შინაარსზე გადასვლა

სკანდოლის ბუნების ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტოსა და ჟიროლატის ყურეები, კალანკ-დე-პიანა და სკანდოლის ბუნების ნაკრძალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii, x
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 42°21′25″ ჩ. გ. 8°34′00″ ა. გ. / 42.35694° ჩ. გ. 8.56667° ა. გ. / 42.35694; 8.56667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 258
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 258
ინგლ.რუს.ფრ.

სკანდოლის ბუნების ნაკრძალი (ფრანგ. Réserve naturelle de Scandola) — ნაკრძალი საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. დაარსდა 1975 წელს, მისი ფართობი 19.19 კმ²-ია, საიდანაც ხმელეთს 9.19 კმ² უჭირავს, ზღვას 10 კმ². მდებარეობს კორსიკის ცენტრალური ნაწილის დასავლეთ სანაპირო ზოლში. ტერიტორია მოიცავს გრანიტის წითელ კლდეთა სტრუქტურებს, რომლებიც ზოგან 900 მეტრ სიმაღლეს აღწევენ. აქ ბინადრობს ზღვის მრავალი ფრინველის სახეობა, გავრცელებულია არაერთი დაცული, ენდემური მცენარე. პარკის წყალქვეშა ნაწილი ასევე დიდი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა.

1983 წლიდან, ნაკრძალი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]