სლავა ფეტელავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სლავა ფეტელავა
დაბ. თარიღი 14 იანვარი,1965
დაბ. ადგილი გალი ფიჩორი
მეუღლე ლელა ფეტელავა
საქმიანობა ეკონომისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სლავა ფეტელავა (დ. 14 იანვარი 1965, სოფელი ფიჩორი, გალის რაიონი) — ეკონომისტი, იურისტი. ეკონომიკის დოქტორი 2015 წლიდან კონკურენციის სააგენტოს უფროსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გალის რაიონის სოფელ ფიჩორში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1989 წელს; პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს; 2007–2008 წლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დოქტორანტურა.

1981–1982 წლებში გალის რ/ნ, სოფ. სიდის ჩაის საბჭოთა მეურნეობის მეველე, პლანტაციის მუშა; 1989 წელს გალის რ/ნ, სოფ. ფიჩორის მეციტრუსეობის საბჭოთა მეურნეობის ეკონომისტი; 1993 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1993–1996 — საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წამყვანი სპეციალისტი, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი; 1997–2005 — საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მოადგილე; 2001 წელს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური - სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2005–2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის კანონმდებლობის დაცვის სამმართველოს უფროსი; 2010 წელს სსიპ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს სპეციალისტი; 2008 წლიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლის ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი;

2010– 2011 წლებში სსიპ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენცის სააგენტოს კონკურენციის დაცვის სამმართველოს უფროსი; 2012–2014 წლებში სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის ბაზრის ანალიზის სპეციალისტი; 2014 წელს სსიპ კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის მრჩეველის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი კატეგორიის მრჩეველი; 2014–2015 წლებში სსიპ კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2015 წლიდან სსიპ კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]