სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე
„სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე“ — ყოველწლიურად 1993 წლიდან 17 ოქტომბერს აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1992 წლის 22 დეკემბერს გამოაცხადა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ თავის რეზოლუციაში, მიესალმა იმ ფაქტს, რომ ამ დღეს, ერთ-ერთი სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, აღინიშნა „უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის დღე“ და ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, განახორციელონ პროპაგანდა ეს დღე სიღარიბისა და სიღარიბის აღმოფხვრის ღონისძიებებისთვის.
1987 წლის 17 ოქტომბერს პარიზში, ტროკადეროს მოედანზე 100 ათასამდე სხვადასხვა სოციალური კლასის ადამიანი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან შეიკრიბა. მათ სიღარიბის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვეს. ადამიანის უფლებების პატივისცემის მოთხოვნით, უფლებადამცველებმა მამა ჯოზეფ ვრესინსკის საერთაშორისო ATD მოძრაობა „მეოთხე სამყაროს“ დამფუძნებლის სლოგანს მხარი დაუჭირეს: „სადაც ადამიანს აიძულებენ იცხოვროს სიღარიბეში, ადამიანის უფლებები ირღვევა. ამ უფლებების პატივისცემისთვის ბრძოლაში გაერთიანება ყველას წმინდა მოვალეობაა“.
ამ დღეს ტროკადეროს მოედანზე მემორიალური ქვა დააგეს.
შემდგომში, გაჭირვებული მოსახლეობის ჯგუფების დახმარების საერთაშორისო მოძრაობის - „მეოთხე სამყაროს“ ინიციატივით, ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაციები „უკიდურესი სიღარიბის დასაძლევად ბრძოლის დღეს“ აღნიშნავდნენ, სანამ გაერო აღნიშნულ რეზოლუციას მიიღებდა.