სკრუბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სკრუბერი

სკრუბერიაირთა ნარევიდან მყარი და აირისებრი მინარევების მოსაცილებელი აპარატი; ფართოდ იყენებენ კოქსის პროდუქტების დასაჭერად და მტვრისაგან სამრეწველო აირების გასაწმენდად, დასატენიანებლად და გასაცივებლად, აგრეთვე სხვადასხვა ქიმიურ-ტექნოლოგიურ პროცესში. სკრუბერს სასარგებლო წიაღისეულის გასარეცხ დოლურ მანქანასაც უწოდებენ. სასარგებლო წიაღისეულის გასარეცხად გამოყენებული სკრუბერი ცილინდრული ან კონუსური ფორმის დოლია. მასში ჩასატვირთი მასალა დოლში შნეკის საშუალებით გადაადგილდება და წყლით გაირეცხება. წყლისა და მასალის მიწოდების ხერხის მიხედვით სკრუბერი არის პირდაპირი დინებისა და წინაღდენიანი (მასალა და წყალი მოძრაობს საპირისპოროდ). სკრუბერის სახესხვაობაა ნიჩბიანი წისქვილი, რომლის დოლის შუაში ნიჩბებიანი მბრუნავი ლილვია. სკრუბერის პარამეტრები: სიგრძე 3-10 მეტრი, დიამეტრი 1,5-4 მეტრი, წყლის ხარჯი 3-6 მ³/ტ, რეცხვის ხანგრძლივობა 2-12 წუთი, მწარმოებლურობა 25-დან 200 ტონამდე საათში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]