შინაარსზე გადასვლა

სკაუტინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სკაუტინგი
Scouting

სკაუტური მოძრაობის ლოგო
შეიქმნა 1907 წელს, ბრაუნსის კუნძული
ტიპი საზოგადოებრივი მოძრაობა
დამფუძნებელი (-ები) Robert Baden-Powell, 1st Baron Baden-Powell

სკაუტინგი — მსოფლიო ახალგაზრდული სოციალური მოძრაობა. სკაუტინგი იყენებს არაფორმალური განათლების პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ გარე აქტივობებზე, როგორიცაა: კემპინგი, აკვატიკა, ლაშქრობა და სპორტი. სკაუტური მოძრაობის საყოველთაოდ აღიარებული მახასიათებელია სკაუტური ყელსაბამით და უნიფორმა. განმასხვავებელი ერთიანი ნიშნებია fleur-de-lis და trefoil, ასევე ღირსების სამკერდე ნიშნები და სხვა პატჩები.

1907 წელს ბრიტანული არმიის გენერალ-ლეიტენანტმა, რობერტ ბადენ-პაუელმა, მოაწყო სკაუტური ბანაკი ინგლისში, ბრაუნსის კუნძულზე. ბადენ-პაუელმა დაწერა წიგნი სკაუტინგი ბიჭებისთვის (ლონდონი, 1908), მისი ადრინდელი სამხედრო წიგნების საფუძველზე. სკაუტური მოძრაობა, როგორც სკაუტების, ასევე გოგონების გიდების (ზოგიერთ ქვეყანაში ეწოდა გოგონა სკაუტად) ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში. მოგვიანებით ახალგაზრდა სკაუტებისთვის შეიქმნა პროგრამები როგორიცაა, Wolf Cubs (1916) და Rovers (1918).

2024 წლის მონაცემებით სკაუტინგის მოძრაობა მსოფლიოს 216 ქვეყანაში 50 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს.[1]


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]