სიტყვათა თანმიმდევრობის ტიპოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სიტყვათა წყობა წინადადებაში (აგრეთვე: წინადადების წყობა, წინადადების წევრთა თანმიმდევრობა, სიტყვათა თანმიმდევრობა), ცნება, რომლითაც გამოხატავენ რომელიმე ენაში არსებულ წინადადებებში ყველაზე უფრო გავრცელებულ სიტყვათა განლაგების გარკვეულ წესრიგს.

სიტყვათა თანმიმდევრობის ტიპოლოგია წარმოადგენს ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაციების ერთ-ერთი სისტემას, რომელიც ლინგვისტიკურ ტიპოლოგიაში გამოიყენება და მას საფუძვლად ენათა დაჯგუფების პრინციპი უდევს წინადადების მთავარი შემადგენლების, - სუბიექტის (ლათ. subject), ზმნა-შემასმენლისა (ლათ.verb) და პირდაპირი დამატების (ლათ.object) მიხედვით.

ენათა ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვათა თანმიმდევრობის მიხედვით ენათა სულ 6 ტიპი არსებობს:

  1. SVOSubject - Verb - Object.
  2. SOVSubject - Object - Verb.
  3. VSOVerb - Subject - Object.
  4. VOSVerb - Object - Subject.
  5. OSVObject - Subject - Verb.
  6. OVSObject - Verb - Subject.

ეს ცნებები შემოკლებული სახით (SVO, SOV და ა.შ.) გამოიყენება და ზოგჯერ "ტიპოლოგიებად" მოიხსენიებენ.

წინდადების წყობა მაგალითი ენები
Subjekt – Verb – Objekt (SVO) „პეტრე წერს რომანებს.“ ინგლისური, ფრანგული, სუაჰილი
Subjekt – Objekt – Verb (SOV) „პეტრე რომანებს წერს.“ ლათინური ენა, იაპონური, კორეული, თურქული, უნგრული, სპარსული
Objekt – Verb – Subjekt (OVS) „რომანებს წერს პეტრე.“ ჰიშკარიანა
Objekt – Subjekt – Verb (OSV) „რომანებს პეტრე წერს.“ შავანტე
Verb – Subjekt – Objekt (VSO) „წერს პეტრე რომანებს.“ არაბული, კელტური ენები, ჰავაიური
Verb – Objekt – Subjekt (VOS) „წერს რომანებს პეტრე.“ ფიჯიური, მალაგასიური, კატალანური