სიუდად-ოხედა
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
სიუდად-ოხედა Ciudad Ojeda | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| შტატი | სულია | ||||
| კოორდინატები | 10°12′00″ ჩ. გ. 71°18′00″ დ. გ. / 10.20000° ჩ. გ. 71.30000° დ. გ. | ||||
| დაარსდა | 1941 | ||||
| ფართობი | 975 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 5 მ | ||||
| მოსახლეობა | 128 941 კაცი (2005) | ||||
| სიმჭიდროვე | 130 კაცი/კმ² | ||||
| საავტომობილო კოდი | V | ||||
| ოფიციალური საიტი | lagunillas-zulia.gob.ve | ||||
სიუდად-ოხედა (ესპ. Ciudad Ojeda) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში, სულიას შტატში. მდებარეობს მარაკაიბოს ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. 2005 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 128 941 ადამიანს შეადგენდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი დაარსდა 1937 წლის 19 იანვარს, პრეზიდენტ ელეასარ ლოპეს კონტრერასის მიერ,[1] დღეისათვის კი ის მარაკაიბოს ტბის რეგიონის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მთავარი ცენტრია.
სახელის წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი ეწოდა ესპანელი ალონსო დე ოხედას პატივსაცემად, რომელმაც მარაკაიბოს ტბა აღმოაჩინა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენესუელის სხვა ქალაქებთან მიმართებაში, სიუდად-ოხედა საშუალო ზომის ქალაქია დაახლოებით 130 000 მცხოვრებით, რომელთა უმრავლესობაც ვენესუელელია. ასევე არსებობს უცხოური, ძირითადად იტალიური, პორტუგალიური, ჩინური და არაბული საზოგადოებები, რომელთა ხელშიცაა ქალაქის კომერციული საქმიანობის უდიდესი წილი.