სკალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკალა (ლათ. scala — კიბე) — საზომი ხელსაწყოსი, ხელსაწყოს ასათვლელი მოწყობილობის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს გასაზომი სიდიდის თანამიმდევრული მნიშვნელობების რიგთან შესაბამისი ნიშნულებისა (გარკვეული თანამიმდევრობით განლაგებული წერტილები და შტრიხები) და ზოგიერთ მათგანთან დასმული ათვლის რიცხვების ან სხვა სიმბოლოების ერთობლიობას. სკალის პარამეტრები (მისი ზღვრები, დანაყოფის სხვაობა და მისთ.) განისაზღვრება ხელსაწყოს საზომი მექანიზმით რეალიზებული გაზომვის ზღვრებით, ხელსაწყოს მგრძნობიარობითა და საჭირო ათვლის სიზუსტით. ასათვლელი მოწყობილობის კონსტრუქციის მიხედვით სკალის დანაყოფები შეიძლება განლაგდეს წრიულად, რკალურად ან წრფივად, თვით სკალა კი შეიძლება იყოს თანაბარზომიერი, კვადრატიკული, ლოგარითმული და ა. შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სკალა&oldid=2550748“-დან