სისხლძარღვოვანი წნულის კარცინომა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია

სისხლძარღვოვანი წნულის კარცინომა — სისხლძარღვოვანი წნულის ავთვისებიანი სიმსივნე. წარმოიქმნება სისხლძარღვოვანი წნულის ეპენდიმური უჯრედებისგან, რომლებიც გარედან ფარავს წნულის კაპილარებს და მონაწილეობს სისხლისგან ცერებროსპინალური სითხის წარმოქმნაში. სისხლძარღვოვანი წნულის სიმსივნეებს შორის (პაპილომა, ატიპური პაპილომა, კარცინომა) მას ახასიათებს ყველაზე ცუდი პროგნოზი. კარცინომა ზრდის ლიქვორის წარმოქმნას და, შესაბამისად, ვითარდება ჰიდროცეფალია და მომატებული შიდაქალის წნევა. პაპილომასთან შედარებით, კარცინომა მეტად აზიანებს თავის ტვინის მიმდებარე ჯანმრთელ ქსოვილს.