სიყვარულის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სიყვარულის დღე — დღესასწაული, რომელიც საქართველოში აღინიშნება 1994 წლიდან ყოველ 15 აპრილს. ოფიციალურად უქმე დღე არ არის, თუ არ ემთხვევა შაბათს ან კვირას.[1]

სიყვარულის დღე საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული სიყვარულის დღის პირველად აღნიშვნა 1994 წელს რუსთაველის თეატრში დაგეგმილი კონცერტით დაიწყო. ამის თაობაზე გაზეთმა „კოქტეილმა“ აფიშით ამცნო თბილისის მოსახლეობას: „ქართველი ახალგაზრდობა ღირსია დღესასწაულის, რამეთუ ყველაზე ლამაზი და ერთგული სიყვარული მათ იციან. დაე, ტრადიციული სიყვარულის დღე — 15 აპრილი გამხდარიყოს, ახალგაზრდობის სულის სილამაზის მშვენიერების ზეიმი საქართველოში. ახალგაზრდული ფესტივალი ცდაა ერის მომავლის გამოღვიძების და ნურასოდეს დაგავიწყდებათ, თანატოლებო, რომ ქვეყანა, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, მომავალში ჩვენი სამართავია. ერთმანეთის სიყვარულით გავაძლიეროთ იგი.[2]

გერგეტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წლის 16 ივლისს გერგეტის სამების ტაძარში წირვა აღავლინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ, რაც ტრადიციად იქცა.[3] 16 ივლისს ქართველი მართლმადიდებლები იკრიბებიან და ერთად აღნიშნავენ ღვთაებრივი სიყვარულის დღეს. „უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი. გვიყვარდეს, თუ გვინდა, ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა“, ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.[4] გერგეტობას ძალიან ბევრი ადამიანი ზეიმობს საქართველოში.

სიყვარულის დღე ყაზახეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლიდან ყოველ 15 აპრილს ყაზახეთში აღნიშნავენ სიყვარულის დღეს — «Улттык гашыктар кунине орай».[5][6][7] სამთავრობო გადაწყვეტილებით, დასავლური ვალენტინობა ჩაანაცვლეს ახალ დღესასწაულით.[8] ქალაქ ალმათის მერიამ არა მარტო დააკანონა ყაზახური სიყვარულის დღე, არამედ სკოლების დირექციებს წერილობით ურჩია ახალი თარიღის აღნიშვნა. ეს დღე მასშტაბურად აღინიშნება ქვეყანაში: აპრილის დასაწყისიდან თვის ბოლომდე. ამიტომაც ყაზახურ სიყვარულის დღეს ოფიციალურად „სიყვარულის დიდ ფესტივალს“ უწოდებენ.[9]

ყაზახური სიყვარულის დღე ეძღვნებათ XIII-XIV საუკუნეების ყაზახური ეპოსის გმირებს — კოზი კორპეშსა და ბაიან-სულუს. ეს პოემა, რომელიც პირველად 1831 წელს ჩაიწერეს,[9] გვიამბობს ლამაზი, თუმცა ტრაგიკული სიყვარულის ამბავს.

15 აპრილს ტარდება ახალგაზრდა წყვილების კონკურსი სასიყვარულო პოეზიის კითხვასა და ლექსის შეთხზვაში, საცეკვაო ტურნირი, ირჩევენ სიყვარულის მეფე-დედოფლად ყველაზე ლამაზ წყვილს,[9] სკოლებში მიმდინარეობს თემატური გაკვეთილები და გამოსცემენ კედლის გაზეთს „ყაზახეთის შეყვარებულთა დღე“.

2012 წელს ფესტივალის ეგიდით ჩატარდა „მახაბატიზაციის“ კონკურსი, რომლის მიზანიც იყო მარტოხელა სტუდენტების დაწყვილება. ამ კონკურსში 20 ათასმა ყაზახმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.[9] სწორედ ყაზახური სიყვარულის დღეს მოეწყო ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ფლეშ-მობი, როდესაც 3-ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა კოზი კორპეშისა და ბაიან-სულუს დღესთან დაკავშირებით და ალმათის ღამის ცაში მოციმციმე ჩინური ფარნები გაუშვა.

2015 წლის გაზაფხულზე ალმათიში, გოგოლისა და ბუზურბაევის ქუჩების გადაკვეთაზე, ცენტრალური პარკის შესასვლელთან, რესტორან „მარადიული ზეცის“ საზაფხულო ტერასაზე[10] დადგეს სიყვარულის შადრევანი „სუ-პერი“ (თურქმ. «Су Перi» — „წყლის მოჩვენება“),[10] რომლის ცენტრშიც ქალთევზაა. სკულპტურა ეკუთვნის ბაურჟან ჟუასბაევს.[11] თურქმენული ლეგენდის მიხედვით, სუ-პერი შეყვარებულთა მფარველია. შადრევნის გახსნის ცერემონიის დამთავრების შემდეგ, იქვე ჩატარდა 5-წლიანი სტაჟის მქონე შეყვარებული წყვილის — ნურლან ოსპანისა და ნარგიზ ნარმამბეტოვას ქორწინების რიტუალი. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ახალდაქორწინებულებმა შადრევანთან იცეკვეს. სიყვარულის შადრევნის მახლობლად, გოგოლისა და ფურმანოვის გადაკვეთაზე, ყაზახებს შეყვარებული შუქნიშანი აქვთ, რომელიც მწვანეს გულის ფორმით ანათებს.[12]

2016 წლის 15 აპრილს ყაზახეთის რეკორდების წიგნში მოხვდა 1945 წელს დაქორწინებული წყვილი, 95 წლის სულთან ჯიენბაევი და 94 წლის ნურანია ადელშინა, როგორც მყარი ოჯახის სიმბოლო.[13]

სიყვარულის გლობალური დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ 1990 წელს უპირობო სიყვარულის გაზიარების სურვილით შექმნა ჰაროლდ ბეკერმა საკონსულტაციო კომპანია „შინაგანი ალღო“. 2000 წელს მსოფლიოში აღიარებული არაკომერციული შპს „სიყვარულის ფონდი“ ჩამოაყალიბა. 2003 წელს ბეკერმა სიყვარულის გლობალური დღის (Global Love Day) იდეა წამოაყენა.[14]

ახალი ყოველწლიური მოვლენა პირველად 2004 წლის 1 მაისს აღინიშნა. ღია წერილში ბეკერმა თავისი კონცეფციის შესახებ განაცხადა: „საბოლოო ჯამში, მხოლოდ ის გვჭირდება, რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. სულ ეს არის. სიყვარულის გლობალური დღე უბრალოდ საშუალებაა იმის სათქმელად, რომ სიყვარული ჩვენია და სიცოცხლის ყოველი წუთი მისით უნდა იყოს სავსე“.[15]

ინიციატივის გასაჯაროებიდან რამდენიმე კვირაში, 2004 წლის დასაწყისში, ფონდის ლოგო შექმნა ბრიტანელმა დიზაინერმა, ანი ზალეჟაკმა.[15]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567#! საქართველოს შრომის კოდექსი (სრული ტექსტი), 17 დეკემბერი, 2010; მუხლი 20. უქმე დღეები
  2. https://www.youtube.com/watch?v=iwm1wamOkBk 15 აპრილი —  სიყვარულის დღე (1994 წლის აფიშა)
  3. http://www.info9.ge/sazogadoeba/67156.html?lang=ka-GE გერგეთობა ყაზბეგში, 17 ივლისი, 2012
  4. http://karibche.ambebi.ge/qristianuli-ckhovreba/3168-gergetoba.html დემეტრე ტლაშაძე, გერგეტობა, ჟურნ. „კარიბჭე“, 10 ივლისი, 2008
  5. День влюбленных в Казахстане
  6. День Любви и Влюбленных
  7. День влюбленных в Казахстане, Праздничные мероприятия в Казахстане
  8. В Казахстане День влюбленных перенесли на 15 апреля
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Среди студентов Алматы выберут современных Козы Корпеш и Баян Сулу
  10. 10.0 10.1 https://kapital.kz/gallery/gosudarstvo/39572/v-almaty-otkryt-novyj-fontan-su-peri.htmlВ Алматы открыт новый фонтан – Су Пери
  11. https://tengrinews.kz/strange_news/v-den-lyubvi-v-almatyi-otkryili-fontan-273235/В День любви в Алматы открыли фонтан
  12. http://almatylife.kz/article/fontan-su-peri-otkryli-v-almaty-v-den-lubvi Фонтан «Су Перi» открыли в Алматы в День любви
  13. День Козы-Корпеш и Баян-Сулу: История самой крепкой супружеской пары Казахстана
  14. http://thelovefoundation.com/whoweare/haroldwbeckerbio.html Biographical information for Harold W. Becker
  15. 15.0 15.1 http://thelovefoundation.com/globalloveday/