სკუბი-დუ! დაბრუნება ზომბების კუნძულზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სკუბი დუ! დაბრუნება ზომბების კუნძულზე“
რეჟისორი
როლებში
კომპოზიტორი რობერტ ჯ. კრალი
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური

სკუბი-დუ! დაბრუნება ზომბების კუნძულზე“ (ინგლ. Scooby-Doo! Return to Zombie Island) — ამერიკული მისტიკური ანიმაციური ფილმი, რომელიც დამზადებულია Warner Bros. Animation- ის და Warner Bros. Home Entertainment- ის მიერ . ეს არის 1998 წელს გადაღებული "სკუბი დუ! ზომბების კუნძულზე"-ს გაგრძელება. ანიმაციის პრემიერა შედგა სან დიეგოს კომიქს-კონში 2019 წლის 21 ივლისს, შემდეგ მოჰყვა ციფრული გამოცემა 2019 წლის 3 სექტემბერს და DVD[1] გამოცემა 2019 წლის 1 ოქტომბერს.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე თვე გავიდა ბოლო ფილმის მოვლენებიდანმ ფრედი კვლავ დეპრესიაში იმყოფება მისტიკური მანქანის გაყიდვის გამო. სატელევიზიო შოუში, რომელსაც ელვირა უძღვებოდა, აცხადებენ, რომ შაგიმ მოიგო მოგზაურობა კუნძულ ტროპიკულ სამოთხეში. წინა შემთხვევის გამო და შერიფმა დაჯგუფება დროებით შეშვებოდნენ საიდუმლოების ამოხსნას. შაგი და სკუბი კი დაჰპირდნენ მათ, რომ ამ შვებულებაში რეალურად დაისვენებენ.

როდესაც გუნდი კუნძულისკენ მიემგზავრება, ისინი ხვდებიან, რომ გარემო უფრო ჭაობის მსგავსია, ვიდრე ტროპიკულს. კაპიტანი ამბობს, რომ კუნძულზე არიან ზომბები, რაც მათ ახსენებს წინა წლებს, როდესაც ისინი კუნძულს ესტუმრნენ, რომელზეც ზომბები იყვნენ . ორი ადამიანი მათ ხომალდიდან ესალმება, მაგრამ აფრთხილებენ, რომ წავიდნენ. სასტუმროში მიმავალ გზაზე კი რაღაც დიდი კატისებრი არსება მანქანას დაახტება. სასტუმროს სადაც ისინი მივიდნენ ჰქვია "Moonstar Island Resort", რომელიც ძალიან ჰგავს "Moonscar Island" - ს რომელიც ზომბების კუნძულზე იყო, რაც ეჭვს იწვევს, თუმცა ცდილობენ ეს აზრი თავიდან ამოიგდონ რადგან აქ დასასვენებლად არიან.

ისინი ხვდებიან სასტუმროს მენეჯერს, ალან სმიტს და სხვა თანამშრომლებს, რომლებიც ჰგვანან იმ ხალხს, ვინც მათ შეხვდნენ Moonscar Island- ზე. მოგვიანებით კი შაგის და სკუბის კარადაში დამალული ზომბი დაესხმებათ თავს. კარადაში ისინი შემთხვევით დააჭირეს ღილაკს, რის შედეგადაც ისინი სახლის ქვემოთ მდებარე გამოქვაბულში ჩავარდებიან, სადაც კატის ქანდაკებებია. იმ ღამეს ზომბები იწყებენ შეტევას სასტუმროზე, ამ დროს კი ველმამ განაცხადა, რომ კუნძული არის Moonscar Island სინამდშვილეში და ისინი მიიყვანეს იქ ფილმის გადასაღებად. ალანი სინამდვილეში ცნობილი კინორეჟისორია, სასტუმროს თანამშრომლები კი მსახიობები არიან. ალანმა შაგის საგზური იმისთვის გადასცა რომ აქ მოეყვანა, რათა შეექმნა ფილმი სადაც ნამდვილი რეაქციები იქნებოდა. ამის გაგების შემდეგ კი გუნდი დათანხმდა ფილმის გადაღება გასართობად. მათ ასევე აღმოაჩინეს მისტიკური მანქანის განახლებული მონსტრის სატვირთო ვერსია, რომელსაც მართავს ფრედის ტრიუკების შემსრულებელი .

ამ დროს ალანი ამბობს,რომ მას კატის თავის ფორმის გულსაკიდი აქვს, რომელიც კუნძულზე იპოვა. კუნძულის რამდენიმე კატა არსება თავს ესხმის გუნდს, ისინი ცდილობენ ბორნით გაქცევას, მაგრამ ალანი მას წვავს და აცხადებს, რომ ჯერ ფილმი უნდა დაასრულონ. ისინი სხდებიან მისტიკურ მანქანაში და გარბიან კატა არსებებისგან. კატა არსებები ცდილობენ კატის გულსაკიდის აღებას.

გამხმოვანებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IMDb[2]-ზე ანიმაციას აქვს 5.7 ? 10- დან რაც ნიშნავს არც ისე სახარბიელო შეფასებას

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკუბი-დუ! დაბრუნება ზომბების კუნძულზე - amazon-ზე

სკუბი-დუ! დაბრუნება ზომბების კუნძულზე - microsoft-ზე

სკუბი-დუ! დაბრუნება ზომბების კუნძულზე - target-ზე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Scooby-Doo! Return to Zombie Island (DVD) (Walmart Exclusive). www.walmart.com. (26 დეკემბერი, 2020)
  2. Scooby-Doo: Return to Zombie Island (2019). www.imdb.com. (26 დეკემბერი, 2020)