სიუხვის რქა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტერ პაულ რუბენსის ნახატი

სიუხვის რქა — სიუხვისა და ხვავრიელების სიმბოლო ანტიკურ მითოლოგიაში. მითების თანახმად, იგი არის თხის, ამალთეას რქა. ამალთეას ქძით ნიმფები კვებავდნენ ყრმა ზევსს, როდესაც მას მალავდნენ კრონოსისგან. ამალთეას შემთხვევით მოუტეხია რქა, რომელიც მერე ზევსმა აჩუქა თავის აღმზრდელ ნიმფებს. სხვა სიუჟეტის თანახმად, ამალთეას რქის ფასად ღვთაება აქელოემ ჰერაკლესაგან დაიბრუნა საკუთარი რქა, რომელიც ორთაბრძოლაში მოტეხა ჰერაკლემ. ამალთეას რქა ჰერაკლემ აჩუქა ნაიდებს, რომელთაც იგი ყვავილებით და ნაყოფით აავსეს და ნაყოფიერების ძალებს შესწირეს.

სიუხვის რქის ანარეკლი გვხვდება საქართველოს მითოლოგიაშიც. აქ რქა აღნიშნავს ყოველგვარ წამონაზარდს, მცენარეულს თუ ცხოველურს (მაგალითად ვაზის რქა). სიუხვის რქის გამოსახულებები გვხვდება ქართულ არქეოლოგიურ ძეგლებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]