შინაარსზე გადასვლა

სლავია პრაღა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლავია პრაღა
SK Slavia Praha
სრული სახელი Sportovní klub Slavia Praha – fotbal a.s.
მეტსახელი Červenobílí (წითლები და თეთრები)
Sešívaní (შეკერილები)[1]
Slávisté (სლავისტები)
დაარსდა 1892 წელი, როგორც ACOS (Akademický cyklistický odbor Slavia)
სტადიონი ფორტუნა არენა
პრაღა, ჩეხეთი
(ტევადობა: 19 370 მაყურებელი[2])
პრეზიდენტი იაროსლავ ტვრდიკი
მწვრთნელი ინდრჟიხ ტრიფშოვსკი
ლიგა ჩეხეთის პირველი ლიგა
2025-26 1-ლი (16-დან), ჩემპიონი
საიტი [slavia.cz ოფიციალური საიტი]

სპორტული კლუბი სლავია პრაღა (ჩეხ. Sportovní klub Slavia Praha – fotbal), შემოკლებით სლავია პრაღა (ჩეხ. Slavia Praha) — ჩეხური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ქალაქ პრაღაში. კლუბი დაარსდა 1892 წელს, როგორც ლიტერატურული და ველოსიპედისტთა კლუბი და 1993 წელს ჩეხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის მეორე ყველაზე წარმატებულ კლუბად მიიჩნევა.[3]

სლავია ასპარეზობს ჩეხეთის პირველ ლიგაში, ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში. კლუბის მთავარი მეტოქეა პრაღის „სპარტა“, რომელთანაც ატარებს პრაღის დერბის — ჩეხურ ფეხბურთში ყველაზე გამორჩეულ დაპირისპირებას.

სლავიას მოგებული აქვს 22 ეროვნული ჩემპიონობა, 11 ჩეხეთის თასი და მიტროპის თასი (1938). ჩეხეთის საფეხბურთო ლიგის დაარსების შემდეგ, 1993 წლიდან, კლუბმა 9 ჩემპიონობა მოიპოვა. გუნდმა ასევე მიაღწია 1995-96 წლების უეფას თასის ნახევარფინალს და პირველად ისტორიაში ითამაშა 2007-08 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

2019 წელს სლავია გავიდა უეფას ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის მეოთხედფინალში და მეორედ ისტორიაში მოიპოვა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება. კლუბმა კვლავ მიაღწია ევროპა ლიგის მეოთხედფინალს 2020-21 წლების სეზონში. ჩემპიონურ 2020-21 წლების ჩეხეთის ლიგის სეზონში გუნდმა მთელი ჩემპიონატი წაუგებლად ჩაატარა და დაამყარა ჩეხეთის რეკორდი უმაღლეს ლიგაში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიის მიხედვით — 54 მატჩი 2020-2021 წლებში.[4]

  1. Sešívaní ნიშნავს „ერთად შეკერილს“ და უკავშირდება კლუბის საშინაო ფორმას, რომლის წითელი და თეთრი ნახევრები ტრადიციულად ერთმანეთზე იყო შეკერილი.
  2. Fortuna Arena cs. SK Slavia Prague. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი 2024. ციტირების თარიღი: 21 August 2024
  3. Historická tabulka. Chance Liga. ციტირების თარიღი: 10 June 2019
  4. NEPORAŽENÍ 582 dnů. Série, na kterou se nezapomene. SK Slavia Prague. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 October 2021. ციტირების თარიღი: 17 October 2021