარსტი
სლოვაკეთის კარსტი
კოორდინატები: 48°35′ ჩ. გ. 20°35′ ა. გ. / 48.583° ჩ. გ. 20.583° ა. გ. / 48.583; 20.583
ტერიტორიული ერთეული სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
უნგრეთის დროშა უნგრეთი
უმაღლესი წერტილი პლეშივეცი
სიმაღლე 851 
სლოვაკეთის კარსტი — სლოვაკეთი
სლოვაკეთის კარსტი

სლოვაკეთის კარსტი, სლოვაკეთის კრასი (სლოვაკ. Slovenský kras) — კირქვული პლატო სლოვაკეთსა და ნაწილობრივ უნგრეთში. სლოვაკეთის მადნიანი მთების სამხრეთით. სიმაღლე 851 მ (მთა პლეშივეცი). მდინარე სლანისა და მისი შენაკადების ხეობებით დაყოფილია ცალკეულ პლატოსებურ მასივებად. დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმები — ქვაბულები, ძაბრები, პოლიები, მღვიმეები და სხვა. მღვიმეებიდან აღსანიშნავია დომიცა. აგებულია კირქვებითა და დოლომიტებით. შემოსილია მუხისა და რცხილის ტყეებით. ინტენსიურად არის დაკარსტული. 1973 წლიდან დაცულია როგორც რელიეფის უნიკალური ფორმა, ხოლო 2002 წლის 1 მარტიდან აქვს ეროვნული პარკის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]