სიურეია აღაოღლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიურეია აღაოღლუ
ფაილი:Sürəyya Ağaoğlu.png
დაბადების თარიღი 1903
შუშა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 29 დეკემბერი 1989
სტამბოლი, თურქეთი
მოქალაქეობა დროშა: თურქეთი თურქეთი
საქმიანობა ადვოკატი, იურისტი, მწერალი
მშობლები მამა: აჰმედ-ბეგ აგაევი

სიურეია აღაოღლუ (თურქ. Süreyya Ağaoğlu, 1903–1989) — აზერბაიჯანული წარმოშობის თურქი მწერალი და იურისტი, პირველი ქალი-ადვოკატი თურქეთის ისტორიაში.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიურეია აღაოღლუ აზერბაიჯანელი, ხოლო შემდგომში თურქი პოლიტიკოსის აჰმედ-ბეგ აგაევის ქალიშვილი იყო. 1920 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ოჯახი თურქეთში გადავიდა, სადაც სიურეიამ სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1927 წლიდან გარდაცვალებამდე ადვოკატად მუშაობდა. არის ორი წიგნის ავტორი: „რა ვნახე ლონდონში“ (თურქ. Londra'da Gördüklerim) და „აი, როგორ გავიდა ცხოვრება“ (თურქ. Bir Hayat Böyle Geçti), რომლებშიც მრავალ სამართლებრივ საკითხებს შეეხო. იგი სტამბოლში ინსულტით გარდაიცვალა. 2003 წელს მის პატივსაცემად გამოიცა ვერცხლის სამახსოვრო მონეტა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kim Kimdir? < S < Süreyya Ağaoğlu. TurkceBilgi.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 2019-03-05.
  2. Turkey – Silver Proof 15000000 15 Million Lira Coin 2003 Year Süreyya Ağaoğlu. EBay. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-06. ციტირების თარიღი: 2019-03-05.