შინაარსზე გადასვლა

სკლეროზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სკლეროზი (ძვ. ბერძნ. σκληρός [sklērōsis] — „გამაგრება“) — ადამიანისა და ცხოველების რაიმე ორგანოსა ან ქსოვილში შემაერთებელი ქსოვილის ზრდა. ორგანოს სკლეროზის დროს მისი პარენქიმა (ფუნქციური ელემენტები) იღუპება და მის ნაცვლად ვითარდება მწიფე, ზოგჯერ უხეში ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი. ამ უკანასკნელის ახლად წარმოქმნა ჩვეულებრივ ხდება შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედების – ფიბრობლასტების გამრავლებისა და მათ მიერ კოლაგენის მოლეკულების ინტენსიურად წარმოქმნის შედეგად. პარენქიმის ფუნქციური ელემენტების დაღუპვის მიზეზი შეიძლება იყოს ანთება, ჩვეულებრივგ ქრონოლოგიური (ტუბერკულოზის, რევმატიზმის, ათაშანგის დროს), სისხლის მიმოქცევის მოშლა (ვენური შეგუბების დროს), ინვოლუციური (მაგალითად, მშობიარობის შემდგომ პერიოდში საკვერცხის ყვითელი სხეულის სკლეროზი) და ასაკობრივი ცვლილებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა და სხვა. სკლეროზი შეიძლება იყოს კეროვანი და დიფუზიური. გაზრდილი შემაერთებელი ქსოვილი შეიშლება შეიჭმუხნოს და გამოიწვიოს ორგანოს დეფორმაცია – ციროზი.