სიტყვები (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიტყვები“ — ქართველი მწერლის ზაზა თვარაძის რომანი. პირველად დაიბეჭდა 1994 წელს ჟურნალ „ცისკარში“. „სიტყვები” „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ პირველად 2005 წელს, ავტორის სიცოცხლეშივე გამოსცა სერიაში „ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი”.

შინაარსი და სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის მთავარი გმირი, ერთ ჩვეულებრივ ქალაქში მცხოვრები ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი ერთ დღეს მეგობართან ერთად აღმოაჩენს უცნაურ ჯიხურს — „სანეტარო კანტორას”, სადაც შეუძლია იყიდოს ყველაფერი, რაც ნეტარებას მიანიჭებს — ნარკოტიკსაც კი. თუმცა, ის ყიდულობს ზარდახშას, რომელშიც სიტყვებია თავმოყრილი. წიგნის გმირი თანდათან სწავლობს ჰაერში მოლივლივე სიტყვებთან ურთიერთობას და მათი დახმარებით ქმნის არა მხოლოდ ცალკეულ წინადადებებს, არამედ უჩვეულო და შთამბეჭდავ ნაწარმოებსაც კი. „სიტყვები“ სამი ნაწილისგან შედგება და დახვეწილი ენითა და უჩვეულო სიუჟეტით გამოირჩევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]