შინაარსზე გადასვლა

სიუნიქის აჯანყება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიუნიქის აჯანყება
„სომეხთა ომი თურქების წინააღმდეგ სიუნიქის აჯანყების დროს, 1722“ (ჟან ბრუსალი, 1887)
თარიღი 1722–1730
შედეგი

ოსმალეთის იმპერიის გამარჯვება[1]

  • სომხური წინააღმდეგობა ნაწილობრივ გრძელდებოდა რეგიონის ირანის მიერ ხელახალი დაპყრობისამდე
ტერიტორიული
ცვლილებები
სიუნიქი ოსმალეთის მიერ ოკუპირებულია 1730 წელს
მხარეები
სიუნიქის მელიქები
მხარდაჭერით:
ყარაბაღის მელიქები
ოსმალეთის იმპერია
კავკასიელი ხანები
ქარაჩორლუს ტომები
ჯავანშირები
სეფიანთა ირანი (1727 წლამდე)
სიუნიქის აჯანყება ვიკისაწყობში

სიუნიქის აჯანყება (სომხ. Սյունիքի ազատագրական պայքար) — 1722–1730 წლების განმავლობაში მიმდინარე აჯანყება სიუნიქის რეგიონის სომეხი მოსახლეობის მხრიდან სეფიანთა ირანის მმართველობისა და ადგილობრივი მუსლიმი ტომებისა და მმართველების წინააღმდეგ. დავით ბეგი — საქართველოდან წარმოშობილი სომეხი მეომრის — ხელმძღვანელობით, სიუნიქის სომეხი ფეოდალები (მელიქები) გაერთიანდნენ და დააარსეს დამოუკიდებელი სომხური სამთავრო.

1725 წლიდან სიუნიქის სომხური სამთავრო ეწინააღმდეგებოდა ოსმალეთის იმპერიის მცდელობებს რეგიონის ოკუპაციისთვის. მიუხედავად ოსმალების საწყისი წარმატებისა და პროვინციის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავებისა, 1727 წლის 26 თებერვალს ხალიძორის ბრძოლაში ისინი დამარცხდნენ. გამარჯვების შემდეგ დავით ბეგის ძალებმა სრულად განდევნეს ოსმალები სიუნიქიდან, ხოლო თავად ბეგი სეფიანთა შაჰმა თამაზ II-მ სცნო ღაფანის (სიუნიქის) მმართველად.

დავით ბეგის გარდაცვალების შემდეგ (1728 წლის შუა ხანებში), მის ადგილს იკავებს მისი სარდალი — მხითარ სფარაპეტი. ოსმალების განახლებული თავდასხმის შედეგად 1729 წლის დასაწყისში მათ ხელში გადავიდა ქარაძორი, რომელიც დაინგრა, ხოლო მხითარი იძულებული გახდა გაქცეულიყო. მიუხედავად ამისა, იგი აგრძელებდა წინააღმდეგობას და რამდენიმე გამარჯვებაც მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით ხნძორესკში ადგილობრივმა სომეხმა გლეხებმა იგი - მოკლეს.

მეურვის გარეშე დარჩენილი სომხური ძალები დაიშალა და ოსმალებმა საბოლოოდ დაიკავეს სიუნიქი, თუმცა რეგიონში წინააღმდეგობა სრულად არ შეწყვეტილა — სომეხი მებრძოლები კვლავ განაგრძობდნენ თავდაცვით ბრძოლებს მიუდგომელ მთიან ტერიტორიებზე.

აჯანყება მიმდინარეობდა პარალელურად და გარკვეულწილად კოორდინირებულად ყარაბაღის სომხურ აჯანყებასთან, რომელიც ახლომდებარე რეგიონში იყო განლაგებული.

XVIII საუკუნის დასაწყისში სომხეთის ტერიტორია გაყოფილი იყო ოსმალეთისა და სეფიანთა ირანის იმპერიებს შორის. სიუნიქის (რომელიც იმ პერიოდის სომხურ წყაროებში ასევე ცნობილია როგორც ღაფანი) (სომხ. Ղափան, ვარ. სომხ. Խափան) აღნიშნავდა ორ განსხვავებული ზომის ტერიტორიას: მცირე ღაფანს სომხ. P’ok’r Ghap’an) და დიდ ღაფანს (სომხ. Mets Ghap’an), რომელიც მოიცავდა ისტორიული სიუნიქის პროვინციის უმეტეს ნაწილს.[2] და ყარაბაღის (სომხურად — არწახი) მთიან რეგიონებში ძველი სომხური არისტოკრატიის გადარჩენილი წარმომადგენლები — მელიქები — განაგრძობდნენ არსებობას, როგორც ირანის სუვერენიტეტის ქვეშ მყოფი მცირე დამოუკიდებელი სამთავროების მმართველები.[3]

XVII საუკუნის ბოლოს პეტრე დიდის მიერ რუსეთის სამხრეთისკენ ექსპანსიამ გააჩინა იმედი სომეხ ლიდერებში, რომ შესაძლებელი გახდებოდა რუსეთის დახმარებით გათავისუფლებულიყვნენ მუსლიმური იმპერიების მმართველობისაგან. განსაკუთრებით აღსანიშნავია სიუნიქელი სომეხი არისტოკრატი ისრაელ ორი, რომელიც 1701 წელს გაემგზავრა მოსკოვში და შეიმუშავა აჯანყების გეგმა ირანულ სომხეთში რუსეთის მხარდაჭერით. ორის გეგმა არ განხორციელდა, ხოლო თავად ორი 1711 წელს ასტრახანში გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, სომეხმა სეკულარულმა და სასულიერო ლიდერებმა განაგრძეს კავშირი რუსეთთან და ქვეყანა მიიჩნიეს სომეხი ერის ბუნებრივ მოკავშირედ.[4]

ამავე დროს, 1720-იან წლებში სეფიანთა სახელმწიფო უკვე სუსტდებოდა. შაჰ სულთან ჰუსეინის პოლიტიკამ განარისხა მისი ქართველი და სომეხი ქვეშევრდომები და 1721 წელს დაწიყო აჯანყება კავკასიისა და ავღანეთის სუნიტ მოსახლეობაში.[5] ცენტრალური მმართველობის დასუსტებამ სამხრეთ კავკასიაში ლეზგინური ჯგუფების მიერ თავდასხმების გააქტიურება გამოიწვია, რის გამოც სომეხმა მელიქებმა დაიწყეს თავდაცვითი მზადება.[6] 1722 წლის ოქტომბერში ავღანელებმა შეიპყრეს ირანის დედაქალაქი ისფაჰანი ექვსთვიანი ალყის შემდეგ.[7]

შემდგომში პეტრე I-მა ისარგებლა ქაოსური ვითარებით და 1722 წელს ირანში შემოიჭრა 61,000-კაციანი არმიით. ამან კვლავ გააღვივა იმედი სომხებსა და ქართველებში, რომ რუსეთი შეძლებდა მათი გათავისუფლებასა და დახმარებას.[8] პეტრეს თხოვნით, ქართული არმიისა და ყარაბაღის მელიქების ლაშქრისგან შეიქმნა ერთობლივი სომხურ-ქართული არმია რუსულ ძალებთან შეერთების მიზნით. თუმცა, ოსმალეთთან კონფლიქტის შიშითა და ლოჯისტიკური სირთულეების გამო, პეტრე კასპიისპირა რეგიონში დარჩა და სამხრეთ კავკასიაში არ გადმოსულა.[9]

პეტერბურგის ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 1723 წლის 12 სექტემბერს დაიდო, რუსეთმა მიიერთა კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო და ირანთან ზავი დადდა.[10] ამ დროს ოსმალები უკვე ამზადებდნენ სამხრეთ კავკასიაში შემოსვლის გეგმა და 1722 წლის ბოლოს ერზრუმში დიდი არმიაც შეკრიბეს.[11]

სეფიანთა სახელმწიფოს დასუსტებამ საშუალება მისცა ადგილობრივ მუსლიმ ლიდერებს გაეზარდათ კონტროლი სომეხ მოსახლეობაზე. ამასთან, სიუნიქელი სომხები განსაკუთრებით იბეგრებოდნენ შაჰ თამაზ II-ის სამხედრო კამპანიების დასაფინანსებლად.[12] მიუხედავად იმისა, რომ სიუნიქის და ყარაბაღის აჯანყებები ხშირად ერთ მოძრაობად აღიქმება, მათ შორის არსებითი განსხვავებები იყო.[13] განსხვავებით ყარაბაღისა, რომელიც იმ პერიოდში მთლიანად სომხებით იყო დასახლებული, სიუნიქში უკვე არსებობდა მუსლიმური მოსახლეობა — თურქული და ქურთული მომთაბარე ტომები, რომლებიც წელიწადის ნაწილში კურას ველიდან მთაში ამოდიოდნენ საძოვრებზე. ამასთანავე, სიუნიქის მელიქების ლაშქარი ნაკლებად ორგანიზებული იყო და მათ თავდაპირველად არ ჰყავდათ საერთო ლიდერი.[14] ადგილობრივი მუსლიმებისგან მომდინარე საფრთხის ფონზე,[15] 1722 წელს სიუნიქის მელიქებმა მეღრელი სტეფანოს შაჰუმიანი გაგზავნეს საქართველოს მეფესთან, ვახტანგ VI-სთან, დახმარების სათხოვნელად.[16] ვახტანგი დათანხმდა და დახმარების მიზნით გაუგზავნა მათ დავით ბეგი — მისი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სარდალი — დაახლოებით 30 სომეხი მეომრით.[16]

მუსლიმური ტომებისა და საფავიდების წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ბეგმა თავდაპირველად შტაბად შინუჰაირი აირჩია და დაიწყო იქ არსებული ციხის აღდგენა. სიუნიქის მელიქები და სხვა ადგილობრივი ლიდერები მივიდნენ მის დასახმარებლად და თავიანთი ერთგულება გამოუცხადეს. მათ შორის იყვნენ ჩავნდურის მელიქი თოროსი, გოღთნისა და ჯულფის თანუთერები (მოძღვრები), იუზბაშები პაპი და პალი, ასევე მხითარ სფარაპეტი. მალე მას შეუერთდნენ ქალაძორის მელიქი პარსადანი და ტერ ავეტისიც. დავით ბეგმა შეკრიბა 2,000-მდე მებრძოლი და მათგან დისციპლინირებული არმია ჩამოაყალიბა. ტათევის მონასტრის წინამძღვარმა ჰოვაკიმმა სომხური სამღვდელოების სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დავით ბეგს.[17] ადგილობრივი გლეხებისა და მელიქების მხარდაჭერით მან შეძლო სომხებით დასახლებული ტერიტორიების დაცვა მუსლიმური ტომებისგან.[18]

დავით ბეგის პირველი სამხედრო მოქმედებები მიმართული იყო თურქული და ქურთული ტომების წინააღმდეგ. თავდაპირველად მან დაამარცხა ქარაჩორლუს და ჯავანშირთა ჯგუფები. პლატოზე, სახელად უჩთაფა, მან 400 მეომრით დაამარცხა ათასობით ჯავანშირელი. მისმა წარმატებებმა კიდევ უფრო გაზარდა მისი მომხრეთა რაოდენობა.[19][20]

დავით ბეგი ასევე ებრძოდა იმ სომეხ მელიქებსაც, რომლებიც აჯანყებას ეწინააღმდეგებოდნენ.[21] მათ შორის იყვნენ ტათევის მელიქი ბაღირი, რომელსაც ისლამი ჰქონდა მიღებული, და ერიცვანკიდ ფრანგული და სხვა პირები. დავით ბეგმა ორდღიანი ბრძოლის შემდეგ ბაღირი მოკლა და მისი ქონება გადაანაწილა.[22] ამ გამარჯვების შემდეგ მან ტათევი ახალ შტაბად აქცია.[20] მან შემოიღო მკაცრი დისციპლინა არმიაში და ხისტად სჯიდა დაუმორჩილებლობასა და დისციპლინის დარღვევას: პანიკის გამოწვევისა და ლაჩრობის გამო მან თავისი მეგობარი პაპი სიკვდილით დასაჯა, ხოლო ტერ ავეტისისა და მხითარ სფარაპეტისი მცირე ხნით დააპატიმრა.[22]

როდესაც სიუნიქში წესრიგი დამყარდა და ძლიერი სამხედრო ძალა შეიქმნა, დავით ბეგმა დაიწყო ლაშქრობები ადგილობრივი ხანებისა და მუსლიმი ფეოდალების წინააღმდეგ, რომლებიც თეორიულად სეფიანთა მმართველობას ემორჩილებოდნენ, თუმცა რეალურად უკვე დამოუკიდებლები იყვნენ. შაჰმა თამაზ II-მ ყაზვინიდან დავით ბეგის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. აჯანყებულმა სომხებმა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩავნდურის ბრძოლაში მოიპოვეს, სადაც დაამარცხეს ბარგუშათისა და ქარადაღის ხანების გაერთიანებული ძალები.[23] ასევე აღსანიშნავია ზეივის ძლიერი ციხის დაპყრობა მხითარ სფარაპეტისა და ტერ ავეტისის მიერ. 1724 წლის 29 მარტს დავით ბეგმა ალყა შემოარტყა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ვოროტნაბერდის ციხეს და ოთხდღიანი ბრძოლის შემდეგ იგი დაიპყრო.[23]

1724 წლის მაისში აჯანყებულებს შეუერთდა 2,000-მდე სომეხი მებრძოლი ყარაბაღიდან, რომლებიც ავან იუზბაშისა და ივან კარაპეტის (პეტრე დიდის წარმომადგენლის) მეთაურობით მოქმედებდნენ.[20] სომხებსა და სპარსელებს შორის უკანასკნელი ბრძოლები 1725 წელს გოღთნში და მეღრიში გაიმართა. სპარსელთა ათასობით მებრძოლი დაიღუპა ან სამხრეთისკენ არაქსით უკან დაიხია.[24]

დავით ბექის სამთავრო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ბექის 1722–1725 წლების ლაშქრობების შედეგად სიუნიქისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დიდი ნაწილი სომხური კონტროლის ქვეშ მოექცა. ამით დავით ბეგი გახდა დამოუკიდებელი სომხური სამთავროს მმართველი, რომლის ავტორიტეტს ყველა ადგილობრივი მელიქი დაემორჩილა.[25] სამთავროს საზღვრები ძირითადად ემთხვეოდა თანამედროვე სიუნიქის რეგიონის საზღვრებს: ჩრდილოეთით იგი გადაჭიმული იყო სისიანიდან, სამხრეთით — არაქსამდე, დასავლეთით — ზანგეზურის ქედით შემოფარგლული, ხოლო აღმოსავლეთით — გამაგრებული პუნქტების და სოფლების ხაზით დაცული. სავარაუდოდ, მისი აღმოსავლეთით არსებული უკანასკნელი სიმაგრე იყო გიულაბერდი (თანამედროვე ლაჩინის რაიონი, აზერბაიჯანი). სიუნიქსა და ყარაბაღის სომხურ მელიქობებს შორის კი მტრული მუსლიმური სამთავრო მდებარეობდა.[26]

დავით ბეგმა სარდლობის პოზიციებზე დააყენა როგორც თანამემამულე ქართველ-სომხები, ისე ადგილობრივები. მხითარი დაინიშნა არმიის სარდლად (სფარაპეტად). შეიქმნა სამხედრო საბჭო და შტაბი. არმიის შენაერთებს საკუთარი დროშები ჰქონდათ. სავარაუდოდ, ყარაბაღელი მელიქების მაგალითზე დაყრდნობით, დავით ბეგმა სიუნიქში შექმნა გამაგრებული სამხედრო ოლქების სისტემა, რომლებიც სღნაღებად იწოდებოდა.[25] 1723 წლის დასაწყისში,[27] ქალაძორი გახდა სამთავროს ახალი ცენტრი. დავით ბეგმა გაამაგრა ციხე და იქ სამხედრო მარაგებიც დააგროვა.[25]

ოსმალების წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქარაძორის ციხე, ხედი ზემოდან

1724 წელს ოსმალეთმა ირანსა და აღმოსავლეთ სომხეთში ილაშქრა და დაიკავა თბილისი, ერევანი და ჰამადანი.[28] ოსმალების პირველი მცდელობა სიუნიქში შემოსვლისა 1725 წლის გაზაფხულზე განხორციელდა, თუმცა წარუმატებლად. 1726 წელს კი მათ დაიკავეს სიუნიქის სამხრეთით გამავალი სავაჭრო გზა, მოიპოვეს ორდუბადი, აგულისი და მეღრი, და შეიჭრნენ სიუნიქის შიდა ტერიტორიაზე. მათ მხარს უჭერდნენ ადგილობრივი თურქული ტომები და ირანელი ხანები. სომხებმა მძიმე დანაკარგებით სცადეს ოსმალების შეჩერება. არმიის დემორალიზებამ და შიდა უთანხმოებამ დიდი პრობლემები შექმნა. ამ პირობებში მხითარმა და სხვა ლიდერებმა 1726 წლის 24 მარტს დახმარების თხოვნით წერილი გაუგზავნეს რუსეთს.[29] ზოგიერთი მკვლევარი წერილზე დავით ბეგის ხელმოწერის არარსებობას მის უკვე გარდაცვლილად ყოფნის გამო მოიაზრებს, თუმცა ძირითადი წყარო — სომხ. Patmut’iwn Ghapants’wots’ — იუწყება, რომ იგი 1728 წელს ქარაძორში ავად გახდა და იქვე გარდაიცვალა.[30] იმ დროისთვის რუსეთს უკვე გაფორმებული ჰქონდა კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება ოსმალეთთან, რომლითაც სცნო, ამ უკანასკნელის უფლებები ირანულ ტერიტორიებზე კასპიისპირეთის გარდა. სომხები ამის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ და რუსული ჩარევის იმედი კვლავ ჰქონდათ.[31]

1727 წლის თებერვალში ოსმალებმა ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს, რის გამოც სომხურმა ძალებმა ქარაძორისკენ დაიხიეს. ოსმალებთან შეუერთდნენ ბარგუშათისა და ქარადაღის ხანები, ქარაჩორლუ და სხვა თურქულ-ქურთული ძალები. ალყა ქარაძორზე დაიწყო 1726 წლის 26 თებერვალს. თავდაპირველი შეტევები უშედეგო იყო, ხოლო ძირითადი იერიშისას, როცა ოსმალებმა ალყაშემორტყმულებს საალყო მანქანები და კიბეები მიუყენეს, ცხადი გახდა, რომ ციხის დაცვა ხანგრძლივად ვერ გაგრძელდებოდა. ამ დროს დავით ბეგმა გააზრებულად შემოგარენისკენ გასვლის და მოულოდნელი შეტევის გეგმა შესთავაზა თავის სამხედროებს. შეტევას ხელმძღვანელობდნენ ტერ ავეტისი და მხითარი. ოსმალები მოულოდნელად გატეხილები უკუსვლით გაიქცნენ და მათ დიდი ზარალი მიადგათ. ამ გამარჯვებამ ახალი სული შთაბერა აჯანყებას. ბევრი მელიქი, რომელიც მანამდე აჯანყებას ჩამოშორებოდა, კვლავ შეუერთდა დავით ბეგს.

სომხებმა მორიგი დიდი გამარჯვება მოიპოვეს მეღრში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით აიღეს ციხე და ოსმალებს მძიმე ზარალი მიაყენეს. ოსმალები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ არაქსის გაღმა.[32][33] აჯანყებულებმა, სხვა საგანძურთან ერთად, ხელში ჩაიგდეს ათასობით საგადასახადო დოკუმენტი, რომლებიც შემდეგ გაანადგურეს.[32] დავით ბეგი აგრძელებდა ბრძოლას ბეხში, ორდუბადსა[32] და აგულისში.[34] მისი გამარჯვებების შედეგად სიუნიქი კვლავ სომხური ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა.[32]

თავდაპირველად დავით ბეგის მთავარ მოწინააღმდეგედ ირანელები ითვლებოდნენ, თუმცა მალე მიხვდა, რომ ოსმალები ბევრად უფრო საშიში ძალა იყვნენ.[13] დავით ბეგის გამარჯვებებმა შთაბეჭდილება მოახდინა შაჰ თამაზზე, რომელმაც 1727 წელს წერილი გაუგზავნა მას და სცნო, როგორც ღაფანის მმართველი და სეფიანთა ძალების სარდლად აკურთხა რეგიონში.[35]

დავით ბეგი მოულოდნელად დაავადდა 1728 წლის შუა ხანებში და გარდაიცვალა ქარაძორში.[36] მას მემკვიდრეობით მხითარ სფარაპეტი ჩაუდგა.[18] მხითარმა გააგრძელა ოსმალებთან ბრძოლა. მიუხედავად გარკვეული გამარჯვებებისა, 1729 წლის დასაწყისში ოსმალებმა ხელახლა ალყა შემოარტყეს ქარაძორს. ტერ ავეტისმა და მისმა მომხრეებმა, ირწმუნეს რომ გამარჯვება შეუძლებელი იყ და მოითხოვეს მოლაპარაკების დაწყება. მხითარმა ვერ შეძლო თანამებრძოლების დარწმუნება და ციხე ღამით ფარულად დატოვა. შემდეგ ტერ ავეტისმა ციხე ოსმალებს ჩააბარა გარანტიების სანაცვლოდ, მაგრამ ოსმალმა ფაშამ მამაკაცები დახოცა, ხოლო ქალები და ბავშვები ტყვეობაში წაიყვანა. ქარაძორის ციხე მთლიანად განადგურდა.[37]

მარცხის შემდეგ მხითარი განაგრძობდა წინააღმდეგობას და ხანდახან ახერხებდა ცალკეული სოფლების გათავისუფლებას. 1730 წელს მან ოსმალები დაამარცხა ორდუბადში. იმავე წელს იგი წავიდა ხნძორესკში დასასვენებლად, თუმცა იქ ადგილობრივმა მოსახლეობამ იგი მოკლა შიშის გამო, რომ მისი იქ ყოფნა სოფელს ქარაძორის ბედს უზიარებდა. მხითარის თავი ოსმალეთის ფაშას — თაბრიზში — გაუგზავნეს, რომელმაც სიკვდილით დასაჯა მკვლელები. დავით ბეგისა და მხითარის გარდაცვალების შემდეგ სიუნიქის სომხური ძალები დაიშალა. ნაწილი რუსეთში გადასახლდა, ხოლო სხვები კვლავ განაგრძობდნენ წინააღმდეგობას სიუნიქის მიუდგომელ მთებში 1730-იან წლებამდე, როცა ნადირ ხანმა (მომავალი ნადირ შაჰი) კავკასიის ტერიტორიები ოსმალებისგან დაიბრუნა.[38]

  • Adalian, Rouben Paul (2010) Historical Dictionary of Armenia, 2, Scarecrow Press. ISBN 978-0810874503. 
  • Avery, Peter (1991). „Nādir Shāh and the Afsharid Legacy“, The Cambridge History of Iran. Cambridge University Press, გვ. 1–62. DOI:10.1017/CHOL9780521200950.002. ISBN 978-1-139-05499-7. 
  • Ayvazyan, Armen (2022). Arevelahayutʻyan zhoghovrdagrutʻyuně XVII-XVIII darerum ev hayotsʻ zorkʻi tʻvakazmě 1720-akan tʻvakannerin (hy). Yerevan: NT Holding. ISBN 978-9939-870-59-5. 
  • Ayvazyan, Armen (2006). „1720-akan tʻvakanneri Syunyatsʻ ishkhanapetutʻyan teghagrutʻyan masin“ 1720-ական թվականների Սյունյաց իշխանապետության տեղագրության մասին [About the topography of the Syunik principality of the 1720s]. Etchmiadzin (5): 60–72 – წარმოდგენილია Pan-Armenian Digital Library-ის მიერ.
  • Bournoutian, George A. (2001) Armenians and Russia, 1626-1796: A Documentary Record. Mazda Publishers. ISBN 978-1568591322. 
  • Bournoutian, George A. (1997). „Eastern Armenia from the Seventeenth Century to the Russian Annexation“, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume II: Foreign Dominion to Statehood: The Fifteenth Century to the Twentieth Century. New York: Palgrave Macmillan. ISBN 1-4039-6422-X. 
  • Hakobyan, T. Kh.; Melik-Bakhshyan, S. T.; Barseghyan, H. Kh. (1991) „Ghapʻan Mets“, Hayastani ev harakitsʻ shrjanneri teghanunneri baṛaran (hy). Yerevan University Publishing House, გვ. 553. 
  • Hewsen, Robert (2001). Armenia: A Historical Atlas. Chicago University Press. ISBN 0-226-33228-4. 
  • Hewsen, Robert H. (1973–1974). „The Meliks of Eastern Armenia II“. Revue des Études Arméniennes. Nouvelle série. X: 281–303.
  • Hovhannisian, A. G.; Papazian, H. D. (1972) „Hay azatagrakan sharzhumě iranakan tirapetutʻyan ev tʻurkʻ zavtʻichʻneri dem XVIII dari aṛajin kesin“, Hay zhoghovrdi patmutʻyun (hy). Yerevan: Armenian SSR Academy of Sciences Publishing House, გვ. 131–189. 
  • Hovhannisyan, P. H. (2012). „Hay azatagrakan sharzhumnerě XVIII darum“, Hayotsʻ patmutʻyun: Hnaguyn zhamanakneritsʻ minchʻev mer orerě (hy). Yerevan State University Publishing House, გვ. 204–245. ISBN 978-5-8084-1639-0. 
  • Nalbandian, Louise (1963) The Armenian Revolutionary Movement: The Development of Armenian Political Parties Through the Nineteenth Century. University of California Press. ISBN 978-0520009141. 

დამატებითი ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Hovhannisyan 2012.
  2. ↑ Hakobyan, Melik-Bakhshyan & Barseghyan 1991.
  3. ↑ Bournoutian, 1997 & გვ. 85–86.
  4. ↑ Bournoutian, 1997 & გვ. 86–87.
  5. ↑ Bournoutian, 1997 & გვ. 87.
  6. ↑ Hovhannisyan, 2012 & გვ. 223.
  7. ↑ Avery, 1991 & გვ. 11.
  8. ↑ Hewsen, 2001 & გვ. 163–165.
  9. ↑ Hovhannisyan 2012, p. 226; Hewsen 2001, p. 165.
  10. ↑ Hovhannisyan, 2012 & გვ. 222–226.
  11. ↑ Hovhannisyan, 2012 & გვ. 229.
  12. ↑ Bournoutian, 2001 & გვ. 404.
  13. 1 2 Bournoutian, 2001 & გვ. 408.
  14. ↑ Hovhannisyan, 2012 & გვ. 235.
  15. ↑ Bournoutian, 1997 & გვ. 88.
  16. 1 2 Hovhannisyan, 2012 & გვ. 236.
  17. ↑ Hovhannisyan, 2012 & გვ. 236–237.
  18. 1 2 Adalian, 2010 & გვ. 250–251.
  19. ↑ Hovhannisyan, 2012 & გვ. 237.
  20. 1 2 3 Hovhannisian et al.
  21. ↑ Hovhannisian et al.
  22. 1 2 Hovhannisyan, 2012 & გვ. 238.
  23. 1 2 Hovhannisyan, 2012 & გვ. 238–239.
  24. ↑ Hovhannisyan, 2012 & გვ. 239.
  25. 1 2 3 Hovhannisyan, 2012 & გვ. 239–240.
  26. ↑ Ayvazyan 2006.
  27. ↑ Ayvazyan, 2022 & გვ. 469.
  28. ↑ Bournoutian, 2001 & გვ. 406.
  29. ↑ Hovhannisyan, 2012 & გვ. 240–242.
  30. ↑ Hovhannisian et al.
  31. ↑ Hovhannisian et al.
  32. 1 2 3 4 Hovhannisyan, 2012 & გვ. 241–242.
  33. ↑ Hovhannisian et al.
  34. ↑ Hovhannisian et al.
  35. ↑ Hovhannisyan, 2012 & გვ. 243.
  36. ↑ Hovhannisyan, 2012 & გვ. 243–244.
  37. ↑ Hovhannisyan, 2012 & გვ. 244.
  38. ↑ Hovhannisyan, 2012 & გვ. 244–245.