სკაიტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სკაიტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 8-11 კგ.
სიმაღლე 23-25 სმ.
ბეწვი კრემისფერი, მოყვითალო-ყავისფერი, ნაცრისფერი, შავი.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

სკაიტერიერი (ინგლ. skye terrier) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი დიდ ბრიტანეთში XVII საუკუნეში.

ამ უჩვეულოდ გრძელი ბალნის მქონე ტერიერს სახელი დაერქვა მისი მშობლიური კუნძული სკაის (ჰებრიდის კუნძულები) პატივსაცემად. ძველად მას იყენებდნენ წავის, მაჩვის და სინდიოფალას სადევრად. დღესდღეობით ის პოპულარული კომპანიონია, რომელიც იდეალურია ქალაქის ბინაში საცხოვრებლად. აგერ უკვე რამდენიმე ასწლეულის მანძილზე ძალიან პოპულარული სკაიტერიერი ოდესღაც შოტლანდიური და ინგლისური სამეფო კარის ფავორიტი იყო. არსებობს ისტორია, რომ სკაიტერიერი იყო ასევე შოტლანდიაში ყველაზე პოპულარული ძაღლი სახელად ბობი. პატრონის გარდაცვალების შემდეგ XIX საუკუნის შუაწლებში, ბობი ახალ, მზრუნველ პატრონთან მოხვდა, მაგრამ მისგან გამოქცევა და 14 წლის მანძილზე, სიკვდილამდე, ყოველდღე ყოფილი პატრონის საყვარელ დუქანში დადიოდა.

ერთგული ძაღლის პატივსაცემად ედინბურგში, გრეიფრაიესის ეკლესიასთან ძეგლი დაუდგეს. ყველა ტერიერის მსგავსად მასაც უყვარს წყენაზე კბენით პასუხი. სკაიტერიერი გამოირჩევა პატრონისადმი ერთგულებით. აქვს გრძელი, სწორი ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს კრემისფერი, მოყვითალო-ყავისფერი, ნაცრისფერი, შავი. თვალებს ფარავს გრძელი ბალანი, აქვს გრძელი თავი მოკლე ყბებით. კარგად უძლებს სიცივეს, ძნელად იწვრთნნება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: