სკრის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სკრის ბრძოლა — ბრძოლა გამართული 1756 წელს ახლანდელ სოფელ სკრის მახლობლად. 1755 წელს, ყვარლის ციხესთან დამარცხების შემდეგ ავარიის ხანის ნურსალ-ბეგის მრავალრიცხოვან რაზმებად დაშლილი ლაშქარი ქართლის სოფლებში დათარეშობდა. ერთ-ერთ ასეთ სამათასიან რაზმს სოფელ ნიჩბისთან შეება ქართველი მეფეების თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მეწინავე რაზმი. გაქცეულმა მტერმა აიღო კარალეთის ციხე. ქართველთა მეწინავე რაზმი ლეკებს სკრასთან დაეწია და გაუმართა ბრძოლა, რომელიც ქართველების გამარჯვებით დამთავრდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990 წ.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973 წ.