შინაარსზე გადასვლა

სლოვაკეთის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლოვაკეთის რაიონები

სლოვაკეთის ადმინისტრაციული დაყოფასლოვაკეთი არის უნიტარული სახელმწიფო, რომელსაც გაჩნია რამდენიმედონიანი დაყოფა. 1996 წლიდან სლოვაკეთი იყოფა 8 მხარედ. (სლოვაკ. kraje, რომელთაც სახელწოდება მიღებული აქვთ ადმინისტრაციული ცენტრის მიხედვით. მხარეები თავის მხრივ იყოფა რაიონებად (სლოვაკ. okresy, სლოვაკეთში სულ 79 რაიონია. რაიონები იყოფა თემებად (სლოვაკ. obec). სულ სლოვაკეთში 2891 თემია.

სლოვაკეთის მხარეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარეს გააჩნია საკუთარი საკრებულო (zastupiteîstvo) და პრეზიდენტი (predseda) რომლებიც აირჩევიან პირდაპირი წესით 4 წლის ვადით.

მხარე მოსახლეობა,[1]
ად. (2011)
ფართობი,[2]
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ადმინისტრაციული ცენტრი
1 ბანსკა-ბისტრიცის მხარე 660 563 9455 69,86 ბანსკა-ბისტრიცა
2 ბრატისლავის მხარე 602 436 2052 293,58 ბრატისლავა
3 ჟილინის მხარე 688 851 6801 101,29 ჟილინა
4 კოშიცეს მხარე 791 723 6752 117,26 კოშიცე
5 ნიტრის მხარე 689 867 6344 108,74 ნიტრა
6 პრეშოვის მხარე 814 527 8981 90,69 პრეშოვი
7 ტრენჩინის მხარე 594 328 4502 132,01 ტრენჩინი
8 ტრნავის მხარე 554 741 4147 133,77 ტრნავა
სულ 5 397 036 49 034 110,07
სლოვაკეთის დაყოფა რაიონებად

მხარეები იყოფა რამდენიმე რაიონად (სლოვაკ. okresy, მხ.რ. სლოვაკ. okres). ამჟამად სლოვაკეთში სულ არის 79 რაიონი.

რაიონები იყოფა თემებად (სლოვაკ. obce), რომლებიც სულ სლოვაკეთში არის 2891. მათგან 130 წარმოადგენს ქალაქს (სლოვაკ. mestá), ხოლო დანარჩენები — სასოფლო თემებს. სასოფლო თემს, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლია მიიღოს ქალაქის სტატუსი.

საკრებულო (zastupiteîstvo) აირჩევა პირდაპირი წესით 4 წლის ვადით. საკრებულო სურვილის შემთხვევაში საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს რადას (rada). მერი ასევე პირდაპირი წესით აირჩევა და თავმჯდომარეობს საკრებულოსა და რადას. ბრატისლავასა და კოშიცეს გააჩნიათ ორ-დონიანი თვითმმართველობა. მათ ჰყავთ მაგისტრატი (magistrát) და უბნების სტაროსტები (starosta) და როგორც ქალაქის, ასევე უბნების საკრებულოები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Перепись населения (2011 год). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-14. ციტირების თარიღი: 2014-10-03.
  2. statoids