შინაარსზე გადასვლა

სკორდალია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სკორდალია

სკორდალია
ტიპი საწებელი
რიგითობა გარნირი
ტემპერატურა სერვირების დროს ცხელი
მთავარი
ინგრედიენტები
პური
ვარიაციები მთავარი კერძი

სკორდალია (ბერძ. σκορδαλιά) — ბერძნული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი სქელი პიურე, რომელიც მზადდება ქვასანაყში დანაყულ ნიორში, კარტოფილში, ნიგოზსა და ნუშში ამოვლებული, შემდეგ კი ზეითუნის ზეთსა და ძმარში ჩადებული პურის ბაზაზე.[1][2][3]

სკორდალია ძირითადად გარნირია სხვა საკვებისთვის და დღესასწაულების დროს მიირთმევენ ცომში შემწვარ ვირთევზასთან ერთად. ანგლოსფეროში ის სოუსის სახით არის ცნობილი.

სკორდალიას ხშირად მიირთმევენ ცომში შემწვარ თევზთან (განსაკუთრებით დამარილებულ ვირთევზასთან) და შემწვარ ბოსტნეულთან (ბადრიჯანთან, ყაბაყთან ან ჭარხალთან) ერთად. ზოგჯერ მას საწებლადაც იყენებენ.[1][4]

სკორდალიას სხვადასხვა ვარიანტში კერძს უმატებენ კვერცხს, ან პირიქით, აკლებენ ძირითად ინგრედიენებს. იონიის კუნძულებზე ძმარს ვირთევზას ბულიონითა და ლიმონით ანაცვლებენ, რაც საწებელს მთავარ კერძად აქცევს.[3][5][6][7]

  1. 1 2 Davidson, Alan (21 September 2006). The Oxford Companion to Food. OUP Oxford. ISBN 9780191018251. 
  2. Thomson, Claire. (17 March 2014) Skordalia - a fantastic alternative to hummus. The Guardian.
  3. 1 2 Vasilopoulou, Maria. Skordalia: 12 recipes for the necessary accompaniment of bakaliaros on 25 March el.
  4. Babiniotis, Georgios (2024). Dictionary of Modern Greek (el). Athens: Kentro Lexikologias. ISBN 978-960-9582-25-4. 
  5. Chrisanthidou, Niki. Classic skordalia with bread el.
  6. Voutsina, Evi. Scordalia with potato el.
  7. Fountaine, Sylvia. (20 September 2024) Skordalia Recipe.