სიუზენ დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიუზენ დე ბურბონი
Suzanne Bourbon.jpg
დაბ. თარიღი 10 მაისი, 1491
შატო დე შატელერონი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 28 აპრილი, 1521, (29 წლის)
შატო დე შატელერონი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
წოდება ბურბონის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) შარლ III, ბურბონის ჰერცოგი
მშობლები მამა: პიერ II, ბურბონის ჰერცოგი
დედა: ანა ვალუა

სიუზენ დე ბურბონი (ფრანგ. Suzanne de Bourbon; დ. 10 მაისი, 1491 — გ. 28 აპრილი, 1521) — ბურბონთა დინასტიის ძირითადი შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ პიერ II-ისა და ანა ვალუას ქალიშვილი. ბურბონისა და ოვერნის დე იურე ჰერცოგინია 1503-21 წლებში, რომელსაც თანამმართველად ჰყავდა თავისი ქმარი შარლ III.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუზენი დაიბადა 1491 წლის 10 მაისს, საფრანგეთში. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ პიერ II-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის მეფე ლუი XI-ისა და დედოფალ შარლოტა სავოიელის უფროსი ასულის, ანა დე ვალუას ერთადერთი ქალიშვილი და შესაბამისად მათი მემკვიდრე. 1498 წლამდე იგი მშობლებთან ერთად სამეფო კარზე იზრდებოდა, თუმცა ბიძამისის მეფე შარლ VIII-ის დაღუპვისა და ტახტზე ლუი XII-ის ასვლის შემდეგ სამეფო კარზე სიტუაცია ძალიან აირია, რის გამოც ანა და პიერი სიუზენთან ერთად ქალაქგარეთ გადასახლდნენ, საკუთარ რეზიდენციაში.

1501 წელს სიუზენი დანიშნეს ალანსონის ჰერცოგ შარლ IV, რომელსაც წესით უნდა უზრუნველეყო მისი მემკვიდრეობა ბურბონში. საფრანგეთში მოქმედი სალიკური კანონის თანახმად, ქალს ტახტზე ასვლა არ შეეძლო, მის მშობლებს კი მისი ტახტზე დასმა სურდათ, თუმცა მის შესანარჩუნებლად სიუზენს ძლიერი მეუღლე სჭირდებოდა, რათა გამკლავებოდა უამრავ მტერს. 1503 წელს პიერ II გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჰერცოგინია სიუზენი გახდა. მალევე, მან შარლთან არსებული ნიშნობა ჩაშალა. შარლ ალანსონელმაც არ დააყოვნა და სასწრაფოდ იქორწინა მარგარიტა ანჟულიმელზე.

1505 წელს სიუზენი დაქორწინდა თავის ბიძაშვილ შარლ დე ბურბონ-მონტესპიერზე, რომელიც მან საკუთარ თანამმართველად დაინიშნა. მცირეწლოვანების გამო, ქორწინების რამდენიმე წლის მანძილზე, წყვილს შვილები არ ჰყავდა.

1515 წელს საფრანგეთის ტახტზე სიუზენის ყოფილი საქმროს, შარლ ალანსონელის ცოლის ძმა, ფრანსუა I ადის, რომელთანაც სიუზენის ქმარს ძალიან კარგი ურთიერთობა იყო და მასთან ერთად იბრძოდა კიდევად წარსულში. 1517 წელს სიუზენმა პირველი და უკანასკნელი ვაჟი გააჩინა, რომელსაც შარლი დაარქვეს და კლერმონის გრაფის წოდებაც უბოძეს, თუმცა იგი ძალიან სუსტი იყო და მალევე დაიღუპა. ამის შემდეგ, სიუზენს შვილი აღარ გაუჩენია, რამაც ბურბონთა დინასტიის ძირითადი შტოს შეწყდომა გამოიწვია.

სიუზენი გარდაიცვალა 1521 წლის 28 აპრილს, 29 წლის ასაკში. დედამისი, ანა დე ვალუა ამ ამბიდან სულ ერთ წელიწადში, 1522 წელს გარდაიცვალა. სიუზენის გარდაცვალებით კი ბურბონთა დინასტიის ძირითადი შტო სამუდამოდ შეწყდა, თუმცა ბურბონდა ვენდომური განშტოება არსებობას განაგრძობდა, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელიცაა ანრი IV და მისი შთამომავლები.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Élodie Lequain, « La maison de Bourbon, « escolle de vertu et de perfection ». Anne de France, Suzanne de Bourbon et Pierre Martin », Médiévales, printemps 2005, p. 39-54. (ფრანგულად)