სკოტ შეპარდი
სკოტ შეპარდი | |
---|---|
ინგლ. Scott S. Sheppard | |
დაბ. თარიღი | 19 თებერვალი, 1977 (47 წლის) |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ასტრონომი |
მუშაობის ადგილი | კარნეგის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | ჰავაის უნივერსიტეტი და ობერლინის კოლეჯი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
საიტი | dtm.carnegiescience.edu/people/scott-s-sheppard |
სკოტ შეპარდი (ინგლ. Scott S. Sheppard; დ. 19 თებერვალი, 1977) — ამერიკელი ასტრონომი კარნეგის ინსტიტუტის დედამიწის მაგნიტიზმის ფაკულტეტიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა ჰავაის უნივერსიტეტში, სადაც 2004 წელს ასტრონომიის დოქტორის ხარისხი მიიღო.
2000 წლიდან ასტრონომთა ჯგუფის ხელმძღვანელობით მან არაერთი ციური სხეულის აღმოჩენა შესძლო. აღმოაჩინა გიგანტური პლანეტების მრავალი პატარა თანამგზავრი — იუპიტერის 50 თანამგზავრი (მათ შორის თემისტო, რომელიც აღმოაჩინა 1975 წელს ჩ. კოვალმა, მაგრამ შემდეგ დაკარგა), სატურნის — 25, ურანის — 2 და ნეპტუნის — 3. გარდა ამისა, მან აღმოაჩინა ნეპტუნის მეორე ტროანული ასტეროიდი — 2004 UP10, ასევე კოიპერის სარტყლის რამდენიმე ობიექტი, კენტავრები და დედამიწისახლო ასტეროიდები.
მის სახელს ატარებს ასტეროიდი (17898) სკოტშეპარდი.[1]
2014 წლის მარტში, სკოტ შეპარდმა და ჩადვიკ ტრუხილიომ ჰავაიში მდებარე ჯემინის ობსერვატორიიდან გამოაცხადეს ჯუჯა პლანეტა 2012 VP113, მზის სისტემის ყველაზე შორეული ჯუჯა პლანეტის აღმოჩენა (იმ დროისთვის).[2]
2018 წლის ნოემბერში სკოტ შეპარდმა, დევიდ თოლენმა და ჩადვიკ ტრუხილიომ აღმოაჩინეს ტრანსნეპტუნიური ობიექტი 2018 VG18, რომელიც იყო ყველაზე შორეული ობიექტი, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა მზის სისტემაში,[3] 2019 წელს იმავე ჯგუფის მიერ FarFarOut-ის აღმოჩენამდე.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 17898 Scottsheppard (1999 FB19) — Jet Prepulsion Laboratory
- ↑ Астрономы нашли самую далекую карликовую планету Солнечной системы. РИА Новости (2014-03-26). ციტირების თარიღი: 2014-03-27.
- ↑ Mail Новости. Найден самый удаленный объект Солнечной системы. Mail Новости. ციტირების თარიღი: 2018-12-18.
- ↑ Davis, Nicola (2019-02-25). „‘FarFarOut’: astronomer finds potential furthest object in solar system“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-11. ციტირების თარიღი: 2019-10-24.