შინაარსზე გადასვლა

სიუსაკუ ენდო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონ. 遠藤 周作
დაბადების თარიღი 27 მარტი, 1923(1923-03-27)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი Nishisugamo
გარდაცვალების თარიღი 29 სექტემბერი, 1996(1996-09-29)[5] [2] [3] [4] [6] [7] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი კეიოს უნივერსიტეტის საავადმყოფო
დასაფლავებულია Saint Ignatius Church
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, სცენარისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, დრამატურგი და ბიოგრაფი
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა  იაპონია[8]
 იაპონიის იმპერია
ალმა-მატერი კეიოს უნივერსიტეტი და Nada Junior and Senior High School
Magnum opus Silence
ჯილდოები აკუტაგავას პრემია[9] , მაინიტის პრემია საგამომცემლო კულტურის დარგში, გამომცემლობა სინტიოსიის პრემია, ტანიძაკის პრემია, Order of St. Sylvester, იომიურის პრემია, იაპონიის ხელოვნების აკადემიის ჯილდო, ნომის ლიტერატურული პრემია, კულტურის დამსახურებული მოღვაწე, მაინიტის პრემია კულტურის დარგში და კულტურის ორდენი
მეუღლე Junko Endō
შვილ(ებ)ი Ryūnosuke Endō

სიუსაკუ ენდო (იაპონ. 遠藤 周作, ენდო სიუსაკუ; დ. 27 მარტი, 192329 სექტემბერი, 1996) — იაპონელი მწერალი, რომელიც წერდა იაპონელი კათოლიკეს პერსპექტივიდან. საერთაშორისო დონეზე ის ცნობილია თავისი 1966 წლის ისტორიული რომანით „სიჩუმე“, რომელიც 2016 წელს გადაიღო რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ. მან მოიპოვა რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის აკუტაგავას პრემია და კულტურის ორდენი, ხოლო პაპი პავლე VI-მ მას მიანიჭა რომის კათოლიკური წმინდა სილვესტრეს ორდენი.[10]

იუნოსუკე იოშიუკისთან, შოტარო იასუოკასთან, იუნძო შონოსთან, ჰიროიუკი აგავასთა, აიაკო სონოსთან (ასევე კათოლიკე) დაშუმონ მიურასთან ერთად, ენდო მიეკუთვნება „მესამე თაობას“ (ე.ი., იაპონელი მწერლების მესამე მთავარ ჯგუფს, რომელიც გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ).

ენდოს დაბადებიდან მალევე, ტოკიოში 1923 წელს, მისი ოჯახი გადავიდა დაირენში, რომელიც მაშინ კვანტუნის იჯარით აღებული ტერიტორიის ნაწილი იყო მანჯურიაში.[11] როცა მისი მშობლები განქორწინდნენ, 1933 წელს, ენდოს დედამ იგი იაპონიაში დააბრუნა და ბიძაშვილთან ერთად კობეში დასახლდნენ. ენდო მოინათლა, როგორც კათოლიკე 11 ან 12 წლის ასაკში, 1934 წელს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ეს მისი დედის ინიციატივა იყო, ზოგი კი აცხადებს, რომ ბიძაშვილმა შთააგონა.

ენდო თავდაპირველად ვასედას უნივერსიტეტში შევიდა მედიცინის შესასწავლად, თუმცა შემდეგ გადავიდა კეიოს უნივერსიტეტის ლიტერატურის პროგრამაზე.[12] მისი სწავლა შეფერხდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც იგი მუშაობდა საბრძოლო მასალის ქარხანაში და წვლილი შეიტანა ლიტერატურულ ჟურნალებში. 1968 წელს იგი გახდა ერთ-ერთი პრესტიჟული ჟურნალის, მიტა ბუნგაკუს მთავარი რედაქტორი.

ენდო იყო პირველი იაპონელი უნივერსიტეტის სტუდენტებიდან, რომელმაც ისწავლა ლიონის უნივერსიტეტში, საფრანგეთში.[13] 1950–1953 წლებში მისმა სწავლამ გაზარდა ინტერესი თანამედროვე ფრანგი კათოლიკე ავტორების მიმართ, რომლებიც დიდი გავლენას ახდენდნენ მის შემოქმედებაზე.

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, ენდოს, როგორც მწერალს, მალევე ხვდა წილად წარმატება. 1954 წელს, საფრანგეთში სწავლის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, მან მოიპოვა აკუტაგავას პრემია ნაწარმოებისთვის შირო ჰიტო (იაპონ. 白い人, „თეთრი ადამიანი“).

ენდომ 1955 წელს იქორწინა ოკადა იუნკოზე. მათ ჰყავდათ ერთი ვაჟი, რიუნოსუკე, დაიბადა 1956 წელს.

ენდო ლექციებს კითხულობდა ტოკიოს რამდენიმე უნივერსიტეტში. 1956 წელს დაიქირავეს ინსტრუქტორად სოფიის უნივერსიტეტში, ხოლო 1967 წელს სეიჯოს უნივერსიტეტ მას „რომანის თეორიის კურსი“ ჩააბარა.

ჯანმრთელობის პრობლემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი ცხოვრების განმავლობაში ენდოს აწუხებდა მრავალი დაავადება, მათ შორის პლევრიტი, ტუბერკულოზი და ფილტვის პრობლემები. 1960 წელს მან სამედიცინო მიზეზების გამო დიდი დრო საავადმყოფოში გაატარა. მიუხედავად ჯანმრთელობის სირთულეებისა, ენდო აქტიურად განაგრძობდა ლიტერატურულ საქმიანობას.

ენდო გარდაიცვალა ჰეპატიტის გართულებების შედეგად კეიოს უნივერსიტეტის საავადმყოფოში ტოკიოში, 1996 წლის 29 სექტემბერს.[14]

ლიტერატურული შემოქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ენდო წერდა სხვადასხვა ჟანრში, მისი ნაწარმოებები მჭიდროდ უკავშირდება ქრისტიანობას. ენდოს უწოდებენ „მწერალს, რომლის ნამუშევარი დომინირებული იყო ერთი თემით — რწმენა ქრისტიანობაში“. მისი ნაწარმოებები ხშირად შეიცავს ალეგორიულ პერსონაჟებს, რომლებიც განსაზღვრავენ მორალურ და სულიერ საკითხებს. ენდოს ტექსტები ხშირად შედარებულია გრეჰემ გრინის ნამუშევრებთან.

ენდოს ნამუშევრები ასახავს ბავშვობის გამოცდილებას, გარიყულობას, სამედიცინო გამოწვევებსა და იაპონური კულტურის სოციალურ საკითხებს. მრავალი პერსონაჟი იბრძვის რთულ მორალურ დილემებთან, რაც ქმნის შერეულ ან ტრაგიკულ შედეგებს.

მთავარი ნაწარმოებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ბოლო მოწამეები — 1959–1985, სერია

შუსაკუ ენდოს ლიტერატურული მუზეუმი, სოტომეში, ნაგასაკი, ეძღვნება მწერლის ცხოვრებასა და ნამუშევრებს.

  • Morton, Leith (1994). The Image of Christ in the Fiction of Endō Shūsaku. Working Papers in Japanese Studies. Vol. 8. Japanese Studies Center, Monash University, Australia.
  • Miller, Scott J. (2009). Historical Dictionary of Modern Japanese Literature and Theater. Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-6205-0.
  • Sugiyama, Toshiko (1998). Shūsaku Endō: A Literary Biography. Tokyo: Shueisha. ISBN 4-08-781039-0.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუსაკუ ენდოაოზორა ბუნკო შუსაკუ ენდოს ლიტერატურული მუზეუმი] — ნაგასაკის ოფიციალური გვერდი

  1. Эндо Сюсаку // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. LIBRISNational Library of Sweden, 2017.
  9. http://www.bunshun.co.jp/shinkoukai/award/akutagawa/list.html
  10. Rosenberg, Alyssa (5 January 2017). „Watching 'Silence' will make you feel terrible. It should“. Washington Post.
  11. Olive Classe (2000). Encyclopedia of literary translation into English: A-L. Taylor & Francis, გვ. 406. ISBN 978-1-884964-36-7. 
  12. Hoekema, Alle (March 18, 2010). „La 'Christologie' du Romancier Japonais, Shusaku Endo. Missions Étrangères de Paris: Églises d'Asie-Japon.
  13. Hoekema, Alle (March 18, 2010). „La 'Christologie' du Romancier Japonais, Shusaku Endo. Missions Étrangères de Paris: Églises d'Asie-Japon.
  14. Hoekema, Alle (March 18, 2010). „La 'Christologie' du Romancier Japonais, Shusaku Endo. Missions Étrangères de Paris: Églises d'Asie-Japon.