სიღრმის შტაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიღრმის შტაბი

სიღრმის შტაბის ლოგო
აქტიური 2011 წლიდან — დღემდე
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
შემადგენლობა ისრაელის თავდაცვის ძალები
ტიპი სარდლობა
როლი სტრატეგიული ოპერაციების წარმოება მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში
ნაწილი ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი
მეთაურები
შტაბის ხელმძღვანელი მონი კაცი

სიღრმის შტაბი (ებრ. מפקדת העומק — „სიღრმის შტაბ-ბინა“) — ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეული. ჩამოყალიბდა 2011 წელს ისრაელის თავდაცვის ძალების შორ მანძილზე წარმოებული ოპერაციების და მტრის ზურგში სტრატეგიულ სიღრმეზე წარმოებული ოპერაციების დაგეგმვის, მართვის და კოორდინაციისთვის.[1]

შტაბს ხელმძღვანელობს ცაჰალის ოფიცერი ალუფის რანგში.

ამჟამად შტაბის ხელმძღვანელია ალუფი მონი კაცი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელის სახელმწიფომ მტრული ქვეყნების სტრატეგულ სიღრმეში სპეციალური ოპერაციების წარმოება შტაბის ჩამოყალიბებამდე ბევრად ადრე დაიწო. ისრაელის თავდაცვის ძალების ჩამოყალიბესთანავე სიღრმითი ოპერაციები იშვიათობა არ იყო, გასაკუთრებით 1950-60-იან წლებში მწვანე ხაზის მიღმა. ამ სახის ოპერაციებს ხშირ შემთხვევაში ახორციელებდა „ქვედანაყოფი 101“, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს ჯარის ერთ-ერთი პირველი სპეციალური ოპერაციების რაზმი იყო. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად კარამეში, ოპერაციაში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების სხვადასხვა კორპუსები, მათ შორის ჯავშანსატანკო და ქვეითი.

მოწინააღმდეგეს ტერიტორიაზე შედარებით შორ მანძილზე ოპერაციების წარმოებისთვის იყენებდნენ საჰაერო ტრანსპორტს. ეგვიპტე-ისრაელის გამოფიტვაზე ომის დროს სტრატეგიულ სიღრმეზე ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა შვეულმფრენები. მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმების მტრის ზურგში გადასასხმელად შვეულმფრენები ფართოდ გამოიყენებოდა, მაშინდელმა გენერალური შტაბის უფროსმა ჰაიმ ბარ-ლევმა უარი თქვა მსგავსი ღინისძიებების ერთიანი სამართავი სამეთაურო ცენტრის ჩამოყალიბებაზე.[2]

მტრის ზურგში ძალების კოორდინაციისთვის შტაბის შექმნის გადაწყვეტილება ცაჰალის გენერალურმა შტაბმა 1982 წელს მიიღო. თუმცა, ამ გადაწყვეტილების შესრულება გადაიდო ლიბანის პირველი ომის გამო. მიუხედავად შტაბის შექმნის გადავადებისა, სპეციალური საჰაერო ძალების მეთაურმა, მოშე (მუკი) ბეცერმა შეიმუშავა სიღრმის შტაბის საწყისი მოდელი.[3] 1986 წელს შეიქმნა სიღრმის შტაბ-ბინა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სპეციალური ოპერაციების წარმოებაში გამოცდილი ალუფი დარონ რუბინი, რომელიც მანამდე სადესანტო ბრიგადა „ცანხანიმს“ მეთაურობდა. მას შემდეგ რაც 1988 წელს ლიბანში განხორციელებულმა ოპერაცია „ლურჯ-ყავისფერმა“ გართულებებით ჩაიარა, იდეა დაიწუნეს და შტაბის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. შტაბის გაუქმების მიუხედავად, ფინქციონირება განაგრძო გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების სამმართველომ.[4]

შტაბის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს ცაჰალის გენერალური შტაბის უფროსმა, ბენი განცმა, სიღრმის შტაბის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო; შტაბისთვის კადრების შერჩევის პროცესს ხელმძღვანელობდნენ ალუფები ავივ ქოჩავი, იდო ნეჰუშტანი და გადი აიზენკოტი.[5] განცის დავალებით, გადი აიზენკოტმა ჩრდილოეთის სარდლობის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის შემდგომ სათავეში ჩაუდგა სპეციალურ ჯგუფს, რომელსაც ევალებოდა პრობლემის შესწავლა, ახლო აღმოსავლეთში სტრატეგიული ცვლილებების, ჯიჰადის გლობალური საფრთხის და ისრაელის თავდაცვის ძალების რეგიონში გაშლის აუცილებლობის დაზუსტება.

გადი აიზენკოტის ჯგუფის მიერ დადებული დასკვნით, ცაჰალი საჭიროებდა უწყებათაშორის შტაბს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მტრის ტერიტორიის სიღრმეში კომპლექსური ოპერაციების ჩატარებაზე, ვინაიდან რეგიონალური სარდლობების შესაძლებლობები და მოვალეობები შეზღუდულია და მოიცავენ მხოლოდ რამდენიმე ათეულ კილომეტრს ისრაელის საზღვრის მიღმა, ასევე, მომავალ კონფლიქტებში მონაწილეობა მოუწევთ არა მხოლოდ საფრონტო ძალებს, არამედ ზურგში განთავსებულ ძალებსაც, მაგალითად სარაკეტო ძალებს.

გადაწყვეტილების თანახმად, შტაბი უშუალოდ დაექვემდებარა გენერალური შტაბის უფროსს და მასში 100-მდე ოფიცერი და ჯარისკაცი იმსახურებს. აღნიშნული გენერალური შტაბის უფროსს და მის მოადგილეს საშუალებას მისცემს გათავისუფლდნენ მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის ლიბანში და ღაზის სექტორში იარაღის კონტრაბანდის აღკვეთის ოპერაციების დაგეგმვის და ჩატარების რუტინული სამუშაოსგან. გარდა ამისა, შტაბს ევალება სპეცდანიშნულების სამხედროების მოზიდვა სპეცოპერაციებისა და ომის დროს, რომლებიც წარიმართება მტრის ტერიტორიის სტრატეგიულ სიღრმეში (ამავე დროს, აღნიშნული სამხედროები სტრუქტურულად დარჩებიან იმ ფორმირებების მმართველობაში, რომლებსაც ისინი ექვემდებარებიან).[6]

სიღრმის შტაბის პირველ ხელმძღვანელად ალუფი შაი ავიტალი დაინიშნა, საიარეტ მატკალის წევრი და 98-ე სადესანტო დივიზიის მეთაური. ავიტალმა ცაჰალში აქტიური მსახური 2002 წელს დაასრულა, თუმცა, სიღრმის შტაბის ხელმძღვანელობისთვის ხელახლა ჩადგა ისრაელის თავდაცვის ძალების სამსახურში. ავიტალის ამ თანამდებობაზე დანიშვნის მიზეზად დასახელდა მისი პროფესიული გამოცდილება მეთაურების იმ თაობასთან, რომლებიც ხელმძღვენლობენ ჯარის სხვადასხვა სახეობას რომლებსაც სიღრმის შტაბი გაუწევს კოორდინაციას.[7] შაი ავიტალმა სიღრმის შტაბის ხელმძღვანელობას 2012 წლიდან შეუდგა.[8] სიღრმის შტაბში თანამდებობებზე დაინიშნნენ სპეციალურ ქვედანაყოფებში მუშაობის მდიდარი გამოცდილების მქონე ოფიცრები, მათ შორის ალუფი (გენერალ-მაიორი) მონი კაცი და ტატ-ალუფი (ბრიგადის გენერალი) გალ ჰირში, რომელიც იყო ავიტალის თანაშემწე რეზერვში მსახურისას,[9] ასევე სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნნენ ჰაგაი პელეგი და ამოს ბენ-აბრაამი. 2014 წლის სექტემბრიდან შტაბის ხელმძღვანელი გახდა რონი ნუმა,[10] ხოლო 2015 წლის თებერვალს ამ თანამდებობაზე დაინიშნა ტალ რუსო. 2017 წლის მაისში სიღრმის შტაბის მეთაურად მონი კაცი დაინიშნა.

სიღრმის შტაბის ხელმძღვანელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი, გვარი მეთაურობის წლები შენიშვნა
შაი ავიტალი იანვარი, 2012 — სექტემბერი, 2014 ოპერაცია ურღვევი კლდე
რონი ნუმა სექტემბერი, 2014 — თებერვალი, 2015
ტალ რუსო თებერვალი, 2015 — მაისი, 2017 მსახურობს რეზერვში მუდმივ პირობებზე
მონი კაცი მაისი, 2017 — დღემდე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. מערכת אתר צה"ל, צה"ל מקים מפקדת עומק למבצעים רב-זרועיים בעומק האסטרטגי, באתר צה"ל (דרך ארכיון האינטרנט), 15 בדצמבר 2011
  2. עמנואל סקל, הסדיר יבלום? ספריית מעריב, 2011, עמוד 45
  3. מוקי בצר, "לוחם חשאי", הוצאת כתר, 2015, עמודים 366-370
  4. רון בן ישי, צה"ל מחזק את הזרוע הארוכה, באתר ynet, 16 בדצמבר 2011.
  5. אמיר אורן, שעתו הקשה של "האיום הביטחוני", באתר הארץ, 26 בינואר 2013
  6. עמוס הראל, פיקוד נחוץ, מפקד שנוי במחלוקת, באתר הארץ, 18 בדצמבר 2011
  7. אמיר אורן, מה עומד מאחורי הקמת מפקדת העומק בצה"ל, באתר הארץ, 16 בדצמבר 2011‬
  8. מערכת אתר צה"ל, אלוף נועם תיבון מונה למפקד הגיס הצפוני, באתר צה"ל (דרך ארכיון האינטרנט), 19 בינואר 2012
  9. יואב זיתון, 6 שנים ללבנון: גל הירש חוזר כסגן מפקד במיל', באתר ynet, 9 בפברואר 2012
  10. מערכת אתר צה"ל, הרמטכ"ל: "הסביבה המשתנה מחייבת אותנו להתאים את עצמנו לרוח התקופה", באתר צה"ל (דרך ארכיון האינטרנט), 29 בספטמבר 2014