სიუზენ სოლომონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიუზენ სოლომონი
დაბ. თარიღი 19 იანვარი, 1956(1956-01-19)[1] (68 წლის)
დაბ. ადგილი ჩიკაგო[1]
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა atmospheric chemist და მკვლევარი
მუშაობის ადგილი National Oceanic and Atmospheric Administration და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[2]
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი[2] და Illinois Institute of Technology
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები კარლ-გუსტავ როსბის მედალი, Volvo Environment Prize, ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[3] , მეცნიერების ეროვნული მედალი, ლურჯი პლანეტის პრემია, Colorado Women's Hall of Fame[4] , პიერ და მარი კიურის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, V. M. Goldschmidt Award, ვეტლესენის პრემია, უილიამ ბოუის მედალი[5] , Arthur L. Day Prize and Lectureship[6] , Grand Prize of the French Academy of Science, BBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო, Weizmann Women & Science Award, ბეიკერის სახელობის ლექცია, Women in Technology Hall of Fame[7] , Crafoord Prize in Geosciences[8] , James B. Macelwane Medal[9] , honorary degree of the University of Leeds, honorary doctor of the University of Miami[10] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[11] [12], NAS Award for Chemistry in Service to Society[13] , Royal Society Bakerian Medal[14] , Henry G. Houghton Award[15] და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი

სიუზენ სოლომონი (ინგლ. Susan Solomon ; დ. 19 იანვარი, 1956, ჩიკაგო ) — ამერიკელი ატმოსფერული ქიმიის სპეციალისტი და კლიმატოლოგი, მსოფლიოში აღიარებული ლიდერი ატმოსფერული მეცნიერების დარგში. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ანტარქტიდის ოზონის ხვრელის მიზეზების დადგენაში. ოკეანისა და ატმოსფერული კვლევების ეროვნული მართვის უფროსი მკვლევარი (1991 წლიდან) და MIT-ის პროფესორი (2011 წლიდან), აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (1992) და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი (2008), საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი (1995) და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (2008). დაჯილდოვებულია მეცნიერების ეროვნული მედლით (1999) „ანტარქტიდის ოზონის ხვრელის [წარმოქმნის] მიზეზის ახსნისთვის“ [16] და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის დიდი მედლით (2008). ასევე მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო და პრესტიჟული ჯილდოები. მეცნიერის საპატივსაცემოდ 1994 წელს მისი სახელი უწოდეს მყინვარებს ანტარქტიდაში, ვიქტორიას მიწაზე Solomon Glacier და Solomon Saddle.

2008 წელს იგი მოხვდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა ტოპ 100-ში ჟურნალ Time-ის მიხედვით. [16] 2009 წელს იგი შეიყვანეს ქალთა დიდების დარბაზში. Science Watch-ის მიხედვით, სიუზენ სოლომონი მესამე ყველაზე ციტირებულია გეომეცნიერების სფეროში 1990-იან წლებში. 2010 წელს ჟურნალმა Good Housekeeping იგი დაასახელა ერთ-ერთ ქალად 125 - დან, რომლებმაც შეცვალეს სამყარო.

1986 წელს მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ანტარქტიდის ოზონის ხვრელი თავის არსებობას ქლორფტორნახშირბადებს უნდა "უმადლოდეს", რაც შემდეგ დადასტურდა და ხელი შეუწყო 1987 წელს მონრეალის პროტოკოლის მიღებას. ოცდაათი წლის შემდეგ, სიუზენ სოლომონმაც პირველად აჩვენა ანტარქტიდაზე ოზონის შრის აღდგენის ადრეული ნიშნები. [17] [18] [19]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუზენ სოლომონმა დაამთავრა ილინოისის ტექნოლოგიური ინდტიტუტი (B.A., magna cum laude, 1977) და 2015 წელს შეყვანილი იქნება დიდების დარბაზში. მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ქიმიაში (1979) და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ქიმიაში (1981) კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ბერკლი. მას მიენიჭა გამორჩეული კურსდამთავრებულის ჯილდო 2007 წელს.

1981 წლიდან დღემდე მუშაობს აერონომიის ლაბორატორიაში — ამჟამად ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ქიმიური მეცნიერებების დეპარტამენტი. 1991 წლიდან იკავებს უფროსი მეცნიერის (Senior Scientist) თანამდებობას. 1992–2006 წლებში იგი ასევე თანამშრომლობდა ატმოსფერული კვლევის ეროვნულ ცენტრთან, სადაც 1995–1996 წლებში იყო დეპარტამენტის დირექტორი. ამავდროულად, არის კოლორადოს უნივერსიტეტის დამხმარე პროფესორი ბოლდერში. იგი იყო ორი მაგისტრისა და ხუთი ასპირანტის (დოქტორანტი) მთავარი სამეცნიერო მრჩეველი. 2011 წლიდან ატმოსფერული ქიმიისა და კლიმატოლოგიის სახელობითი პროფესორი, ამჟამად დაკავებულია გარემოსდაცვითი კვლევებით მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში [20] [17] (2018 წლიდან სახელობითი პროფესორი Lee and Geraldine Martin Professor in Environmental Studies [21] ).

1986 და 1987 წლებში ანტარქტიდის მაკმურდოს სადგურზე იყო სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი. სწორედ მაშინ დადასტურდა მისი შემოთავაზებული თეორია CFC-სა და პოლარულ სტრატოსფერულ ღრუბლებს შორის ურთიერთქმედების შესახებ, როგორც ოზონის ხვრელის წარმოქმნის მიზეზი. [16] [22] 2002 წლიდან 2008 წლამდე ის ე იყო კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელის პირველი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე, რომელსაც 2007 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. 2007 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის მოწვეული მეცნიერი.

ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (1993) და ქიმიის სამეფო საზოგადოების(2006) წევრი, ევროპის აკადემიის უცხოელი წევრი (1999). [23] ასევე Royal Meteorological Society-ს და ამერიკის ქიმიის საზოგადოების, ამერიკის გეოფიზიკური კავშირის წევრი. International Polar Foundation - ის საპატიო წევრი (2005), ლონდონის გეოლოგიური საზოგადოებაის (2008), ამერიკის მეტეოროლოგიური საზოგადოების (2012), American Polar Society -ის (2013), ქიმიის სამეფო საზოგადოების (2017) წევრი. ბოულდერში კოლორადოს უნივერსიტეტის (1993), ტულანის უნივერსიტეტის (1994), Williams College - ის (1996), ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (2001), სტოუნი-ბრუკში ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (2001), მაიამის უნივერსიტეტის (2003 წ.) ), აღმოსავლეთ ინგლისის ბრიტანეთის უნივერსიტეტის (2004), ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის (2006), ბატლერის უნივერსიტეტის (2008), პენსილვანიის უნივერსიტეტის (2009), ფრანგული პიერ და მარი კიურების სახელობის უნივერსიტეტის (2010), ათენში საბერძნეთის უნივერსიტეტის (2010), სმიტის კოლეჯის (2012), ლიდსის ინგლისური უნივერსიტეტის (2013), ბრიტანეთის კოლუმბიის კანადური უნივერსიტეტის (2015), ბრაუნის უნივერსიტეტის (2015) საპატიო დოქტორი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 The International Who's Who of Women 2006Routledge, 2005. — ISBN 978-1-85743-325-8
  2. 2.0 2.1 https://eapsweb.mit.edu/people/solos
  3. https://www.womenofthehall.org/inductee/susan-solomon/
  4. https://www.cogreatwomen.org/project/susan-solomon/
  5. https://www.agu.org/honors/bowie-medal/past-recipients
  6. https://www.nasonline.org/programs/awards/arthur-l-day-prize.html
  7. https://www.witi.com/halloffame/
  8. https://www.crafoordprize.se/news/the-crafoord-prize-in-geosciences-2018/
  9. https://www.agu.org/Honor-and-Recognize/Honors/Union-Medals/James-B-Macelwane-Medal
  10. https://commencement.miami.edu/about-us/archives/honorary-degree-recipients/index.html
  11. https://web.archive.org/web/20080609081629/http://royalsociety.org/publication.asp?id=7719
  12. https://web.archive.org/web/20080609053844/http://royalsociety.org/publication.asp?tip=1&id=7696
  13. http://www.nasonline.org/programs/awards/chemistry-in-service-to-society.html
  14. https://royalsociety.org/science-events-and-lectures/2018/03/bakerian-lecture/
  15. https://csl.noaa.gov/staff/susan.solomon/susan.solomon.awards_memberships.pdf
  16. 16.0 16.1 16.2 Susan Solomon | Royal Society. ციტირების თარიღი: 2017-11-25
  17. 17.0 17.1 Susan Solomon awarded the Royal Society's Bakerian Medal | MIT News. ციტირების თარიღი: 2017-11-25
  18. Scientists observe first signs of healing in the Antarctic ozone layer | MIT News. ციტირების თარიღი: 2017-11-25
  19. Susan Solomon wins Vetlesen Prize | MIT Department of Earth, Atmospheric and Planetary Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-07. ციტირების თარიღი: 2017-11-25
  20. Brown awards six honorary doctorates | News from Brown. ციტირების თარიღი: 2017-11-25
  21. Twelve School of Science faculty members appointed to named professorships | MIT News | Massachusetts Institute of Technology. ციტირების თარიღი: 2019-03-16
  22. Susan Solomon wins international climate award | MIT News. ციტირების თარიღი: 2017-11-25
  23. Academy of Europe: Solomon Susan. ციტირების თარიღი: 2017-11-25