სკორპიოსი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სკორპიოსი}} |

სკორპიოსი (Skorpios or Scorpios), ( ბერძნულად: Σκορπιός) კერძო კუნძულია იონიის ზღვაში, საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროსა და კუნძულ ლეფკადას აღმოსავლეთით. 2011 წელს წლის აღწერის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა 5 ადამიანს შეადგენდა. ადმინისტრაციულად იგი შედის ლეფკადის რაიონულ ერთეულში, მეგანისის მუნიციპალიტეტში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული, რომლის ფართობი 83,2 ჰექტარია (დაახლოებით 205 აკრზე), უსწორმასწორო ფორმისაა. მისი ძირითადი ღერძები დაახლოებით 1,500 მეტრი (4,900 ფუტი) და 1,000 მეტრია (3300 ფუტი) . იგი ძლიერად არის დაფარული ტყით სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და მოიცავს 200-ზე მეტი ჯიშის ხეს, რომლებიც არისტოტელე ონასისმა შემოიტანა ერთ დროს თითქმის უნაყოფო კუნძულზე. აქ შეხვდებით რამდენიმე ქვიშიან პლაჟს, მათგან განსაკუთრებული ისტ-ბიჩია, რომელიც ონასისის მიერ კუნძული სალამისიდან ქვიშის შემოტანის შედეგად შეიქმნა. კუნძულზე განთავსებულია სამი რეზიდენცია, ვერტმფრენის სადესანტო მოედანი და ნავის ნავსადგური. ონასისმა ასევე ააშენა ნავსადგური ჩრდილოეთ მხარეს მდებარე ყურეში საკუთარი იახტისთვის- Christina O.კუნძულის წყალი სათავეს იღებს ახლომდებარე კუნძულის მთიდან, რომლის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონ ევროდაა შეფასებული. [1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სკორპიოსი ძირითადად ცნობილია, როგორც გარდაცვლილი ბერძენი გემების მფლობელის არისტოტელე ონასისის კერძო კუნძული. მან კუნძული 1963 წელს შეიძინა და სავარაუდოდ, 2015 წლის მონაცემებით დაახლოებით 11, 000 ევროს ექვივალენტი დაუჯდა. [1] არისტოტელე ონასისის დროს კუნძულზე მრავალ გახმაურებულ წვეულებას მასპინძლობდა. ამასთანავე სკორპიოსი იყო მისი და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პირველი ლედის ჟაკლინ კენედის ქორწილის ადგილი 1968 წლის 20 ოქტომბერს. 1971 წელს სკორპიოსის სანაპიროზე შიშველი ჟაკლინ კენედი ონასისი იტალიელმა პაპარაცომ დააფიქსირა. [2] ონასისის გარდაცვალების შემდეგ კუნძული მის ქალიშვილს კრისტინა ონასისს გადაეცა, შემდეგ კი თავის ქალიშვილს ათინა ონასისს, ერთადერთ გადარჩენილ მემკვიდრეს. ონასისი, მისი ვაჟი ალექსანდერი და მისი ქალიშვილი კრისტინა კუნძულზე არიან დაკრძალული. [3]
რიბოლოვლევის გრძელვადიანი იჯარა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის აპრილში, რუსი ოლიგარქის დიმიტრი რიბოლოვლევის 24 წლის ქალიშვილმა, ეკატერინა რიბოლოვლევამ, ათინა ონასისისგან 153 მილიონ დოლარად იყიდა კომპანიების ჯგუფი. [4] [5] [6] აქტივები მოიცავდა სკორპიოსსა და მის პატარა კუნძულ სპარტზე გრძელვადიან იჯარას. [7] 2018 წლის ოქტომბრიდან 2020 წლამდე, რიბოლოვლევამ დაიწყო 10,000 კვადრატული მეტრზე (110,000 კვ. ფუტი) ძვირადღირებული კურორტის მშენებლობა სკორპიოსზე, 184 მილიონი ევროიანი საერთო საინვესტიციო ღირებულებით. კუნძული არის Natura 2000 დაცული ტერიტორია, რომლის მხოლოდ 5%-ის გამოყენებაა ნებადართული. [8] საბერძნეთის მთავრობას ჯერ არ დაუდასტურებია შესყიდვის კანონიერება. მიმდინარეობს გამოძიება, მას შემდეგ, რაც იანის მიჰელაკისმა (პარტია "ახალი დემოკრატიის" დეპუტატმა) ეს საკითხი საბერძნეთის პარლამენტის დღის წესრიგში დააყენა. კერძოდ, ონასისმა თავის ანდერძში განაცხადა, რომ კუნძული ოჯახის საკუთრებაში დარჩებოდა მანამ, სანამ მათ შეეძლებათ მისი მოვლის ხარჯების დაფარვა. ანდერძის თანახმად, თუკი მისი შთამომავლობა ვერ დაფარავდა ხარჯებს, კუნძული უნდა გადაცემოდა უკვე გაუქმებულ Olympic Airlines-ს ან სახელმწიფოს.[9]
ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Onassis Brought Life to the Greek Island of Skorpios. ციტირების თარიღი: 14 May 2019. შეცდომა ციტირებაში Invalid
<ref>tag; name "greece.greekreporter.com" defined multiple times with different content.; $2 - ↑ Secret of Jackie Onassis nude paparazzi pictures revealed. ციტირების თარიღი: 14 May 2017.
- ↑ Sale of Onassis island in doubt. ციტირების თარიღი: 14 May 2017.
- ↑ Burnett, Erin (10 April 2013). „Island playground sells for $153 million“. CNN.com. ციტირების თარიღი: 6 March 2021.
- ↑ Zeveloff, Julie (11 April 2013). „Russian Billionaire Buys Greece's Most Famous Private Island For $153 Million“. Business Insider. ციტირების თარიღი: 6 March 2021.
- ↑ Busvine, Douglas (13 April 2013). „Russian billionaire's daughter buys Onassis island Skorpios“. Reuters.com. ციტირების თარიღი: 12 November 2018.
- ↑ Brennan, Morgan (15 April 2013). „Confirmed: Russian Billionaire Heiress Buys Famed Greek Island Of Skorpios“. Forbes. ციტირების თარიღი: 6 March 2021.
- ↑ Kokkinidis, Tasos (14 September 2018). „Russian Tycoon Starts €184Μ Development on Former Onassis Island“. Greek Reporter (ინგლისური). ციტირების თარიღი: 12 November 2018.
- ↑ „The Greek state is investigating the sale of Skorpios“. grreporter.info. 28 May 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 July 2015. ციტირების თარიღი: 11 February 2024.