სლავკო ბრეზოვსკი
| სლავკო ბრეზოვსკი | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | 10 ივნისი, 1922[1] |
| დაბადების ადგილი | Galičnik |
| გარდაიცვალა | 8 მარტი, 2017 (94 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | სკოპიე |

სლავკო ბრეზოვსკი (მაკედ. Славко Брезоски, დ. 10 ივნისი, 1922, გალიჩნიკი, ვარდარის ბანოვინა, იუგოსლავია — გ. 7 მარტი, 2017, სკოპიე, მაკედონია) — იუგოსლავიელი და მაკედონიელი არქიტექტორი, ცნობილი თავისი თანამედროვე არქიტექტურის მიმართულების პროექტებით.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სლავკო ბრეზოვსკი დაიბადა იუგოსლავიის სამეფოს ვარდარის ბანოვინის დასავლეთ ნაწილში.[2] სწავლა დაიწყო ბელგრადის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე, სადაც მისი მასწავლებელი იყო მილან ზლოკოვიჩი. 1950 წელს დაამთავრა სწავლა და დაბრუნდა სკოპიეში. მან მუშაობა დაიწყო საპროექტო ორგანიზაცია „პროექტანტში“, სადაც დაახლოებით ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. მოგვიანებით, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, საქმიანობდა სხვადსხვა ორგანიზაციებში. შემდგომ მუშაობდა ორგანიზაციებში „Пелагонија проект“ და „Македонија проект“. როგორც ექსპერტი, თანამშრომლობდა სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობის ინსტიტუტთან და მუშაობდა ლიბიის საცხოვრებელი მშენებლობის სამინისტროს დავალებებზე, რის გამოც გაემგზავრა ტრიპოლიში. ლიბიიდან დაბრუნების შემდეგ, 1960-1962 წლებში იყო ასისტენტი სკოპის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. პედაგოგიურ საქმიანობა დროებით შეწყვიტა ბრაზილიაში სამსახურეობრივი მისიის გამო. 1969 წლიდან განაახლა პედაგოგიური საქმიანობა საჯარო შენობათა დიზაინის კათედრაზე არქიტექტურის ფაკულტეტზე.[3] მოგვიანებით მიიღო პროფესორის წოდება და უნივერსიტეტში მუშაობდა 1987 წლამდე.[2]
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სლავკო ბრეზოვსკი განთქმულია, როგორც სოციალური იუგოსლავიის მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი. მისი ყველაზე ცნობილი ნაგებობიდან ერთ-ერთი არის წმინდა კლიმენტი ოხრიდელის სახელობის ეკლესია სკოპიეში. ასევე, მისი პროექტით აიგო იუგოსლავიის საელჩო ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში (1961), და მისი პროექტებით აშენდა მრავალი შენობა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებში, ბრაზილიასა და ლიბიაში.
მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ბრაზილიელმა არქიტექტორმა ოსკარ ნიმეირიმ და იაპონელმა არქიტექტორმა კენძო ტანგემ, განსაკუთრებით მუშაობისას, რაც შეეხებოდა სკოპიოს ცენტრის რეკონსტრუქციას 1963 წლის მიწისძვრის შემდეგ.[4]
ბრეზოვსკი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ პრაქტიკოს არქიტექტორად ბრუტალიზმის სტილის გავრცელების პერიოდში იუგოსლავიისა და მაკედონიის არქიტექტურაში.[5]
ბრეზოვსკის არქიტექტურულ სტილს ახასიათებს სუფთა და მინიმალისტური ხაზები, ინტერიერში ბუნებრივი განათების მაქსიმალურად გამოსაყენებლად მინის ფართოდ გამოყენება, ღია და ფუნქციურად გამიჯნული სივრცეები, თანამედროვე და ტრადიციული მასალების ჰარმონიული შეხამება, აგრეთვე გარემოსადმი სენსიტიური დამოკიდებულება და შენობის ორგანული ინტეგრაცია ლანდშაფტთან.
ბრეზოვსკის არქიტექტურულ მემკვიდრეობას ეკუთვნის მრავალი მნიშვნელოვანი ნაგებობა, მათ შორის — წმინდა კლიმენტი ოხრიდელის სახელობის ეკლესია სკოპიეში (1972-1990) და სტოკოვნა კუკია ნა-მა სკოპიეში (1960). მისი პროექტებით აშენდა ასევე სკოპიეს კომუნალური ბანკის შენობა და მუშათა სახლი, სასტუმრო „ნედა“ გალიჩნიკში, სასტუმრო „სლავია“ („Попова Шапка“), შამარიცას მემორიალური სახლი ხორვატიაში და იუგოსლავიის საელჩო ბრაზილიაში.
სლავკო ბრეზოვსკი გარდაიცვალა 2017 წლის 7 მარტს, 94 წლის ასაკში სკოპიეში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- 1 2 Ин мемориам: архитект Славко Брезовски (1922 – 2017). porta3.mk (2017-03-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-18. ციტირების თარიღი: 2017-03-10.
- ↑ Kulturen život, Том 39,Выпуски 1-5 დაარქივებული 2022-05-26 საიტზე Wayback Machine. . Kulturno-prosvetnata zaednica na Makedonija, 1994. С. 44
- ↑ Masterplan for the City of Skopje — Failed Architecture. failedarchitecture.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-21. ციტირების თარიღი: 2017-03-10.
- ↑ skopje modernist architecture - Google zoeken. google.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-26. ციტირების თარიღი: 2017-03-10.