სიღნაღის კოშკი-სამრეკლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიღნაღის კოშკი-სამრეკლო - ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

ქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. სიღნაღი მდებარეობს ცივგომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე.ქალაქის ტერიტორია 296,5 ჰექტარს მოიცავს.

სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ.

სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ჴიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი (კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. მე-2-1 საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ წელთაღირცხვაში მისი ცენტრი ქალაქი ხორნაბუჯი გახდა.

დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.

კოშკი-სამრეკლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკი-სამრეკლო გამორჩეული არქიტექტურული ძეგლი, მიეკუთვნება XVIII–XIX საუკუნეებს, მდებარეობს ქალაქი სიღნაღის ჩრდილოეთ ნაწილში. არის სამსართულიანი ნაგებობა. ეს კოშკი არის წმ. სტეფანეს ეკლესიის ნაწილი, რომელიც 1762 წელს აშენდა, ჩაშენებულია სიღნაღის გალავნის ყველაზე დიდ კოშკში, რომელსაც "მეფის ან ქიზიყის ბურჯს" უწოდებენ, რაც საკმაოდ უნიკალური არქიტექტურული გადაწყვეტაა. ეკლესია აგებულია ე.წ. "ქართული აგურით" (ბრტყელი აგური), რიყის ქვის მცირედი შენარევით. აგურის წყობა ეკლესიისა და კარიბჭის კამარებზე ლამაზ ორნამენტულ სახეებს ქმნის. ეკლესია საკმაოდ დაზიანებული იყო, ხოლო კარიბჭის თავზე აგებული კოშკი-სამრეკლო დაანგრიეს საბჭოთა პერიოდში.

კოშკი-სამრეკლო 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ქა­ლაქ სიღ­ნა­ღი­სა და სიღ­ნა­ღის ცი­ხე­სი­მაგ­რის ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა მე­ფე ერეკ­ლე II-ის სა­ხელს. ის­ტო­რი­კოს პლა­ტონ იო­სე­ლი­ა­ნის ცნო­ბით, სიღ­ნა­ღის ცი­ხე აგე­ბუ­ლია 1762 წელს მე­ფე ერეკ­ლეს მი­ერ. ცი­ხე­სი­მაგ­რეს მთა­ვა­რი რო­ლი ეკის­რე­ბო­და ლე­კე­ბი­სა და ოს­მალ­-ყი­ზილ­ბა­შე­ბის­გან და­სა­ცა­ვად. ერეკ­ლე II-მ მო­ახ­დი­ნა სიღ­ნა­ღის გა­ლავ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი რე­კონ­ტრუქ­ცია და გა­ა­მაგ­რა კედ­ლე­ბი.

სიღნაღის ციხეს ორმოცი ჰექტარი უჭირავს. მას მეტად უსწორო გეგმა აქვს, რადგან მთების რელიეფს მიჰყვება. ყველაზე მაღალია სამხრეთის მხარე. აქედან გალავანი აღმოსავლეთითა და დასავლეთით ქედს მიჰყვება. შემდეგ ორივე მხრიდან სწრაფად ეშვება ძალიან ღრმა მერუბოანთ ხევში და იქ ერთდება.

კოშკების მეტი ნაწილი ორსართულიანი ყოფილა, საბრძოლო ბანით. ჩვეულებრივ, პირველ და მეორე სართულებს ცალ-ცალკე აქვთ ეზოდან შესასვლელი. შესასვლელებს ნახევარწრიული და ისრული ფორმის თაღები ამთავრებს. შედარებით უკეთაა შერჩენილი რამდენიმე კოშკი.

სიღნაღის ციხის გალავანი და კოშკები ნაგებია რიყის ქვით. აგური უმნიშვნელო რაოდენობითაა გამოყენებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სიღნაღის ციხე კახეთში ერთ-ერთ საიმედო და დასაყრდენ პუნქტად ითვლებოდა. მას, როგორც სიმაგრეს, არც XIX საუკუნის პირველ ხანებში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღნაღის კოშკი-სამრეკლო

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]